ევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 16:19

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიდად მოწადინებული არ არის,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

იუნკერის თქმით, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ″თუ ჩვენ ერდოღანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დავუჩოქებთ.″-განაცხადა მან.

გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან საუბრისას იუნკერი ამბობს, რომ მან პრეზიდენტ ერდოღანს ბოლო შეხვედრაზე განუცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მკაფიო უნდა იყოს. იუნკერის თქმით, თურქეთში ძალიან ბევრი ევროკავშირის მომხრეები არიან, მაგრამ მთავრობა ამ საკითხში დიდად მოწადინებული არ არის.

″როგორც ჩანს, თურქეთი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს და ამის პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს. ევროკავშირი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შემწყვეტი მხარე არ იქნება, “მე ხელშეკრულებების ერთგული ვარ. ჩვენ 1999 წელს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი კანდიდატ ქვეყნად გამოვაცხადეთ. ეს ჯერ კიდე ძალაშია.″-განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ჟან-კლოდ იუნკერი ხაზგასმით აღნიშნავს, თურქეთმა ევროკავშირის წესებს პატივი უნდა სცეს და დასძენს, რომ ევროკავშირი, ისეთი ჩვეულებრივი გაერთიანება კი არ არის, არამედ საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა.

http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/758195/AB_den_Turkiye_aciklamasi.html

 

The Economist : ერდოღანს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე აღმზრდელობით ტონში ლაპარაკის უფლება არ აქვს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 მარტი 2017 18:59
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი The Economist-ი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიმართ გაკეთებულ ნაცისტურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერდოღანის მთავრობას არ აქვს უფლება, ვინმეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასწავლოს. ქვეყანაში ყალბი მტკიცებულებებით 40 ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, ქურთი პოლიტიკოსები და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. ჟურნალი Economist-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ერდოღანს გააჩნია „განსაკუთრებული“ უნარი, აღმოაჩინოს ფაშისტები იქ, სადაც მათ ვერავინ ამჩნევს. ერდოღანის მიერ ″ნაცისტური გადმონაშთების″ შესახებ გაკეთებული განცხადება ევროპელებისთვის საშინელი ხუმრობაა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთში 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე ყველა, ვინც „არას“ თქმას აპირებს , ტერორისტად ცხადდება. ჟურნალი ასევე ადგილს უთმობს, ვენეციის კომისიის მიერ ″ავტოკრატიის სახელმძღვანელოდ″ შეფასებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს პარტიული პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას. ″არსებობს მინიშნებები, რომ ეს კრიზისი თავად ერდოღანმა შეგნებულად გამოიწვია. ჰოლანდიის ხელისუფლებამ, მიმდინარე საარჩევნო სამზადისის გამო, თურქეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მიტინგი არ ჩაეტარებინა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული იქნებოდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ჰოლანდიის მთავრობის ნებართვის გარეშე, როტერდამში ჩასვლა დაიჟინა. თუმცა საზღვარგარეთ პროპაგანდული საქმიანობა თურქეთის კანონმდებლობის მიხედვითაც აკრძალულია″, -აღნიშნულია სტატიაში. ″ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რეფერენდუმზე ერდოღანის კონსტიტუციის მომხრეთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ერდოღანის მხრიდან ყველაზე დიდ ინვესტორთან -ჰოლანდიასთან და ყველაზე ახლო პარტნიორთან-გერმანიასთან ურთიერთობის გამწვავება იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გამოუვალ მდგომარეობაშია ის″,- წერს ჟურნალი. წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-39288175

Foreign Policy: გიულენის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 22:39
ამერიკული ჟურნალი Foreign Policy-ი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ლიდერობით დიქტატურისკენ მიმავალი თურქეთის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ანკარაში გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს. ″ანკარის მერმა მელიჰ გოქჩექმა, ამერიკელი ჟურნალისტები მოატყუა იმის თაობაზე რომ პრეზიდენტ ერდოღანთან ინტერვიუს ჩაწერაში დაეხმარებოდა. თუმცა, გოქჩექმა შეხვედრა თვითონ გამართა და გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით საკუთარი შეთქმულების თეორიების გარდა მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც ვერ წარმოგვიდგინა″,.- წერს დევიდ კენერი. თურქეთში მიმდინარე დებატები ასეთია: ერდოღანი, რომის იმპერატორის ავგუსტუსის კოპირებით და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ექსტრაქტით, მთელი ძალაუფლების ხელში ჩაიგდებას შეძლებს? რეფერენდუმი შედეგები ასევე იმასაც აჩვენებს, რომ ერდოღანის 14 წლიან მმართველობას ქვეყანა როგორ უყურებს. ამასობაში დანარჩენი მსოფლიო ერდოღანთან დაკავშირებით არაოფიციალურ რეფერენდუმებს უკვე ატარებეს. როგორც კენერი აღნიშნავს, ანკარაში სამი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებით სტაბილურობას უზრუნველყოფენ და სამხედრო მეურვეობას თავს დააღწევენ. რეფერენდუმზე ″არა″-ს მომხრე ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის და იმასაც აღნიშნავენ, რომ ერდოღანის მართვის სტილი სადდამის მსგავსი დიქტატორების მმართველობას ჰგავს. რეფერენდუმმა უკვე გამოიწვია დაძაბულობა თურქეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანას შორის. გერმანიასა და ნიდერლანდებთან დაძაბულობა მხოლოდ ერთი მაგალითია. ევროპის ქვეყნები, თურქეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე, სირიაში ანკარის როლზე, თურქეთის მიერ აშშ-სგან ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემაზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ანკარის პრეტენზიების გაზიარებაზე უარი განაცხადეს. ″მსოფლიოსგან მოწყვეტისა და გაუცხობის მთავარი პასუხისმგებელი თურქეთია. გასულ კვირას მელიჰ გოქჩექის მიერ New York Times-ის, , Washington Post-ის და Wall Street Journal-ის მსგავსი მედია საშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრა გავიხსენოთ. მოწვევა, ერდოღანის ჩათვლით თურქეთის მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრის მიზნით დავთანხმდით. ამით ჩვენ გადატრიალების მცდელობის შესახებ მათი აზრის მოსმენის საშუალება გვექნებოდა, ასევე იმასაც გავიგებდით, თუ აშშ-ისგან რატომ ითხოვდნენ გიულენის გადმოცემას. მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა და ამერიკელი ჟურნალისტები იძულებული დარჩენ 4 საათიანი შეხვედრა გაემართათ. ჟურნალისტების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. მელიჰ გოქჩექმა თავის გამოსვლაში, გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც კი ვერ წარმოგვიდგინა და ამის ნაცვლად საკუთარი შეთქმულების თეორიების და მსოფმხედველობის შესახებ ისაუბრა″. - წერს თავის სტატიაში დევიდ კენერი. წყარო: http://foreignpolicy.com/2017/03/14/is-turkey-still-a-democracy/

ნატოს წყაროები: თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 28 იანვარი 2017 14:27

თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა, - ამის შესახებ ნორვეგიული aldimer.no საიტის რედაქტორი კიეტილ სტორმარი ნატოს წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს შემფასებელთა დომინანტური აზრი ძალიან ნათელია: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა მოაწყო. თუმცა, ნატო-ში ამ პრეტენზიების დამამტკიცებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. იმის გამო, რომ საკითხი ძალიან დელიკატურია. გარდა ამისა, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ყველა ქვეყანას აქვს.

მაღალი რანგის ჩინოვნიკები, სამი და ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერლები და ის ადამიანები, რომლებიც 30-40 წლის განმავლობაში თურქეთთან ერთად მუშაობდნენ და ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში თურქი ოფიცრების მრჩევლად მუშაობდნენ ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ეს იყო გადატრიალება. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადატრიალება რომ ეცადათ, ნამდვილად წარმატებას მიაღწევდნენ. იმიტომ, რომ თურქეთში გადატრიალება ადრე განხორციელდა, ანუ ეს ტრადიციაა.

მეორე დღეს, იმ 1600 კაცის სია, რომლის გაათავისუფლებაც თვითონ უნდოდათ, უკვე ხელში ჰქონდათ.

15 ივლისს, ტანკები ბოსფორის ხიდს კეტავენ, საბრძოლო თვითმფრინავები პარლამენტის შენობას ბომბავენ და იმავე დროს პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებით მარმარისში იმყოფება. მაგრამ, იმ ღამესვე საკუთარი თვითმფრინავით სტანბულში ბრუნდება.

მეორე დღეს, თურქეთი მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იუწყებოდა, რომ გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა და სამხედრო, სასამართლო და სვხა ოფიციალური პირების სისტემური და ყოვლისმომცველი ლიკვიდაცია იწყებოდა.იმ თურქი სამხედროების 80-90 პროცენტი რომლებიც ნატოში მსახურობდნენ სამსახურიდან დაითხოვეს. ნატო-ს წყაროების თქმით, ვინც სახლებში დაბრუნება გაბედეს მათი უმრავლესობა დააპატიმრეს, მნიშვნელოვანი ნაწლი კი მოკლეს.

ჯერ კიდევ ნატო-სთან კავშირის მქონე თურქი ოფიცრების თქმით, ერდოღანი ამ გადატრიალებას ერთი წელი გეგმავდა და მას, იმ ხალხის კიდევ ერთი სია აქვს ხელში რომლთა გაშვებაც მას სურს.

ნატო-ს იგივე წყარო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ″მე ჯერჯერობით არ გამიცნია ისეთი ვინმე, ვისაც გადატრიალების მცდელობის სინამდვილის სჯეროდეს″, -განაცხადა მან.

New York Times: ერდოღანმა გიულენის შესახებ მტკიცებულება ვერ წარადგინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 13:53

ერდოღანმა, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ბრალელუბასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მტკიცებულება ვერ წარადგინა, - ამის შესახხებ ამერიკული პრესტიჟული გაზეთი New York Times-ი წერს.
New York Times-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ერდოღანის რეჟიმმა პრესაზე ზეწოლა გააძლიერა და მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ გაკეთებულ ცილისწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ″არანაირი მტკიცებულება″ ვერ იქნა წარმოდგენილი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერდოღანი და გიულენი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ, ეხლა კი მკვეთრად არიან გაყოფილნი. ერდოღანმა, გიულენი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში დასდო ბრალი და ეს საკუთარი კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენა. უფლებამოსილების გასაფართოებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ათასობით ჯარისკაცი დააპატიმრა, ასობით კონფისკაცია მოახდინა და ათასობით საჯარო მოხელე, პოლიციის თანამშრომელი, პედაგოგი, მოსამართლე და პროკურორი სამსახურებიდან გაანთავისუფლა. ამათგან უმრავლესობა გიულენის მიმდევრობაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა უმრავლესობა ციხეში ჩასვა.
ერდოღანმა პრესაზე ზეწოლას მოუმატა. გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 120 ჟურნალისტი იქნა დაკავებული და დღესდღეობით თურქეთმა, ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს გაუსწრო.
წყარო: https://www.nytimes.com/2017/01/14/opinion/sunday/turkeys-relentless-attack-on-the-press.html?smid=tw-share&_r=3

ბრიუსელის აგენტების ინფორმაციით, ერდოღანს ლიკვიდაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 17:26

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არმიის გაწმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times-ი გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს.

Bruno Waterfield-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სადაზვერვო ცენტრის EU INTCEN-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერდოღანს არმიის წმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი.

ანგარიშში, თურქეთის ხელისუფლების მიერ წაყენებულ სავარაუდო ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენი დგას, ეწინააღმდეგება.

″გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილება, მოახლოებული ლიკვიდაციის შიშით იქნა მიღბული. გადატრიალების მცდელობის უკან სავარაუდოდ,  გიულენისტების, ქემალისტების (სეკულარულები), მმართველი პარტიის ოპონენტების და ხელსაყრელი დროის ლოდინში მყოფი ჯგუფები დგანან. გიულენის გადატრიალების მცდელობაში პირდაპირი როლი ნაკლებად სავარაუდოა. გადატრიალების მცდელობამ, წინასწარ დაგეგმილ სამსახურიდან დათხოვნებზე დამაჩქარებელი გავლენა იქონია.″-ნათქვამია 2016 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Times-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიულენის მიმდევრებს ″ერდოღანის ქმედებების გაკონტროლების და ქვეყანაში სიტუაციაზე ზეგავლენის″ ძალას მიაღწიეს, მაგრამ არმიაში გადატრიალების მოწყობის ძალა არ ჰქონდათ, რაც თურქეთის მთავრობის ბრალდებებს ეწინააღმდეგება.

ერდოღანი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციას ტერორისტული დაჯგუფებების დახმარებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 12:52
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების დახმარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.


ერდოღანის თქმით, კოალიცია ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს", ასევე თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ქურთულ დაჯგუფებებს უჭერს მხარს.

ერდოღანის თქმით, თურქულ მხარეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

თურქეთის პრეზიდენტს აღნიშნული ბრალდება არაერთხელ გაუჟღერებია, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი უსაფუძვლოს უწოდებს.

 

 

 

ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 22:51

თურქეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი რუსეთის ელჩი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან დაადასრტურა.

ელჩი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს.

 

წყარო: CNN Turk

ერდოღანი: თურქეთი ევროპაში სტუმარი არ არის, ის მასპინძელია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 11:06

თურქეთი ევროპაში სტუმარი არ არის ის მასპინძელია, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. 

ერდოღანის თქმით, ევროპის ქვეყნები ევროპიდან თურქეთის გარიცხვას ვერ შეძლებენ. მისი თქმით, ქვეყანა მზად არის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უარს იტყვის ორმაგ სტანდარტებზე. 

ამერიკელი ექსპერტი თურქეთის საკითხებში რუბინი: ერდოღანს ციხეებში ოპონენტების გასანადგურებლად სისხლის ღვრა უნდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 18:28

თურქეთში პატიმრები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან. ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა ექსპერტმა ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, ყოფილმა პენტაგონის თანამშრომელმა მაიკლ რუბინმა გააკეთა.

The American Enterprise Institute ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბოლო სტატიაში რუბინი წერს, რომ იმ მოტივით რომ ციხეებში აჯანყების იქნება, ინტერვენციის მომზადება ხდება. უკვე მომხდარი 21 საეჭვო სასიკვდილო შემთხვევის მიზეზიც არ არის დადგენილი. რუბინი ერდოღანს აფრთხილებს, რომ ოპონენტების ციხეებში განადგურების მოტივით თუ ერდოღანის რეჟიმი ლიბიის ლიდერის კადაფის ტაქტიკას მიმართავს ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს.

რუბინი ასევე სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებაზე და ციხეების მიმართ ბნელ გეგმებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პროსამთავრობო მედიასაშუალებები ციხეებში ინტერვენციისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დაკვეთილ ინფორმაციებს ავრცელებენ.

″ციხეში მყოფი განათლებული; პროდასავლური ინტელექტუალები, ბიუროკრატები, ლიბერალები, ქურთები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან. ციხეებში სისხლის ღვრა თუ დაიწყება, ნურავინ ნუ დაიჯერებს, რომ ერდოღანის უსაფრთხოების ძალები უბრალოდ კრიზისის აღკვეთას ცდილობენ ან უბედური შემთხვევაა.″-წერს რუბინი.

რუბინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა 2003 წელს სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (AKP) გააუქმა, ამ კანონის ხელახლა შემოღების მოთხოვნით და განხორციელებით თურქეთს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება.

″ერდოღანის მიერ ილსამის მოაზროვნე და ფილოსოფოსის ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერაში ბრალდებული ათასობით ბიუროკრატის, პედაგოგის, ჯარისკაცის და დიპლომატის სიკვდილით დასჯას თუ დაიწყება თურქეთი ძალიან მძიმე დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება.″-განაცხადა მან.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური