გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:29

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას. 

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა. 

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230-250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით. 

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

თურქმენეთში კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 10:29

2019 წლის 11 თებერვალს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში გამართა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთში დაგეგმილ  კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას. ფორუმი გაიმართება 2019 წლის 12 აგვისტოს, ეროვნული ტურისტულ ზონა "ავაზაში", თურქმენბაშში.

თავის გამოსვლაში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დოვლეთმურატ მურატოვმა ხაზი გაუსვა, რომ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ინიციატივა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა კასპიის ქვეყნების მეთაურების სამიტზე გააკეთა, და მას ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქმენეთი ყოველთვის გააგრძელებს აქტიურ პოზიციას კასპიის ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, მეგობრობის კონსოლიდაცია და სანაპირო ქვეყნებსა და მათ ქვეყნებს შორის ფართო თანამშრომლობა.

ჟურნალისტები ასევე ინფორმირებულნი იყვნენ თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის გამართვის, ასევე ფორუმის მოსამზადებელი საკითხებისა და ჩატარების შესახებ.

ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომავალი ფორუმი ხელს შეუწყობს კასპიის ზღვის ქვეყნებში და მეზობელ რეგიონებში ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კასპიის ზღვას გადააქცევს საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდეს სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრად.

ბრიფინგს ესწრებოდნენ  „ტვ -24“ "ქართული ბიზნესის კვირეული", საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი დღე საქართველო". გაზეთები "მრავალეროვანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო" და სხვა.

ავთანდილ ოთინაშვილი

კორეასა და საქართველოს შორის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 16:10

საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

კონფერენცია თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 19 იანვარი 2019 16:27

22 იანვარს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, 12:00 სთ -დან 15:00 სთ-მდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ , თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“  ერთობლივ  კონფერენციას  გამართავენ.

კონფერენციის მიზანია  - საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას დაესწრებიან  - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

ნაწილი პირველი

  • ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი
  • მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი
  • მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
  • მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
  • ზოგადი დისკუსია - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხი

 ნაწილი მეორე

 დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარება

აქცენტები გაკეთდება ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა

  • რა შეიძლება ისწავლოს ჩინეთის გამოცდილებიდან საქართველომ?
  • როგორ შეიძლება გააძლიეროს ჩინეთის როლი საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად? 

 სწორედ ამ საკითხებს შეეხება კონფერენცია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - დღემდე, 26 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინათმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გამხდარიყო. ჩინეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, საპენსიო რეფორმა, გეოპოლიტიკური როლის ზრდა, სამხედრო რეფორმა - იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გავლენიანმა ქვეყნებმა ანგარიში გაუწიეს მის ინტერესებს. ამის შედეგად კი, ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიების მშვიდონიანად დაბრუნება. ჩინეთი წარმატებულად ებრძვის სიღატაკეს და განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ მოხუცებზე. ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ -გამომდინარე.

თურქეთი: ევროპის უსაფრთხოების შეუცვლელი მოკავშირე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 16:59

დღეს, Daesh-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა და ლტოლვილთა ნაკადების მართვა ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამ სირთულეების გადალახვის მიზნით დაწყებული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში.

თურქეთი, უზრუნველყოფს ევროკავშირის მიმართულებით, სირიელ ლტოლვილთა ნაკადის მართვას. თურქეთი, არა მარტო მასპინძლობს 3,5 მილიონ სირიელ ლტოლვილს, არამედ მან აღკვეთა ათასობით პირის ეგეოსის ზღვის სახიფათო მარშრუტის გავლით დასავლეთ ევროპაში მოხვედრა, რითაც იხსნა მათი სიცოცხლე.

თურქეთმა, ერთ-ერთმა პირველმა აღიარა Daesh-ი ტერორისტულ ორგანიზაციად. იგი არის Daesh-ის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრი.

მაშინ, როდესაც, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს აეროპორტებშიც, კი  უჭირს, ჯიჰადისტების გაკონტროლება თურქეთმა, 4 000-ზე მეტ პირს უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებაზე, გააძევე დაახლოებით 6 000 ტერორისტი  და დააკავა 10 000-ზე მეტი Daesh-ის და Al Kaide-ს წევრი. მან დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა გაეკონტროლებინა 911 კმ-იანი თურქეთ-სირიის სახმელეთო საზღვარი.

მაშინ, როდესაც, კოალიციის სხვა წევრები მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობით შემოიფარგლებიან თურქეთი, თავისუფალ სირიის არმიასთან ერთად, 2016 წლიდან, ებრძვის Daesh-ს. აქამდე წარმოებული ოპარაციებისგან განსხვავებით,  თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული „ევფრატის ფარი“ იყო სანიმუშო და შეიძლება ითქვას, ერთადეთი იშვიათი ოპერაცია, რომლის შედეგადაც გათავისუფლდა ჯარაბულუსი, ელ-ბაბი და მათი მიმდებარე ქალაქები, ხოლო 100 ათასობით სირიელი მშვიდობიანად დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს.

შეგვიძლია, კი ვთქვათ, რომ ევროპელებს სწორად ესმით თურქეთის, მაშინ როდესაც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ზურგით ეყრდნობიან მას? შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხდება ჩვენი ქვეყნის ქმედებების სწორი ინტერპრეტაცია და მისი მხარდაჭერა? სამწუხაროდ, არა.

დღეს, ევროპაში ვხვდებით თურქეთის საწინააღმდეგო დისკურსს, რომელიც ნაწილობრივ გამოხატავს ქსენოფობიისა და ისლამოფობიის ზრდას, რაც თავის მხრივ, იკვებება ევროპელი ექსტრემისტების მიერ ლტოლვილთა ნაკადის საკითხით მანიპულაციით. ამას გარდა, ზოგი უსინდისო პოლიტიკოსი, ამომრჩევლების გულის მოსაგებად, ქსენოფობიური და მუსლიმოფობიური გზავნილების შენიღბვას ცდილობას „პოლიტკორექტული“, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიციის გახმოვანებით.

ეს დისკურსი ასევე, მომდინარეობს იქიდანაც, რომ ზოგიერთები ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეების სერიოზულობას, რომლის წინაშეც, ბოლო წლებში, აღმოჩნდა თურქეთი. ასევე, ისინი არასათანადო ფორმით ცდილობენ თურქეთის ლიდერების ავტორიტარიზაციას და ამტკიცებენ, რომ აქ ილახება პიროვნული უფლებები. ისმის კითხვა - რომელი ევროპული ქვეყანა დაუთმობდა ამ უფლებებს უფრო მეტ ყურადღებას იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა თურქეთის მსგავსი ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა: Daesh-ისა და PKK/PYD/YPG-ის ტერორისტული დაჯგუფებების მიერ სასაზღვრო კონტროლის ხელში ჩაგდება, მათი აგრესია, ფეთულაჰ გულენის ორგანიზაციის მიერ 2016 წლის 15 ივლისს პუტჩის მოწყობის მცდელობა, სირიელ ლტოლვილთა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაკმაყოფილება, რომელიც ტვირთად დააწვა თურქ გადასახადის გადამხდელებს? პრინციპში, ვერცერთი სხვა ქვეყანა უკეთესად ვერ გაუმკლავდებოდა, ერთროულად წარმოშობილ, ასეთი სირთულის პრობლემებს.

თურქეთი, ევროსაბჭოს დამფუძნებელი და ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის წევრი ქვეყანაა. ეს ხელშეკრულება ევროპულ ქვეყნებშიც და  თურქეთშიც არის სამართლებრივი სისტემის მიერ ყველა მოქალაქის პიროვნული უფლებების პატივისცემის გარანტი. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ თურქეთში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, უფრო ნაკლები პატივისცემით ეკიდებიან ამ უფლებების დაცვას.

დღეს, თურქეთმა თავისი მიზანსწრაფულობის წყალობით მოახერხა, საკუთარ ტერიტორიაზე აღეკვეთა, Daesh-ისა და PKK/PYD/YPG-ის ტერორისტული დაჯგუფებების ყოველგვარი აქტივობები. ასევე, ფეთულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიღწეული წარმატების შედეგად, მალე შესაძლებელი გახდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება. საფრანგეთში კი, ეს მხოლოდ 719 დღეში გახდა შესაძლებელი.

დღეს, თურქეთი პოლიტიკურად სტაბილური და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. ასევე, იგი წელიწადში 40 მილიონ ტურისტს მასპინძლობს, რითაც ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ტურისტული ქვეყნის იმიჯს.

თურქეთი არ იშურებს ძალისხმევას, რათა პოლიტიკურად მოგვარდეს სირიის საკითხი. ამ საქმეში, მისი პრიორიტეტია ყოველგვარი ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრა თურქეთ-სირიის საზღვარზე, რომელიც ასევე წარმოადგენს ევროპისა და ნატოს საზღვარს შუა აღმოსავლეთთან.

აფრინის რეგიონში PKK/PYD/YPG-ის და Daesh-ის წინააღმდეგ მიმართული „ზეთისხილის რტოს“ ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება ეს მიზანი მიღწეული. რადაც არ უნდა დაუჯდეს თურქეთს, იგი არ მისცემს ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს სირიის მოსაზღვრე ტერიტორიის ოკუპაციის უფლებას. აგრეთვე, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა თავის მოკავშირეებს დაანახოს, თუ რაოდენ მცდარი და არასწორია მოსაზრება Daesh-ის წინააღმდეგ ე. წ. „ბრძოლაში“, PKK/PYD/YPG-ის ტერორისტების დაქირავებული ჯარისკაცების სახით გამოყენების შესახებ.

ჩვენი მოკავშირეები მიხვდებიან, რომ ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთი მათი ყველაზე საიმედო მოკავშირეა და იგი ასეთად დარჩება ყოველთვის.  

თავისუფალი ეკონომიკური ზონების პერსპექტივები - გიორგი ცუცქირიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 22:08

თავისუფალი ეკონომიკური ზონების პერსპექტივებზე და ანაკლიის პორტის როგორც ლოგისტუკური ჰაბის ფუნქციაზე და მის ეკონომიკურ დატვირთვაზე, გთა ვაზობთ ჯორჯიან თაიმსის ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

-ექსპორტის გაცილებით მაღალი დივერსიფიკაციისმიღწევა შესაძლებელია მეტი საექსპორტო ბაზრებზე შესვლითაცამ მხრივრამდენად  ვზრდით ჩვენსექსპორტს იმ ბაზრებზესადაც მეტი ეკონომიკურიშესაძლებლობებია , რამდენად  მზად არის ადგილობრივი წარმოება?

გიორგი ცუცქირიძე: თუ თვალს გადავავლებთ ექსპორტის თუნდაც ბოლო ათწლეულის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის ხარისხის ზრდის პარალელურად უფროდივერსიფიცირებული გახდა საექსპორტო ბაზრები, ეს ძირითადად გამოწვეული იყო დსთ-ის სივრცისბაზრებზე ექსპორტის შემცირებით და სამაგიეროდ, ევროკავშირის და სხვა მიმართულებითექსპორტის გააქტიურებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ექსპორტის ნაწილმა ამ მიმართულებით გადაინაცვლა.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მართალია,  საქონლის ექსპორტში ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბუნებრივია დადებითი მოვლენაა, მაგრამ ექსპორტის სტრუქტურის საერთო სურათს ნაკლებად ცვლის. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული ნომენკლატურის პროდუქციის ექსპორტის ზრდა არის წამყვანი  მთლიანი ექსპორტისზრდაში, ხოლო ექსტენსიური ზრდა, რაც გულისხმობს საექსპორტო პროდუქციისგამრავალფეროვნებას კვლავ  სუსტია და მხოლოდ 10 % თუ უჭირავს ექსპორტის ნაზარდში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვზრუნოთ დივერსიფიკაციის ზრდაზე არსებული სასაქონლონომენკლატურის გამრავალფეროვნებით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს არა ინტენსიური, არამედ ექსტენსიური ზრდით, რაც გარდა იმისა, რომ საექსპორტო შემოსავლებს გაზრდის, გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.

-რამდენად ეფექტურია ექსპორტის წახალისების სტრატეგიის თვალსაზრისით თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ან თუნდაც სუბსიდირების პოლიტიკარაც მოიცავს საექსპორტოპროდუქციისათვის საგადასახდო სტიმულირებას და პირდაპირი ფინანსური დახმარებების გაცემას იმკომპანიებისთვისრომლებიც ექსპორტს ეწევიან ?

გიორგი ცუცქირიძე: თავისუფალი ეკონომიკური ზონა  ეს არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების და პირველ რიგში ლიბერალური და გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. გამარტივებულიეკონომიკური რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს გამარტივებულ საგადასახადო რეჟიმს, საბაჟო წესებს, სავაჭრო წესებს, წარმოების წესებს, სასაწყობო წესებს, რეგისტრაციის წესებსა და სხვა. შესაბამისადარსებობს თავისუფალი საბაჟო ზონები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, სამრეწველო–საწარმოოზონები, სავაჭრო-სასაწყობო ზონები, ექსპორტის დამუშავბის ზონები, სამეცნიერო–ტექნიკური ზონები(მაგალითად, ტექნოპოლისი, ტექნოპარკი და სხვ.) და სერვისული  ზონები. მრავალეროვნულიზონებიდან უნდა გამოიყოს   ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება  და ევროკავშირი. ასევე უნდა გამოიყოს თავისუფალი პორტი (porto franco), რაც ნიშნავს პორტს ანტერიტორიას, სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზეგავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები და საერთაშორისო აეროპორტები თავისი "დუთი–ფრი"  მაღაზიებით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში ფუნქციონირებდა ბათუმის პორტი-ფრანკო და, მნიშვნელოვანწილად მისი წყალობით,   საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული იყვნენ იმ დროსათვის ცნობილი ინვესტორების ნობელის, როთშილდისა და მანთაშევის კომპანიები, ხოლო ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი ყველაზე გრძელი იყო მაშინდელ მსოფლიოში.

რაც შეეხება სუბსიდირების პოლიტიკას კვლევები ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებინაკლებად ეფექტურია, იგივე შეიძლება ითქვას ექსპორტის ფინანსური სტიმულირების მექანიზმებზეც, რომლის  მიზანია  ექსპორტის დაკრედიტება ან ექსპორტთან დაკავშირებული საქმიანობისდაზღვევა. ეს პრაქტიკა ძირითადად გავრცელებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ხდებაროგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

მიმაჩნია, რომ გაცილებით ეფექტურია ექსპორტის დამუშავების ზონების შექმნა (EPZ) და ფაქტორინგული სერვისების შეთავაზება, რაც პირველ რიგში აზიის სწრაფად მზარდი ეკონომიკებში, იგივე „აზიურ ვეფხვებში“ იყო წარმატებული. ამასთან, პროგრესი სხვა სწრაფად განვითარებად იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც მთავრობამ საწარმოებისთვის შექმნა ხელშემწყობიკომპლიმენტარული გარემო ფაქტორები, როგორიცაა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდება და პრიორიტეტი ახალი ტექნოლოგიებს ჰქონდა მინიჭებული.

ასევე ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა ფაქტორინგის სერვისის შეთავაზება, ექსპორტიორებისთვის ლიკვიდობის პრობლემის შესამსუბუქებლად. სწორედ ამ მიდგომას იყენებსსაქართველოში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანი „კერძო სექტორის განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობაა. სააგენტო იყენებსფინანსურ ინსტრუმენტებს, კომერციული ბანკების აქტიური მონაწილეობით  მეწარმეობისხელშესაწყობად.

-სპეციალიტთა აზრით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ საქართველოში 10 წლის წინმიიღეს და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობსრადგან  არსებობს მთელი რიგი შეზღუდვებირომელიც თიზ-ის განვითარებას აფერხებს,  მაგალითადთიზში დარეგისტრირებული კომპანიაროდესაც გარკვეულ საქონელს ყიდულობსმხოლოდ მას აქვს  უფლებაეს მარაგი ზონიდანგაიტანოს  ანუ არ აქვს შესაძლებლობადაანაწევროს და სხვებიც ჩართოს რეალიზაციის პროცესში?.

გიორგი ცუცქირიძე:  ბუნებრივია, როდესაც კანონმდებლბაში  არსებობს შეზღუდვები, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს, ის შეიძლება გადაიხედოს, წმინდა კონკურენტული ფაქტორებიდან გამომდინარე. ჩვენთან  სერვისის მიწოდების კუთხითაცარსებობს გარკვეული შეზღუდვები, თიზ-ში დარეგისტრირებულ კომპანიას არ შეუძლია უცხოურ კომპანიებს სერვისებიშესთავაზოსმაგალითადსაკონსულტაციო, რაც წარმოებასთან ერთად ამ ზონებს კიდევ უფრო წარმატებულს და მიმზიდველა გახდიდა.  

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი) თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. თიზის ტერიტორიაზე მოქმედებს საგადასახადო და სხვა დამატებითი შეღავათები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია როგორც მოგების და ქონების გადასახადისაგან, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისგანაც და  უცხოური ან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის იმპორტის გადასახადისგან.

საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შექმნა დაემთხვა 2008 წლის კრიზისის პერიოდს,  წინა ხელისუფლებას ამ გზით სურდა ინვესტიციების მოზიდვა. და  ჰქონდა მოლოდინი, რომ თიზები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა და ერთგვარი „ეკონომიკური სასწაული“ იქნებოდა. პირველი თიზებიც ქუთაისის თიზი და ფოთის თიზი 2009 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გაცილებით დიდი იყო, ეს სტრატეგია წარუმატებლად მაინც არ მიმაჩნია.

თუნდაც ქუთაისის თიზი რომ ვიღოთ, მის ტერიტორიაზე დღეს 37 საწარმო ფუნქციონირებს.  მაგალითისათვის Fresh Georgia, რომელიც არის ეგვიპტური კომპანიის შვილობილი საწარმო  საოჯახო ტექნიკას, ძირითადად გაზქურებს,წყლის ელექტროგამაცხელებლებს, სარეცხი მანქანებს აწარმოებს, ასევე შეიძლება მოვიყვანოთ  Atlantic Georgia, რომელიც დენის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებელ ავზებს აწარმოებს. ნიშანდობლივია, რომ მარტო ამ ორმა კომპანიამ  და თიზის ადმინისტრაციამ ერთობლივად დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც მცირე თანხა ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ნამდვილად არ არის.

თუ პირობითად რომელიმე პროექტის ჩავარდნაზეა საუბარი, ეს ფოთის  თიზს უფრო ეხება.  2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა, ვერ შეასრულა რა თიზის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები. მაგრამ გასული წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი  ჩინურ კომპანია  CFFC-ს (China Energy Company Limited) გადაეცა. CFFC ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კონგლომერატია, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, სავაჭრო სფეროში საქმიანობს. კომპანიამ ფოთის თიზში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მათ შორის, 50 მილიონიჩინურმა კომპანიამ 3 წლის ვადაში უნდა ჩადოს, დანარჩენი 100 მლნ 11 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს პროექტიც არ უნდა მივიჩნიოთ წარუმატებლად.

აქვე მსურს კიდევ ერთი ქუთაისის ჰუალინგის თიზის გამოყოფა, რომელსაც  „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტატუსი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წელს, 30 წლის ვადით მიენიჭა. ის განლაგებულია ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე და 36 ჰას მოიცავს. თიზში  70-მდე სამრეწველო და  სავაჭრო კომპანიაა რეგისტრირებული. თიზის ტერიტორიაზე ოპერირებენ როგორც ხის გადამმუშავებელი და სამშენებლო ქვის დამმუშავებელი, ასევე ავეჯის, მატრასების, ლითონკონსტრუქციების საწარმოები, მანქანა-დანადგარების ფილტრების მწარმოებელი ქარხანა, სილიციუმის მწარმოებელი ქარხანა, და სხვა. იგეგმება მზის პანელების საწარმოს გახსნაც.

-რამდენად აქვთ თიზებს  გარკვეული გავლენა ინვესტიციებზე, ექსპორტზე, ჩვენ ვხედავთ რომ   ამან  ეკონომიკაზე არანაირი „ბუმის ეფექტი“ არ მოიტანა.

გიორგი ცუცქირიძე: ბუნებრივია, თიზებს აქვთ გავლენა ინვესტიციებზე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება თიზებიც. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო, რაც ქვეყანაშია, პირდაპირ აისახება თიზების განვითარებაზე. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ არ არის საქართველოში თიზები იმ დონეზე წარმატებული, რა მოლოდინიც თავდაპირველად იყო. მიჩნეულია, რომ  საქართველოში პირველი თიზების ამოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდებს დაემთხვა, რაც თიზების განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი გარემოებად ითვლება, რადგან პოსტკრიზისულ პერიოდებს ისედაც ახასიათებთ ინვესტორების მხრიდან სიფრთხილე, მაგრამ გარდა ამ ფაქტორისა არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური ფაქტორიც. აქ იგულსხმება რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი, რომელიც  ექსტრალეგალური რისკის კატეგორიაში გადის. გარდა ამისა, 2009-2012 წლები ხასიათდებოდა მომატებული პოლიტიკური რისკებითაც, რაც ადამიანის უფლებების შელახვით და ოპოზიციის ხალხმრავალი ანტისამთავრობო მიტინგებით იყო დატვირთული, რასაც შედეგად ხელისუფლების ცვლილება მოყვა. სტრატეგიული ინვესტორი გადაწყვეტილებებს არა ერთი და ორი წლით, არამედ 10-15 წლის პერსპექტივაში იღებს.

გარდა ამ ფაქტორებისა, თუ ჩვენ გავაანალიზებთ  წარმატებული ეკონომიკური ზონების განვითარების ასპექტებს, ვნახავთ, რომ  თეზი ეკონომიკის პროპორციულად ვითარდება. ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო სისტემა არ არის საკმარისი, რაც დაბალ  გადასახადებთან დაკავშირებით, ჩვენში დამკვიდრებულ ნეო-ლიბერალურ ნარატივს ეჭვის ქვეშ აყენებს. დაბალი გადასახადები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი და არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური გარემო, კვალიფიცირი სამუშაო ძალა და გეოეკონომიკური პერსპექტივა. ამასთან, მსოფლიოში ათასობით წარმატებული თიზი ფუნქციონირებს, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში და, შესაბამისად, კონკურენციის გაწევაც რთულია. თუმცა თიზმა რომ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა იქონიოს ანუ ეკონომიკის ზრდის ტემპები დააჩქაროს, ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.

თიზები წარმატებულია განვითარებულ (დიდი ეკონომიკის მქონე) და სტაბილური პოლიტიკური გარემოს მქონე ქვეყნებში და შესაბამისად, ნაკლებ წარმატებული განვითარებად ქვეყნებში. სპეციალური ეკონომიკური ზონები განსაკუთრებით წარმატებულია ჩინეთში (ჰონკონგი, შანხაი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და ჩვენ მეზობელ თურქეთში, სადაც არაერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს სხვადასხვა ფორმით. თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მაგალითისათვის თურქეთში 21 თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა.

სამეცნიერო–ტექნიკური ზონებიდან, უნდა გამოიყოს თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომლიც  2015 წლის ოქტომბერში, 49 წლის ვადით შეიქმნა, ის განლაგებულია თბილისში. თბილისის თიზის ადმინისტრატორი შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკია“, რომელიც BitFury-ის შვილობილი, მსოფლიო კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  უცხოური კომპანიები დაინტერესებული არიან თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

(გაგრძელება იქნება)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური