ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 11:18

ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. 

საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება

საქართველოსა და კომპანია OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე ხელშკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 მარტი 2021 12:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. 

პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენასა და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანიასთან - OMV PETROM-თან და მზად არის, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის  მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდ-ის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოელი ინვესტორების მიმართ. მისი თქმით, მთავარი რამაც ამ კომპანიის შემოსვლა განაპირობა, არის გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის. 

შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან - ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი, დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.  

ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში. კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.

ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზი

ეკონომიკის მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 12:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სამინისტროს შემავალი სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული  გამოწვევების დაძლევას. 

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე.

ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 06 ნოემბერი 2020 13:29

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ნათია თურნავა ამჟამად კოვიდ-ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაშია და დისტანციურად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018 – 2019 წლებში საქართველო სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. 2020 წელს ონლაინ-ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„მიმდინარე პანდემიის, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური გამოწვევების ფონზე, შანხაიში იმპორტის ექსპოს ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. შარშან, 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთის იმპორტის ექსპოზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მე-3 საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფო მეთაურების, ასევე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე.

წლევანდელი ექსპოს მთავარი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ექსპო წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 223.13 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (9 თვე),ექსპორტი შეადგენს 355.34 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 184% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) და ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.8%-იანი წილით.

ნათია თურნავა: „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის მაღალი შეფასება“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 10:52

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განუცხადა. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას. „ჯამში ეს არის 24 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო არის ის უსაფრთხო, მწვანე და ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც შეუძლიათ სხვათაშორის, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად  ფიზიკურად მიიღონ სხდომაში მონაწილეობა“ - აღნიშნა მინისტრმა. 

ნათია თურნავას შეფასებით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნოემბერში საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 16:23

28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ძირითად თემას  საქართველოში დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

"აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და  გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

"ბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

ეკონომიკის მინისტრი ლაგოდეხში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 15:17

ეკონომიკის მინისტრი ლაგოდეხში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აწარმოე საქართველოს ფარგლებში დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.დიმიტრი ქუმსიშვილმა მოსახლეობას ეკონომიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება ქართული პროდუქციისთვის ბაზრების მოძიებაზე გააკეთა.მაგალითისთვის კი მინისტრმა ჩინეთის ახალი ბაზარი მოიყვანა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.„ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსალეხობას თუ რის გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და მომავალში რა პერსპექტივები გვაქვს, როგორ უნდა განვვითარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ რთველი პრაქტიკულად დასრულებულია უკვე კახეთში და ძალიან წარმატებით ჩაიარა რთველმა,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკი დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 10:00

დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკი დაათვალიერა.პირველი ვიცეპრემიერის თქმით, საქართველოს ინოვაციური განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შანხაის ტექნო პარკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.შანხაის პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ბაქოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:26

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილისამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში  იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა - კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 

 
სხდომაზე განხილული იქნება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. 

ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად 10 დღე, 2 კვირაა საჭირო, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 ივნისი 2016 11:06

"რესურსები რა თქმა უნდა, მობილიზებულია. სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული გვაქვს. გუშინ ღამის ინფორმაციით,  ჩვენ დაახლოებით  10 დღე, 2 კვირა დაგვჭირდება  იმისთვის, რომ ის ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ,"- აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გააკეთა.

დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე  ადიდებულმა თერგმა გზა წაიღო. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

 

 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური