ოპონენეტების განცხადებები სასაცილოა , - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 15:03

”სასაცილოა ოპონენეტების განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს,” -   ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს. 

ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 12:28

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას განაგრძობს. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ დეპუტატები კომიტეტსა და   სესიაზე  იმსჯელებენ.  კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა. 

ენერგეტიკის მინისტრი ირანში მოლაპარაკებებზე მიდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:11

ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია - ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც კახა კალაძე ირანში ვიზიტის დროს განიხილავს. 

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა შედგება, სადაც ბუნებრივ აირთან და ელექტროენერგიასთან ერთად განხილული იქნება საქართველოდან წყლის რესურსების ირანში ექსპორტის საკითხი. 

კალაძის ირანში ვიზიტის დროს იგეგმება რამდენიმე შეთანხმების გაფორმებაც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირანში უახლოეს პერიოდში ვიზიტს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გეგმავს. 

მაირ მამედოვის განცხადება პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 15:20

საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მაირ მამედოვის განცხადებით გიორგი კვირიკაშვილთან და კახა კალაძესთან შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ პერიოდში. მამეოდივი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს, გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი " ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განივიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ", -განაცხადა მამედოვმა.

საქართველოს პრემიერი,ენერგეტიკის მინისტრთან ერთად სოკარის წარმომადგელებს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 14:08

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე „სოკარის“ წარმომადგენლობას ხვდებიან. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ცნობილია, გიორგი კვირიკაშვილი და როვნაგ აბდულაევი საქართველოს გაზმომარაგების საკითხზე იმსჯელებენ და არ არის გამორიცხული დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მთავრობის კანცელარიაში იმყოფება ასევე „სოკარ საქართველოს“ მმართველი მაჰირ მამედოვი.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთში შეხვედრის მონაწილეები მედიასთან განცხადებას გააკეთებდნენ.

შეგახსენებთ, „სოკარის“ წარმომადგენლობა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:26

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის პირდაპირი ურთიერთობი დამყარდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სახვადასხვა ორგანიზაციებსა და  კომპანიებს შორის, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.
ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა დ საფუძველს ჩაუყრის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებს.“  - განაცხადა კახა კალაძემ.
Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით , 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და  საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური