დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „მრგვალ მაგიდაში“ მიიღეს მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 14:22

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.

შესავალ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მიესალმა გერმანული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით.

მრგვალ მაგიდაზე მხარეებმა ისაუბრეს ზოგად პლატფორმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვიდეს. ბოლო სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული, რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ორ ქვეყანას შორის ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. 

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულზე გაცილებით დიდია. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება მეტი გერმანული ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ბაზარზე, რაც შეუწყობს ქვეყანაში როგორც ცოდნის შემოსვლას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მრგვალ მაგიადას ორი ქვეყნის სამთავრობო და  ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:11

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია „მოქალაქე“, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“დაპარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ბიზნესმენები და ეკონომიკის ექსპერტები. კონფერენციას უძღვებოდა ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.

კონფერენციაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ ბიზნეს-გარემოსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესისთვის არის აქტუალური.

კონფერენციაზე გაკეთდა რამდენიმე მოხსენება, მათ შორის, საქართველოში საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შესახებ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის მოხსენებაში 2015 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა და ვრცლად ისაუბრა 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2016 წლის პირველი კვარტალში შემოვიდა 376 მილიონი დოლარი, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალთან შედარებით. მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვალუტაზე წნეხი შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ეკონომიკა წინ მიდის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგში - ბიზნესის კეთების, საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ - ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება.

მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის კვლევაზე, რომელიც საქართველოში სიღარიბის მდგომარეობას შეეხება. კვლევის მიხედვით,იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა დღეში თავის თავზე 2.5 დოლარზე მეტი დახარჯონ, 2012 წელს იყო 1,900,000. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ზღვარს 490,000-მა ადამიანმა თავი დააღწია. თუმცა დღეს კვლავ არის დარჩენილი 1,400,000ადამიანზე მეტი, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა. 2,5 დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე“. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მათი რაოდენობა, რომლებმაც სიდუხჭირეს დააღწიეს თავი, პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული დასაქმებასა და ხელფასების ზრდაზე.

„მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მარტო ძალადობდა ამ მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მას. ძალადობდა და აშიმშილებდა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ დღეს რეალურად 490 ათასი ადამიანი აღარ არის უკიდურესად გაჭირვებული.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მთავრობის სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე ბიზნესის დამოკიდებულებაზე მთავრობის საქმიანობასა და გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ამის დასტურად, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ბიზნესის ნდობის ინდექსი“, რომელიც 2016 წლის მეორე კვარტალს აფასებს. აღნიშნული ინდექსით, ბიზნესის ნდობის მაჩვენებელი 30 პუნქტით მეტია 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, რაც ნიშნავს კერძო სექტორის მოლოდინებისა და საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებას, აგრეთვე იმ პოზიტიურ შედეგს, რაც ლარის დასტაბილურებამ გამოიწვია ბიზნესის ნდობის გაძლიერებაში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, ინდექსის კვლევის წარმოების დასაწყისიდან, ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინდექსი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს ჯანსაღი და ძლიერი ეკონომიკა, ადგილობრივი ბიზნესი კი იღებს გადაწყვეტილებას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

მოხსენების შემდეგ, კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ბიზნესისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე გამოთქვეს მოსაზრებები და მოისმინეს მთავრობის შეხედულებები. 

 

ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 16:29

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „სტარტაპ საქართველო“ დაწყება დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკში ჩატარდა. პროგრამა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. 

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით დაიწყო.

ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ხელმძღვანელი პირები და „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით დაინტერესებული  ახალგაზრდები დაესწრნენ. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან დაიწყება განაცხადების მიღება, რომელიც, თავის მხრივ, დაბალ და მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებად დაიყოფა. ამასთან, მაღალტექნოლოგიურის შემთხვევაში მოხდება იდეების გლობალიზაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს, როგორ დაიწყონ წარმოება, ჰქონდეთ სწორი მხარდაჭერა იურიდიული, მენეჯერული და ფინანსური თვალსაზრისით. „ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ აქ დაწყებული, გაფილტრული და შემდეგომში დაფინანსებული იდეების უმრავლესობა იყოს წარმატებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.   

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

პროგრამის კოორდინატორები არიან „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.

ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

თავის მხრივ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ავიაკოსმოსურ წარმოებას, ავტომობილებს, ხელოვნურ ინტელექტს, ბიოტექნოლოგიებს, ბიოინფორმატიკას, ბირთვულ ფიზიკას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რობოტიკასა და ტელეკომუნიკაციას.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი.

პროექტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 19:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩინეთ-საქართველოსსაავიაციოხელისუფლებსშორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „China Southern Airlines“ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს.2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებითრეგულარულადიფრენს.

შეხვედრაზე მხარეებმა,ქვეყნებსშორისსაავიაციოსფეროშიარსებულიორმხრივიურთიერთობებისგაღრმავებისადამომავალითანამშრომლობისპერსპექტივებზე ისაუბრეს.საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. მხარეები შეთანხმდნენრომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებიმჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალსაკითხებზე.

ვიზიტისას ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 16:38

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ (ყოფილი „კორსტანდარტბანკი“) რებრენდინგის შედეგად განახლებული ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის მენეჯმენტი, აქციონერები და ბანკის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ტერაბანკში“, რომელიც 17 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე „კორსტანდარტბანკის“ სახელით ოპერირებდა, ერთი წლის წინ ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო. 

ვიცე-პრემიერმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი დაათვალიერეს, რომლის კონცეფცია მთავარი მესიჯის - „ჩემი ფინანსური სახლის“ ირგვლივ აიგო, რაც მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების გაწევას კომფორტულ და მყუდრო გარემოში ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა რებრენდინგის შედეგი. მან  მადლობა გადაუხადა ბანკის მთავარ აქციონერს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰსნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აღნიშვნის ღირსია ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანაში ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია. მისი თქმით, „ეს იწვევს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ „ტერაბანკი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. მონაწილეობს და სესხებს გასცემს სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: „შეღავათიანი აგრო დაკრედიტება“ და „აწარმოე საქართველოში“. რეგიონში განთავსებული ფილიალებიდან განსაკუთრებით  აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ახალი კომპონენტების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ეროვნული ტურიზმის 2016 წლის დაჯილდოებაზე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტები წარადგინა.

24 მაისს გამართულ ტურიზმის ყოველწლიურ ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და შემუშავებული მექანიზმები განიხილავს.

ღონისძიებაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნული ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გამართა და აუდიტორიას დაწვრილებით გააცნო პროგრამის დეტალები, მათი პოზიტიური გავლენა ტურისტების ნაკადის ზრდასა და ზოგადად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ გულისხმობს ე.წ cash rebate მექანიზმის დანერგვას, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში  დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას მოიაზრებს. „გადაიღე საქართველოში“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უცხოელი კინომწარმოებლეის საქართველოთი დაინტერესებას და განაპირობებს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღები ცენტრის პოზიციონირებას, ასევე, წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისთვის ჩამოვიდეს საქართველოში, გამოიყენოს ახალი შესაძლებლობა და დაინახოს მისი პოტენციალი.

კიდევ ერთი ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი „უმასპინძლე საქართველოში“, რომელსაც კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მსგავსად ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, სასტუმროს აშენებით დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაიოლების კუთხით მხარდაჭერას სთავაზობს და ყველანაირ პირობებს ქმნის საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსაყვანად. შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს და ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

 

 

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:32

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმის Welcome To Georgia!  National Tourism Awardგახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმში დასაქმების ხელშეწყობა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, საქართველოს კონტრიბუცია მსოფლიო ტურიზმში წლიდან წლამდე იზრდება. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაც მსოფლიოს  მთლიან შემოსავლებში. 2013 წელს საქართველომ აჩვენა საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რაშიც კერძო სექტორს მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით საქართველოს 5,901,094 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ფულად ერთეულებში გამოხატული 1.94 მილიარდი დოლარია, ზრდამ კი 8,3% შეადგინა. მისი თქმით, ამ ზრდის მისაღწევად 2015 წელს გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით, 400 მეტი ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, სავიზო რეგულაციების გამარტივება, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად. შედეგად, შარშან აპრილიდან დაწყებული საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ტენდენცია დღემდე გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურისტების ზრდა პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. 

ფორუმში გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და „Welcome To Georgia! National Tourism Award“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ.

Welcome To Georgia! National Tourism Award-ის ფორუმს უკრაინიდან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Welcome To Georgia! National Tourism Award არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც ტარდება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც პროფესიონალი ჟიური და ონლაინ მომხმარებელი 21 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს.

 

 

ეკონომიკის სამინისტრო თსუ-ის რექტორს სიცრუეში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თსუ-ის რექტორ ვლადიმერ პაპავას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ”იძულებულია, პასუხი გასცეს თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ”უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას ბატონი პაპავა ამბობს - „ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ჩინოვნიკები ლობირებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა“. თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო კონკრეტულად კი, ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში! ამასთან, ქონება გასხვისდა როგორც არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ პროცესში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ჩვენ მაშინვე დეტალურად განვმარტეთ საქმის არსი, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ვლადიმერ პაპავა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ასევე შესანიშნავად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ლობირების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის და ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სამინისტრო ამავე პოლიტიკით ხელმძღვანელობს მსგავს სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ინვესტორმა გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე უარი განაცხადა. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც საბოლოოდ 4 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, - ნათქვამია განცხადებაში. ეკონომიკის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე. 
”სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - 2012-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით 13 სახელმწიფო ქონება გადასცა. სამწუხაროა, რომ თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, ვლადიმერ პაპავა ნებსით თუ უნებლიედ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი 9 მაისს განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:58

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი 9 მაისს განახლდება  . ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით მოლაპარაკებები ამ წლის ბოლოს დასრულდება შესაბამისი თანხმობა ორივე მხრიდან არსებობა. 


,,ორივე მხარე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს ამ წლის ბოლოს დავასრულებთ, რომელიც ალბათ, უპრეცედენტო იქნება ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ ტექსტები. 9 მაისს იგეგმება მოლაპარაკების მეორე რაუნდი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება, რომელიც მიგვცემს საშუალებას, რომ ეს შეთანხმება წლის ბოლოს დავასრულოთ", - განაცხადა არველაძემ. 

არველაძე აცხადებს რომ , აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთვის დამატებით მილიარდ 400 000 მილიონიან ბაზარს გახსნის. 

,,ჩვენ შევეცდებით, რომ ტარიფებისა და სერვისების ლიბერალიზაცია მივახდინოთ, რადგან ეს მოლაპარაკება შეეხება როგორც ტარიფების განულებას, ასევე სერვისების ლიბერალიზაციას ორ ქვეყნას შორის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი 23-24 თებერვალს გაიმართა.

აპრილიდან ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გააგრძელებს მუშაობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 18:04

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის (ყოფ. ბელინსკის) ქუჩაზე გადავა - ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „შენობა, სადაც დროებით გადავდივართ,  7500 კვ.მ-ია დაეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა  გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9მლნ. 500 ათას დოლარად გავყიდეთ.  ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე  3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომთბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“2016 წლის ბოლომდე იქირავა. ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური