აშხაბადში ჩატარადა საერთაშორისო მედია-ფორუმი, რომელიც მიეძღვნა პირველ კასპიის ეკონომიკურ ფორუმს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 ივლისი 2019 11:28

29 ივნისს, აშხაბადში, სასტუმრო „არჩაბილში“ ჩატარადა საერთაშორისო მედია-ფორუმი, რომელიც მიეძღვნა პირველ კასპიის ეკონომიკურ ფორუმს. საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება მიმდინარე წლის 11-12 აგვისტოს ეროვნულ ტურისტულ ზონაში ,,ავაზა’’ (ქალაქი თურქმენბაში, თურქმენეთი).

გახნის ცერემონიალზე ღონისძიების მოდერატორი გახლდათ თურქმენეთის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში სერდარ დურდიევი, რომელმაც აღნიშნა რომ პირველ კასპიის ეკონომიკურ ფორუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნიია და იგი სტრატეგიული მნიშვენლობის ღონისძიებაცაა.

მედია-ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფიოს საინფორმაციო მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვენ ჟურნალისტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, ირანიდან და პაკისტანიდან. მედია-ფორუმზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-მასალა მიძღვნილი თურქმენეთის ეკონომიკური განვითარების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ასევე გაიმართა ფორუმის ოფიციალური ვებ-გვერდის www.cefavaza2019.gov.tm  პრეზენტაცია სამ ენაზე - თურქმენულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ახალი ინტერნეტ-რესურსი მომხმარებელს სთავაზობს სრულ ინფორმაციას კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის შესახებ და მისი ჩატარების თაობაზე. აქვე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ონლაინ-რეგისტრაცია გაიარონ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. გამომსვლელებმა და მათ შორის თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერდინიაზ მატიევმა ისაუბრეს ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებზე და მასში მონაწილეობისკენ მოუწოდეს კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოების წარომადგენლებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი.

ეკონომიკური ფორუმის მუშაობისას განიხილავენ კასპიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს გლობალურ კონტექსტში, აგრეთვე შეისწავლიან მსხვილი პროექტების რეალიზაციის პერსპექტივებსაც. ასევე ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიც არის: ნავთობისა და გაზის გადამუშავების, ელექტროენერგეტიკული, სატრანსპორტო, სავაჭრო, აგრო-სამრეწველო, ტურისტული და სხვა მსგავსი საკითხები. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება გახდება მნიშვნელოვანი პროცესი, კასპიის ზღვის რეგიონში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

კასპიის ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება სამ ნაწილად - ეს იქნება სსაერთაშორისო კონფერენცია, კასპიის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა და ხელშეკრულებების შეთანხმებების და კონტრაქტების გაფორმება.

ეკონომიკური ფორუმის მუშაობის განმავლობაში განიხილება შემდეგი საკითხები: ერთობლივი საინვესტიციო პროექტების და პროგრამების რეალიზაცია, ურთიერთგამოცდილების გაზიარება სპეციალური თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებს შორის, გამოცდილების გაზიარება საკანონმდებლო დონეზე და სტატისტიკური ინფორმაციისა და ეკონომიკის სფეროებში, თანამშრომლობა ციფრულ ეკონომიკის სფეროებში, თანამშრომლობის გაძლიერება რეგიონალური მასშტაბით და ერთობლივი საწარმოების შექმნა.

კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა, ასევე დადგეგმილია კულტურული პროგრამაც.

ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 11 აგვისტოს, ჩატარდება ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე ქვეყნების მინისტრების შეხვედრა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შეთანხმების იმპლემენტაციაზე კასპიის ქვეყნების მთავრობებს და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.

მინისტრების შეხვედრების პარალერულად პარალერულად, ასევე გაიმართება  კასპიის ზღვის  აუზის ქვეყნების საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრაც და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადება და ხემოწერის ცერემონიალის მოწყობა.

პირველი კასპიის ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან დაინტერესებული სახელმწიფოების დელეგაციები, ახლო აღმოსავლეთისა და კასპიისპირა რეგიონის ხელმძღვანელები. ასევე საერთაშორისო საფინანსო, ეკონომიკური, ტრანსპორტის, ეკოლოგიური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ავთანდილ ოთინაშვილი

აშხაბადი-თბილისი

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:34

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების პირველი პირები იკრიბებიან. 

46-ე სესიაზე მოუსმენენ საქართველოს პრემიერმინისტრსაც. გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრა გაიმართება  ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან. 

 

დავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 10:04

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ფორუმის გახსნამდე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კი ის სიტყვით დღეს გამოვა.

დავოსში გუშინ ჰოლივუდის ვარსკვლავი და ოსკარის წლევანდელი ნომინანტი ლეონარდო დიკაპრიოც ჩავიდა. მას კლიმატური ცვლილებების კუთხით შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოც გადასცეს.

ფორუმში 100 ქვეყნის 2500-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ბიზნეს ლიდერები და სახელმწიფოს მეთაურები. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური