ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 12:49

საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
“მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

 

 

“პერიტუს გრუპი“-ს ორგანიზებით აჭარაში მედია-ტური გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 ივლისი 2016 14:42

“პერიტუს გრუპი“-ს ორგანიზებით 2016 წლის 27-30 ივნისს აჭარაში გაიმართა მედია ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მდე ჟურნალისტმა სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებებიდან. მედია ტური მოეწყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირის ხელშეწყობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.
მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ პროგრამას „ენპარდ“ (ENPARD) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რამაც შესაძლებლობა მისცა ჟურნალისტებს, თავად შეეფასებინათ ფერმერთა კოოპერატივების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მედიის ყურადღების ცენტრში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივლისი 2016 09:45

2016 წლის 27-30 ივნისს აჭარაში გაიმართა მედია ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მდე ჟურნალისტმა სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებებიდან. მედია ტურის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის ხელშეწყობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.
მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ პროგრამას „ენპარდ“ (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის), რომელიც აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაცნობამ და მცირე ფერმერებთან გასაუბრებამ შესაძლებლობა მისცა ჟურნალისტებს, თავად შეეფასებინათ ფერმერთა კოოპერატივების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
28-29 ივნისს ჟურნალისტები ესტუმრნენ მაღალმთიანი აჭარის, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ჯაბნიძეებს, ახოს, ოქტომბერსა და ზენდიდს, სადაც დაათვალიერეს თხილის პლანტაციები, საკალმახეები და სასათბურე მეურნეობები.
30 ივნისს ჟურნალისტები შეხვდნენ იანოშ ჰერმანს - ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ნილს სკოტს - გაეროს ელჩს საქართველოში, არჩილ ხაბაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზაურ ფუტკარაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ნოდარ კერესელიძეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით გალეგაშვილს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს.
მათ ერთად მოინახულეს კენკროვანების პლანტაცია სოფელ ოჩხამურში, რომელიც ენპარდის დახმარებით გააშენა ფერმერთა კოოპერატივმა „ლურჯა“, ხოლო შემდეგ ეწვივნენ აჭარის აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალს.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას და გაეროს განვითარების პროგრამასთან, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას ქმედითი წვლილი შეაქვს მცირე ფერმერთა კოოპერაციის დანერგვაში და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მხოლოდ აჭარაში ენპარდის მეშვეობით გაიხსნა 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი, ხოლო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებით ათი ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა“, - განაცხდა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
„ენპარდის მიღწევები აჭარაში საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ჩვენ ველოდებით მისი ახალი ეტაპის დაწყებას, რათა განვაგრძოთ სოფლის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ელჩმა საქართველოში.
პროგრამა „ენპარდ“ განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2016 წელს. ენპარდ - აჭარას ბიუჯეტმა 3.3 მილიონი ევრო შეადგინა. მეტი ინფორმაცია იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/1muA2CM

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური