თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 14:52

ქალაქ ოზურგეთში ინგოროყვას ქუჩაზე მცხოვრები 47 წლის ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ელექტრო ქურას გაუჩნდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, პაციენტი სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მას სხეულის 99% ჰქონდა დამწვარი.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

თურქეთში არეულობას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 14:40

თურქეთში არეულობას 7 ადამიანი ემსხვერპლა. დიარბაქირის პროვინციაში, ქალაქ სურში, სამართალდამცველებთან შეტაკების დროს 2 პირი დაიღუპა. 

ქურთი მოსახლეობა ხელისუფლების მიერ დაწესებული 24-საათიანი კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად იყო გამოსული. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი, კვამლის ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დაწყებამდე მიმდებარე ქუჩებზე არსებული მაღაზიები დაიხურა და სკოლებში სწავლა შეწყდა. 

ვრცელდება ინფორმაცია მარდინის პროვინციაში 5 ადამიანი დაღუპვის შესახებაც, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ დეტალები უცნობია. 

თურქეთის სანაპიროსთან შტორმს 6 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 09:49

თურქეთის ქალაქ ჩეშმეს სანაპიროსთან ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.
ნავი, რომელსაც ავღანელი დევნილები გადაჰყავდა, შტორმის შედეგად გადატრიალდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩვილია. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხუთი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. 
სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 10 თვის განმავლობაში მილიონ 200 ათასი მიგრანტია გადასული.

ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 12:19

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების და ძლიერი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა,  155 კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქება ღამის კლუბ Colectiv-ში პარასკევს საღამოს, როკ-კონცერტის დროს მოხდა. ინციდენტის მომენტში შენობაში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ძირითადად ახალგაზრდები და მოზარდები. აალების შემდეგ ისინი გასასვლელისკენ გაიქცნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
ამ დროისთვის გამომძიებლები ხანძრის და აფეთქების მიზეზებს ადგენენ.
„რაც ამ დროისთვის ვიცით, ის არის, რომ კლუბში პიროტექნიკა იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ტრაგედია მოხდა. ამჟამად ეს ვერსია მოწმდება“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რაედ არაფატმა.

ავღანეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:53

ვღანეთის ჩრდილოეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ბიძგებმა როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში ნგრევა გამოიწვია, რამაც ავღანეთში 20, ხოლო პაკისტანში 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში იგრძნობოდა.

უბედური შემთხვევა კანადაში,საკრუიზო გემის ჩაძირვას,5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:47

კანადაში, საკრუიზო გემის ჩაძირვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა .  საკრუიზო გემი MV Leviathan II ვანკუვერის კუნძულთან, ქალაქ ტოფინოს სიახლოვეს ჩაიძირა. მაშვლებმა ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან , 18-ის გადარჩენა მოახერხეს. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. საკრუიზო გემი კომპანია Jamie's Whale Watching-ს ეკუთვნის, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს.

სირიაში რუსულ ავიაიერიშებს მინიმუმ 45 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 17:42

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია ლატაკიაში რუსული ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭო ავრცელებს.

რუსული ავიადატყმები ლატაკიაში გუშინ განხორციელდა. დაღუპულთა შორის სირიის თავისუფალი არმიის ბრიგადის მეთაური და ოპოზიციონერთა ოჯახის წევრები არიან. სადამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ავიაიერიშების დაწყებიდან, რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დააღვია. ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვს ახნსა-განმარტება მოსთხოვა, პასუხად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარის საჰაერო სივრცის დარღვევა, უამინდობი გამო , შემთხვევით მოხდა.

ანკარაში მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 13:20

რამდენიმე წუთის წინ, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „დოგანი“ იტყობინება. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებენ სხვა სააგენტოები, თუმცა მათი ცნობით, მსხვერპლი დიდია. არიან დაშავებულებიც.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მაშინ აფეთქდა, როცა რაიონში აქტივისტები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ.

შემთვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური