პროგრამა HEREIN-ის ვორქშოპი კულტურის სამინისტროში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:28

29 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე ჩართულია 42 ქვეყანა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდნატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 14:27

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს -  ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს.

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებაზე, აგრეთვე იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ თემებსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, ასევე  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 10:59

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციას აქვეყნებს, რომელშიც  საქართველოზეცაა საუბარი.

ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციაში ჩამოთვლილი რეკომენდაციები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაცია.

ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ განაგრძობს უელსის სამიტზე გამოცხადებულ მხარდაჭერას ნატოს ასპირანტი ქვეყნების მიმართ და მათ შორის საქართველოსთან არსებითი პაკეტის განხორციელებას.

ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი.

ასევე განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს, მაკედონიისა და ბოსნია ჰერცოგოვინას სრულ წევრობამდე, თუ ეს ქვეყნები ვაშინგტონის ხელშეკრულების პირობებს წარმატებით შეასრულებენ.

წინასაწარი პატიმრობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე PACE-მა რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 აგვისტო 2015 17:08

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება.

აღნიშულ ფორუმში მონაწილეობას 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მიიღებს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენცია 31 აგვისტოს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

სამშაბათს, 1 სექტემბერს, მესამე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასერთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან.

კონფერენციის მიმდინარეობისას, აგრეთვე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში 1 სექტემბერს გაიმართება.

საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიის ფარგლებში დაგეგმილია დეკლარაციის (ინგლ. თარგმნ. „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება”) მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.

 

ევროპის საბჭო საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობაში დემოკრატიის გაძლიერებას ცდილობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივლისი 2015 12:15

საჭიროა გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, ასე მიმართა თბილისის მერმა დავით ნარანიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის  თანამშრომლობით ორგანიზებულ რეგონალური კონფერენცის მონაწილეებს.

დღეს სასტუმრო „ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის  თანამშრომლობით ორგანიზებულმა რეგონალურმა კონფერენციამ.

კონფერენციის გახსნაზე შეკრებილ სტუმრებს ასევე მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური მმართველობის კონგრესის რეგინალური პალატის პრეზიდენტმა ნატალია რომანოვამ.

როოგორც რომანოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მისთვის სასიამოვნოა ამ კონფერენციაში მონაწილეობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მუშაობა ნაყოფიერი იქნება. „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ბევრი რამ გააკეთეს დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად და მათ ჩვენი მხარდაჭერა დაიმსახურეს. დღევანდელი ჩვენი კონფერენციაც ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითია“, - დასძინა ნ. რომანოვამ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და ბელორუსის ადგილობრივ ხელისუფლებათა არჩეული წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები ადგილობრივი და თვითმმართველობის და დემოკრატიის სექტორებიდან.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, რომელთა რიცხვი ასს აღემატება, იმსჯელებენ კვლევის შედეგებზე, რომელიც შეეხება მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი საბჭოების როლსა და პასუხისმგებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: როგორ შეიძლება ცვლილებების განხორციელება ადგილობრივ ხელისუფლებათა არჩეული წარმომადგენლების მხრიდან, ნდობის გაძლიერება ადგილობრივ ხელისუფლებათა მიმართ, მოქალაქეთა ჩართულობა ეთიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ შეიძლება განისაზღვროს გზა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებისათვის.

ექსპერტების პრეზენტაციებისა და კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლით, შესაძლებელი იქნება შემუშავდეს რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერება.

აღნიშნული კონფერენცია, “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება” პროგრამის ფარგლებში, პირველი მთავარი რეგიონალური ღონისძიებაა, როგორც 2015-2017 პერიოდის ერთობლივი პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის ქვეყნებში.

ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული ღონისძიება მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გაძლიერებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში.

ავთანდილ ოთინაშვილი

გვერდი 9/ 9-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური