11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 15:25

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა  N7-ში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც აღნიშნულ მისამართზე არსებული 132 ბინა სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ. საცხოვრებელი ფართები დევნილმა ოჯახებმა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად  მიიღეს. 132 საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში,  შპს   „ლიტ ჯეო ინვესტისგან“  კონკურსის საფუძველზე შეიძინა. 

„132 ოჯახი შესახლდა ახლად აშენებულ, ახლად გარემონტებულ ბინებში. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის და ჩვენთვის. მთლიანად 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ 11 ათას ოჯახზე მეტს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი. ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ სრულიად ეს მიმართულება და დავაკმაყოფილოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2016 წელს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ თბილისში,  მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინით  231 დევნილი ოჯახი 2015 წელსაც დაკმაყოფილდა, რაც 22 წლიანი დევნილობის შემდეგ პირველად განხორციელდა.

„ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორშირეგისტრირებული და განკერძოებული“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:35

„რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებ პოლიტიკურ სპეკულაციებს. კანონპროექტი, რომელიც ჩვენშევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ“, თუმცაარაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე მაქსიმალურადგანკერძოება იმ ქონების, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არისშესაბამისად რეგისტრირებული“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეულიტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება. „კანონპროექტი თუ გამოსატანია,გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორისდამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით,პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომდაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძოსექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკება გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:26

2016 წლის 22-23 თებერვალს თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები  ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება.
გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ხადურის და ქუმსიშვილის კომენტარი ლარის კურსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:33

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ლარის მეტ გაუფასურებას აღარ ელოდებიან. ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ, რომ ბაზარზე დადებითი ტენდეციაა. განცხადებები დიმიტრი ქუმსიშვილმა და ნოდარ ხადურმა მთარობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან ისე ფინანსთა სამინისტროსთან. მაკრო ეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები იმის შესწორება მოხდა და ჩვენ მეტ გაუფასურებას  აღარ ველოდებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.46 ლარზე და მეტ გაუფასურებას არ ელდოებიან.

"დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკამოდ ოპტიმისტურად ვართ განწყოილები. მინდა გითრათ, რომ ეს ბევრს არაფერს ნშნავს მაგრამ  ამ წუთას ლარი ივაჭრება 1 დოლარი 2,46_ზე და დაწეულია ვალუტის გადამცვლელ პუნკტებშიც გაცვლითი კურსი. შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.  

ეკონომიკის მინისტრი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგულაციების საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 10:30

ეკონომიკის მინისტრი პრემიერის დავალებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების საკითხზე.

განიხილეს ის გავლენა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში, ზოგადად, ბიზნესსა და მათ შორის, საბანკო სექტორზე მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებამ იქონიოს.

საბანკო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ცვლილებების ამოქმედება ადგილობრივ საბანკო სექტორზე გავლენას არ მოახდენს და პრობლემას არ შექმნის. შეხვედრას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 10:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დავით ხუციშვილი დაინიშნა.
დავით ხუციშვილს 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
დავით ხუციშვილს აქვს მიღებული უმაღლესი ეკონომიკური განათლება. მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა  ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა.
1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 16:30

ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდროებას ბუნებრივია მოჰყვა ბუნებრივი რეაქციები როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ,  გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორზე ორიენტირებულობაა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 12:44

"ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა,"- ამის შესახებ ჟურნალსიტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

ქუმსიშვილის თქმით,  კერძო სექტორი არის ეკონომიკის მამოძრავებელი და მისი სტიმულირება როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ინსტრუმენტის დონეზე სამინისტროს ძირითადი ამოცანა იქნება.

 "ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ სავაჭრო ბლოკებიდან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქცია თუ მომსახურება დაუყოვნებლად შევიდეს სხვა ქვეყნებში,"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რომელ შენობაში გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 15:19

ცნობილი გახდება  სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით ინვესტორთან მიღწეულია შეთანხმება, რომ იმ შენობაში სადაც დღეს არიან სულ მცირე 3 თვე დარჩებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა მიმდინარე წლის ივნისში აუქციონზე "ჰუალინგ ჯგუფმა" 9 450 000 აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონის პირობებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად "ჰუალინგი" სამი წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს.

სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინსიტრო?

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 13:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება,  სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  
შეგახსენებთ, თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე,  12 ნომერში  მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა მიმდინარე წლის ივნისში აუქციონზე 9 450 000 აშშ დოლარად,  "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური