ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 13:27

 რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპული საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხს მწვანე შუქი აუნთეს. ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი, ანუ 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის ზონაში. ეს ნიშნავს, რომ უკვე ოფიციალურად დაიწყება ინტერ ინსტიტუციური მოლაპარაკებები ევროპული საბჭო, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ დაიგეგმოს ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის თარიღი. იმისათვის, რომ ევროკაშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ გადაადგილება შენგენის ზონაში, საჭიროა სამი ევრო სტრუქტურის -  კომისიის, საბჭოს და პარლამენტის თანხმობა. საქართველოს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რჩება ბოლო ნაბიჯი - ანუ პარლამენტში კენჭისყრა. 

„ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას“ საქართველოც შეუერთდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 17:47

 2017 წელს საქართველო „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ  ევროპულ ქარტიას“ შეუერთდება. სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია გაიმართა. მასში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი მონაწილეობდნენ. 

თენგიზ შერგელაშვილი, სიტყვით გამოსვლისას, შეეხო იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით განხორციელდა. დედაქალაქის მერმა კი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებსა და მათ დროულ შესრულებაზე ისაუბრა. 

კონგრესის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი იმუშავებენ საქართველოსთან ერთად და დაგვეხმარებიან რეკომენდაციების შესრულებაში.

თბილისი ევროპის დროშის ფერებში განათდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 20:13

ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა შენობები თბილისსა და რეგიონებში.  

განათებულია მშვიდობის ხიდიც. დროშის გამოსახულებით განათდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა. სიმბოლურად, ლურჯ ფერში აინთო სატელევიზიო ანძა. 

ამ დღესთან დაკავშირებით  განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები რეგიონებშიც: სვანური კოშკი - მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე - ზუგდიდში, შუქურა და „პორტა ბათუმი თაუერი“ - ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე - წიწამურში. 

ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეს განავითარებს-უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 12:37

არჩევნები, ქვეყნის შიდა პოლიტიკა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს დღეს დილით საქართველოს პარლამენტის სპიკერმა და ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა.

დავით უსუფაშვილისა და ჰანს ვან ბაალენს შორის შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს სტაბილური პოლიტიკური კლიმატი სჭირდება.

დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ აუცილებელია, ქართულ და ევროპულ პარტიებს შორის დაახლოება მოხდეს, რათა მათ შორის თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი იყოს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეს განავითარებს. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 15:28

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დღეს ევროკავშირის ლიდერებს, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპული კომისიის წარმომადგენელს, ჟან-კლოდ იუნკერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა და საპასუხო გზავნილებიც მიიღო, - ამის შესახებ საინფორმასიო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა დღითიდღე უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს ორმხრივი ურთიერთობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის დიდ ძალისხმევას ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერების მხრივ. „პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წარმატებაა მიღწეული ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. ევროკავშრი კი სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალას არ იშურებს. დონალდ ტუსკმა წერილში ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროპის თანამშრომლობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და განვითარების ხელშეწყობაში.

ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 12:01

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, ენ ბრასორი, საქართველოს 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ენ ბრასორი თბილისში გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება. PACE-ის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან.

ენ ბრასორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში წეროვანის დასახლებას ეწვევა და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს ლექცია სტუდენტებთან, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებს.

პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ენ ბრასორი 7 მაისს, 11 საათზე პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური