ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:38

ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში ერთ-ერთ ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთში, „ჯემილე“-ს სახელწოდების ბაზარში მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.  ბაღდადში ასევე, გუშინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სისუსტის გამო აღნიშნულ ქალაქში აფეთქებები ხშირად ხდება.

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 დეკემბერი 2016 09:23

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

ერაყში მშობლების თვალწინ 15 ბავშვი მოკლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 15:20

ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში, მშობლების თვალწინ 15 მცირეწლოვანი მოკლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქიდან გაქცევას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ისლამისტებისგან წმენდას სამთავრობო ძალებთან ერთად, საერთაშორისო კოალიცია და ქურთული ფეშმერგას ძალები ახორციელებენ.


მოსულის აღმოსავლეთ ნაწილში ერაყის სპეცდანიშნულების ძალები შევიდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 14:46

მოსულის აღმოსავლეთ ნაწილში ერაყის სპეცდანიშნულების ძალები  პირველად შევიდნენ, მათ წინააღმდეგობას "ისლამური სახელმწიფოს" ჯარები უწევენ. როგორც BBC იტყობინება, ანტიტერორისტული ჯარის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიმართულებით ცეცხლია გახსნილი.

ერაყის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხანძარს 11 ახალშობილი ემსხვერპლა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 14:48

ერაყის დედაქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხანძარს 11 ახალშობილი ემსხვერპლა.არაინ დასავებულებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამდროისთვის უცნობია,თუმცა არსებული ვერსიით ცეცხლი იმ სართულზე, სადაც სამშობიარო ბლოკია განთავსებული ელექტრო-გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

ერაყელმა სამხედროებმა ომარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:47

ერაყელმა სამხედროებმა ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” საველე მეთაურის, პანკისელი ომარ ალ-შიშანის ცხედარი აღმოაჩინეს.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, მათი ცნობით, ომარ ალ-შიშანის ცხედარი ქალაქ რამადის მახლობლადა, დაახლოებით 10 მებრძოლის ცხედართან ერთადაა ნაპოვნი. ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ პენტაგონმა 9 მარტს განაცხადა. თუმცა აშშ-ის თავდაცვის უწყება მაშინ იტყობინებოდა, რომ ომარ ალ-შიშანი სავარაუდოდ, 4 მარტს სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს ემსხვრპლა.

აფეთქება ერაყში-გარდაცვლილია 51 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:38

ერაყში ბაბილის პროვინციაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა . ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია საკონტროლო პუნქტი და 30-მდე ავტომობილი.

რეგიონში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს საიდან მოდიოდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული.

ტერორისტული თავდასხმა ერაყში-დაღუპულია 15 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:18

15 დაღუპული და 50 დაშავებული - ეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგია.   თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე განახორციელეს.

თვითმხილველთა თქმით, პირველი აფეთქება მეჩეთში მოხდა. მეორე ტერორისტმა კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაველებისა და მოსახლეობის მისვლის შემდეგ აიფეთქა თავი. დაღუპულთა შორის ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ერაყში რამდენიმე თვის წინ დაკარგული რადიაქტიური მასალა იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 11:21

ერაყში რამდენიმე თვის წინ დაკარგული რადიაქტიური მასალა იპოვეს. სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მასალა ინახებოდა, ქალაქ ბასრასთან აღმოაჩინეს.წინასწარი შემოწმების შედეგად რადიაციის გაჟონვის კვალი აღმოჩენილი არაა, მასალა კი უსაფრთხოდ იყო დაცული.რადიაქტიური ნივთიერება ირიდიუმი ნავთობკომპანია ვითერფორდის კუთვნილი ქარხნიდან ნოემბერში მოიპარეს. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მასალა ტერორისტულმა ჯგუფებმა ბომბების დასამზადებლად გამოიყენეს.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:29

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლიკვიდირებული მებრძოლის სახელია მოჰამედ აბდ  არ-რაუი, ის 7 იანვრის ოპერაციის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად ქალაქ აბუ-კამალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არ-რაუი თვითმკვლელებს ამზადებდა და ბაღდადსა და ერ-რამადიში დანაღმული ავტომანქანების გაგზავნას ხელმძღვანელობდა. მოჰამედ აბდ მანაფ არ-რაუიზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური