2020-მდე ზოგს გიყიდით, ზოგს სანაგვეზე გადაგაგდებთ და ამბის მომკითახვი არ გეყოლებათ!“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 17:11

,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

,,დაჯექით ახლა და აკაკუნეთ აქ კლავიატურაზე-თავისუფლება პოლიტპატიმრებსო.

შედით საკრებულოებში და დაანთეთ ჯოჯოხეთის ცეცხლი.

2020-მდე ზოგს გიყიდით,ზოგს დაგიჭერთ,ზოგს სანაგვეზე გადაგაგდებთ და ამბის მომკითხავი აღარ გეყოლებათ !

არც იმაში ვარ დარწმუნებული,მიშა რომ დაიჭირონ და ჩამოიყვანონ,ეფექტურ ბრძოლას გაუმართავთ ოცნებას.

ახლა ისევ ბიძინას იმედზე თუ იქნება კაცი-ოპოზიციურ პარტიას შევქმნი და ჩემს მოყვანილ მთავრობას დავამარცხებო !“-წერს ელისო კილაძე.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი"- დავით ხარშილაძის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:48

„ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორის შვილ დავით ხარშილაძე , რომელიც ნარკოდანაშაულისთის იყო დაკავებული მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით დარბაზიდან 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავიტ ხარშილაძემ კომენტარი ჟურნალისტევთან გააკეთა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულო იყო და მისი დაკავება დედამისის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა:

„დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ.“- აღნიშნა ხარშილაძემ.

ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:28

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მისი გათავისუფლება 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოხდა. 

სასამართლო პროცესზე ელისო კილაძის შვილსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ივნისი 2017 16:04

ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძესა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს შორის სასამართლო პროცესზე შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ხარშილაძემ პოლიცია მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა. ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ნარკოტიკი მისი დაკავების ადგილზე თარაშვილის მანქანით მიიტანეს. 
ხარშილაძის ამ განცხადებას მოწმის პროტესტი მოჰყვა.
"თქვენმა მოადგილემ ჩაატარა ოპერაცია ისე რომ თქვენ არ იყავით საქმის კურსში? თქვენი მანქანიდან ამოიღეს ნარკოტიკი და ჩამიდეს", - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 18:43

"ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

”ჩვენ ამ კვირაში ჩემი შვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა წინა სასამართლო სხდომაზე შეკვეთა, რომელიც აქვს მოსამართლეს. მან არ გაითვალისწინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თავდებობა. ჩვენ დასამალი არ გვაქვს არაფერი და ჩემი შვილი არსად დაიმალება. ის უკანონო პატიმარია და ვცდილობთ მისი სიმართლე დავადასტუროთ”, - განაცხადა ელისო კილაძემ და დასძინა, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაციები, თუ რა გადაწყვეტილებისკენ მიდის სასამართლო.

ელისო კილაძე - ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:22

ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია. 

„ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. ორი დღის წინ შევხვდით. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.

p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი“ ,- წერს კილაძე.

"მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოსო ხალხი რომ ბღაოდა, მავთულხლართები როცა გაგვიბეს, გააპროტესტეს?"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 12:37

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი თბილისში საკონსტიტუციო განხილვის ჩაშლილ სხდომას ეხმაურება:

 

“ორი ლეგიტიმური კითხვა მაქვს :

1. ირაკლი კობახიძემ თუ დაადგინა ვინ იდგა წინასწარ ორგანიზებული ბუნტის უკან ფილარმონიაში

2. ქართული მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოსო ფილარმონიაში ხალხი რომ ბღაოდა, მავთულხლართები როცა გაგვიბეს, საოკუპაციო ზოლთან, ერთხელ მაინც თუ გააპროტესტეს? (მათ შორის, აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა)

გმადლობთ ყურადღებისათვის !”- წერს ელისო კილაძე.

საგანგებო ბრიფინგი გელა ხვედელიძესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:50

შს მინისტრის ყოფილი მოადგილესთან,  გელა ხვედელიძესთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე ჟურნალისტი ელისო კილაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 

თავდასხმა მოხდა გელა ხვედელიძეზე, -  შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ ”ქრონიკა +-ის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. 

ვაჭრობა რუსთავი 2-ის საქმეზე - ,,ხელისუფლებამ ეკა ბესელიას მეშვეობით ოქრუაშვილთან მოლაპარაკება დაიწყო“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 01:08
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ს საკითხზე ხელისუფლებამ ვაჭრობა დაიწყო. "ყურადღება: ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის საქმეზე ეკა ბესელიას მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილთან. დაიწყო ვაჭრობა !"- წერს კილაძე.

ელისო კილაძე პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ვიდეომასალას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 13:53
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეომასალას ავრცელებს. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ტარიელ ონიანის შვილის ნათლობის ამსახველი კადრებია. კილაძის განცხადებით, ბურჭულაძე ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა. „რამდენიმე კითხვა მაქვს“ პირველი - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება, თუ ქურდებისთვის? მეორე - ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე - გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისა, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს - აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა?“- აცხადებს ელისო კილაძე.
გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური