კომპანიამ „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი წარადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 ივლისი 2020 14:45

24 ივლისს, თბილისში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ მედიის წარმომადგენლებს ავტოკონცერნ „პორშეს“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი, წარუდგინა. პ. წაქაძემ დაწვრილებით ისაუბრა ახალი ელექტრო ავტომობილის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილი 450 კმ-ს გადის და მის დამუხტვას სულ რაღაც 3-4 საათი სჭირდება.

კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, თბილისში, ღვინის ქარხნა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ - „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 

„Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებ ენაზე მიტანა. 

კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს - რა არის სული?“, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტრო ავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

„პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია - ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.

 

ჩინეთი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ბაზრად გადაიქცევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:31

ჩინეთის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის ინფორმაციით, ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 220-250 ათას ერთეულს მიაღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
აღნიშნული მაჩვენებლით ჩინეთი გადაუსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და იგი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ბაზრად გადაიქცევა.
გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 600 ათასს მიაღწევს. აქედან 180 ათასი ამერიკის ბაზარზე იქნება რეალიზებული, განაცხადა ასოციაციის გენერალური მდივნის თანაშემწემ სიუი იანხუამ.
მისივე თქმით, ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის აუცილებელია მაღალი ხარისხის ელექტრომობილების წარმოება. ჩინეთის ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით, ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრია ჩინეთში ძალიან სწრაფად ვითარდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს, ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვების დონე 290 პროცენტით გაიზარდა, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური