მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 ივნისი 2019 16:13

მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

მიიღეთ მონაწილეობა #EU4Energy ფოტოკონკურსში 17-დან  23 ივნისამდე და მიიღეთ ელექტროსკუტერის მოგების შანსი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

როგორი იქნება ენერგეტიკის მომავალი? იქნება ეს მზის და ქარის ენერგია, ან ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგეტიკა? თუ მომავალი გაცილებით უფრო ენერგოეფექტური იქნება ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით?

გიწვევთ ფოტოკონკურსზე - გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ხდება ამჟამად მომავლის ენერგიაზე გადასვლა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე - ეს არის მზის ბატარეის პანელები, ქარის ელექტროსადგურები, მდგრადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა ბიომასა და ჰიდროენერგია, ელექტროავტომანქანები და სკუტერები, ენერგოეფექტური სახლები და ხელსაწყოები. მიმოიხედეთ ირგვლივ და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა!

თქვენ შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა შემდეგი გზით:

1. თქვენი ფოტოს წარდგენა უშუალოდ ჩვენს ვებ-გვერდზე, ღილაკზე „თქვენი ფოტოს ატვირთვა“ ხელის დაჭერით.

2. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის ან Twitter-ის თქვენს საკუთარ ანგარიშზე.

3. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის თქვენს საკუთარ ისტორიებში და @euneighbourseast გვერდის „დათეგვა“.

კონკურსი გრძელდება 23 ივნისის 18:00-მდე ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით (CEST). თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარდგენა.

რა პრიზებია კონკურსზე გათვალისწინებული?

გამარჯვებულებს გადაეცემათ 10-მდე პრიზი ჟიურის მიერ შერჩევის და ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე. გრან-პრი - ელექტროსკუტერი - გადაეცემა ყველაზე პოპულარულ ფოტოს.

ეს #EU4Energy ფოტოკონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში და მას აფინანსებს ევროკავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2ZlRKgT

***

ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.EU4Energy.eu

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური