ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეუერთდნენ დასუფთავების კამპანიას ქუთაისში - უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 აპრილი 2019 11:27

22 აპრილს, 50 ახალგაზრდა მთელი საქართველოდან შეუერთდა დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ დასუფთავების აქციას ქუთაისში. ახალგაზრდებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა რიონის ნაპირები გაასუფთავეს პლასტმასის ნარჩენებისგან.

დასუფთავების კამპანიის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“, რომელსაც შეურთდა 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.

“ჩვენ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან, ვცდილობთ ორგანიზება გავუწიოთ და ასევე, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყანაში დაგეგმილ ყველა გარემოსდაცვით აქტივობაში. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ის ცოცხალი არსებები, რომლებიც ვაწარმოებთ ნარჩენებს და ამიტომაც, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქცევაზე. ჩვენი დღევანდელი აქტივობით მესიჯს ვუგზავნით ახალგაზრდებს, რომ იზრუნონ გარემოზე, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთად დაასუფთავონ თავიანთი ქალაქები,” - აღნიშნავს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოდან, მარიამ მორჩაძე.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების კოორდინატორმა, ქეთევან ცხაკაიამ განმარტა: „ნარჩენები ძალიან აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს პლასტიკით მდინარეების და ზღვის დაბინძურება, რადგან პლასტიკი ხანგრძლივად ინარჩუნებს მდგრადობას და დიდ საშიშროებას უქმნის  ცოცხალ ორგანიზმებს, კერძოდ, წყლის ბინადრებსა და ფრინველებს. მიკროპლასტიკი ასევე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის“. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასუფთავების აქციის შედეგად რიონის ნაპირებზე პლასტიკის ნარჩენების 16 პარკი მოგროვდა. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ინიციატივაში მონაწილეობით, პლასტიკის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შესახებ თანამოქალაქეების ცნობიერებას აამაღლებენ და ასევე ხელს შეუწყობენ ნარჩენების სეპარირების დაწყებას ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიზანია თანამშრომლობის და სტაბილური კავშირის ხელშეწყობა ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირიდან და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ქსელი, უპირველეს ყოვლისა, არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარებას ევროკავშირის შესახებ, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობას საინფორმაციო საქმიანობაში. ქსელი ორიენტირებულია ხალხთა შორის კონტაქტებზე და დიალოგით მართულ საქმიანობაზე, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენის გაუმჯობესებას, ისევე, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის უკეთ შეფასებას.

გაიგეთ მეტი

Young European Neighbours’ network – learn more and get involved

Waste Free Rivers for a Clean Black Sea

მ. ბახტაძემ ევროპელი დეპუტატების ყველა კითხვას ზუსტი პასუხები გასცა - დ. ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა არც ერთ კითხვას და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რომელიც დასმული იყო, ყველაზე ზუსტი პასუხი გაიცა“, – განაცხადა დ. ზალკალიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ევროპელი დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისევ ისმის შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი ჩვეულებრივი, პოლიტიკური დებატების ფორმატია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს დებატებს არ გაურბის.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკაა. ეს არის პოლიტიკური დებატების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მათ თავიანთი ინტერესი და მიდგომა აქვთ ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსგავს დებატებს არ გავურბივართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეკითხვები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც გაისმის, რადგან ეს არის ორგანიზაცია და მისი ეს ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებს, სწორედ მსგავსი სახის ურთიერთობების ფორმატია. 

„აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი დებატებია და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა“, – დასძინა დ. ზალკალიანმა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების სტუმრობა ვანის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 10:34

8 დეკემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ეწვივნენ ვანის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიას და ახალგაზრდულ ევროატლანტიკურ კლუბს „სურიონი“. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდების უზრუნველყოფა მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობით ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის საკითხებზე, ასევე საინფორმაციო და სამოქალაქო საქმიანობაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ განვითარების და დემოკრატიის ცენტრი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.

ვიზიტის დროს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ჩაატარეს სემინარი მოსწავლეებისთვის, რომელზეც მათ ინტერაქტიული მეცადინეობების საშუალებით გააცნეს ევროკავშირი, მისი წარმოშობა, ფასეულობები, სტრუქტურა და ურთიერთობა საქართველოსთან. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს ის შესაძლებლობები განათლების სფეროში, სამოქალაქო საქმიანობასა და მეწარმეობაში, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს სთავაზობს. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და  ევროატლანტიკური კლუბის „სურიონი“ ახალგაზრდებთან პარტნიორული ურთიერთობის შესახებ, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების კავშირების და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

"მივესალმები ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტს ჩვენს ეპარქიაში. მნიშვნელოვანია თანატოლებს შორის ჯანსაღი დიალოგი და კომუნიკაცია. ზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროებს აქტიურ თანამშრომლობასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რაც ვფიქრობ, სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე." - აღნიშნავს მეუფე ანტონი, ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტი.

განვითარების დ ადემოკრატიის ცენტრი (CDD) არის დემოკრატიული, მიუკერძოებელი, წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაცია დინამიური და ენთუზიასტებისგან შემდგარი გუნდით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის ინიციატივით არის შექმნილი ევროატლანტიკური კლუბი „სურიონი“, რომელიც აწარმოებს ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა ღონისძიებების და საქმიანობის გზით. ამჟამად კლუბს ჰყავს 25 მუდმივი წევრი და ის გეგმავს მსგავსი კლუბების ქსელის შექმნას მთელ ქვეყანაში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიზანია თანამშრომლობის და სტაბილური კავშირის ხელშეწყობა ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირიდან და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ქსელი, უპირველეს ყოვლისა, არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარებას ევროკავშირის შესახებ, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობას საინფორამციო საქმიანობაში. ქსელი ორიენტირებულია ხალხთა შორის კონტაქტებზე და დიალოგით მართულ საქმიანობაზე, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენის გაუმჯობესებას, ისევე, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის უკეთ შეფასებას.

დამატებითი ინფორმაცია:

Young European Ambassadors Initiative

‘Young European Neighbours’ Network group on Facebook

Young European Ambassadors in photos and videos

Official Facebook Page of the European Union Delegation to Georgia

ევროკავშირის ელჩი საქართველოში „ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს“ შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 18:55

2018 წლის 9 ნოემბერს 68 ახლადარჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრა თბილისში გაიმართა. ელჩი კარლ ჰარცელი მათ ევროკავშირის საქმიანობასა და აქტივობებზე ესაუბრა და მან თითოეულ მათგანს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“ ასევე ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, განიხილეს ახალგაზრდების წახალისების გზები და წარადგინეს სამომავლო აქტივობების გეგმები. „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოხალისეობრივი გამოცდილება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და შევეცდები ჩემი მოხალისეობრივი ჩართულობით პოპულარიზაცია გავუწიო ევროკავშირის ღირებულებების ფართოდ გაშუქებას საქართველოს რეგიონებში“. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში  აღნიშნული პროექტის მონაწილემ თათია თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტი ფართოდ უხსნის კარებს ქართველ ახალგაზრდებს, რათა მათ გააგრძელონ სწავლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე ირაკლი გაბიძაშვილი თვლის, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და მას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. „ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის შესახებ. რაც მთავარია გვსურს ახალგაზრდებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია ევროკავშირს და რომელსაც მთლიანად აფინანსებენ ევროკავშირის დონორი ორგანიზაციები“, დასძინა მან.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში სერტიფიკატებით დააჯილდოვა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

როგორც ცნობილია, 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

ავთანდილ ოთინაშვილი

68 ქართველი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ გახდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 17:05

2018 წლის 9 ნოემბერს ახლად არჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში გაიმართება.

2018 წლის სექტემბერში „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA)“ ინიციატივის მესამე ნაკადის მონაწილეებად 68 ქართველი ახალგაზრდა შეირჩა. ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრისას ისინი ისაუბრებენ ჩატარებულ აქტივობებზე, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად განიხილავენ ახალგაზრდების წახალისების გზებს და წარადგენენ სამომავლო აქტივობების გეგმებს. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოხალისეობრივ გამოცდილებას და სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

12-16 ნოემბრის კვირაში “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოდან ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

დამატებითიინფორმაციისთვისიხილეთ:

Young European Ambassadors Initiative

‘Young European Neighbours’ Network group on Facebook

Young European Ambassadors in photos and videos

Official Facebook Page of the European Union Delegation to Georgia

შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას - განაცხადების მიღება დაწყებულია!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 18:29

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ (YEAs)  იწვევს 18-25 წლის ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განაცხადების შესატანად იმისათვის, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას.  განაცხადები მიიღება 2018 წლის 12 სექტემბრამდე. სულ შერჩეული იქნება ინიციატივის 100 ახალი მონაწილე.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც  სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას და არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის მოქალაქეები. ისინი იცნობენ ევროკავშირის საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში და დაინტერესებულები არიან საკუთარ ქვეყანასა და ევროკაშირს შორის პარტნიორობის იდეის პოპულარიზაციით.

"ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის", - ამბობს ნინო გოზალიშვილი.

წარმატებული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევას,  ჩაერთვებიან სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგის განვითარებაზე  სხვა ქვეყნების ახალგაზრდობასთან; ისინი ასევე იქნებიან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ისინი გაუზიარებენ სხვებს გამოცდილებას და ცოდნას ევროკავშირის პროგრამების და ინიციატივების შესახებ, განიხილავენ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საკითხებს, განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს საკუთარი ქვეყნების და მთელი რეგიონის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის წამყვანი ძალა, რომელიც დღესდღეობით 3300 აქტიურ წევრს აერთიანებს.

 „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის მიზანია გაზარდოს სოციალურად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ინფორმირებულები არიან ევროკავშირის პროექტების და ინიციატივების შესახებ საკუთარ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდების თანამშრომლობას. ქსელმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისში პროექტის „EU NEIGHBOURS east“  ფარგლებში.

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ღია სამეზობლო - პარტნიორული კავშირების გაძლიერება კომუნიკაციის გზით: ადამიანებს შორის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით“ („EU NEIGHBOURS east“) ნაწილს.

დამატებითიინფორმაცია:

https://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/youth/learn-more-get-involved

https://www.facebook.com/groups/1762832023967493/

შემოიტანეგანაცხადიდაგახდიახალგაზრდაევროპელიელჩი:

https://docs.google.com/forms/d/1_VkQcLOGEIwOcYs0WD02zB2Okq6z7ZK8iTGV0u4FS-I/viewform?edit_requested=true

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ქართველ ახალგაზრდობას მიმართავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018 19:22

26 თებერვალს და 2 მარტს შორის პერიოდში 27 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ საქართველოდან და ევროკავშირიდან მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებების სერიაში, რომელთა მიზანია ქვეყნის ახალგაზრდობასთან ურთიერთობა ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის საკითხებზე.

ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად და ისინი მოიცავს წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ეხება ახალგაზრდებს, კერძოდ ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობა და თანამშრომლობა, საერთო ფასეულობები, კულტურა და ის შესაძლებლობები, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდობას სთავაზობს.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მაღალი კლასის მოსწავლეებს და უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმ მიზნით, რომ ისინი უკეთესად გაეცნონ ევროკავშირს, მის ისტორიას, საერთო ფასეულობებს და სტრუქტურებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს სთავაზობს.  რადგან ბევრმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა თავად ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით,  ერაზმუს+ და ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) პროგრამების ჩათვლით, სტუდენტებს ექნებათ მათთვის კითხვების დასმის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის უშუალო შესაძლებლობა მეგობრულ და არაოფიციალურ გარემოში ინგლისურ და ქართულ ენებზე. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდება  მოკლე ვიქტორინა ევროკავშირის შესახებ, რომლის საშუალებით მოსწავლეები და სტუდენტები საკუთარ ცოდნას შეამოწმებენ. 

გარდა ამისა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეხვდებიან ოფიციალურ პირებს შემდეგი ორგანიზაციებიდან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური; შეხვედრების მიზანია ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის შესახებ და ახალგაზრდების  სოციალურად ორიენტირებულ და სამოქალაქო ღონისძიებებში ჩართვის ხელშეწყობა.

„იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოდან - ეს უდიდესი შესაძლებლობაა“, აღნიშნა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა გენო ქუტაშვილმა. „ინფორმაციის გაზიარება ევროკავშირის და მისი შესანიშნავი პროგრამების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, განსაკუთრებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში, რადგან ევროკავშირი - ეს არის გზა თავისუფლებისკენ და შანსი განვითარებისთვის“.

საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ მოსაზრებების და  საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების მიზნით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ასევე შეხვდებიან ახალგაზრდობის ადგილობრივ პარტნიორებს, მათ შორის ერაზმუს+ ეროვნულ ოფისს, ერაზმუსის სტუდენტთა ქსელს, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს, ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს და კავკასიის ახალგაზრდულ კავშირს.

დიალოგით მართულ მსგავს ღონისძიებებში „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“ მონაწილეობა მიიღეს  მოლდოვაში 2016 და 2017 წლის ნოემბერში, სომხეთში 2017 წლის მაისში და აზერბაიჯანში 2017 წლის სექტემბერში, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩაეტარებინათ ინტერაქტიული სასწავლო სემინარები მაღალი კლასის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მისი ურთიერთობების შესახებ. ეს არის პირველი ღონისძიება დიალოგით მართული მრავალი ამგვარი ღონისძიებიდან, რომლებიც საქართველოში უნდა ჩატარდეს.

„ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ახალგაზრდობის ქსელი გაიხსნა 2016 წლის ივნისში პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. ის ორიენტირებულია თანამშრომლობის გაძლიერებაზე 15-25 წლის ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან. ქსელი წარმოადგენს საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირთან დაკავშირებული იდეების, ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ასევე ახალგაზრდობის ჩართვას სოციალურ ღონისძიებებში. ორი ღია კონკურსისთვის საფუძველზე  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 200 მეტი ახალგაზრდა იქნა შერჩეული „ახალგაზრდა ევროპელ ელჩად“. განაცხადების მიღება ახალი კონკურსისთვის 2018 წლის ზაფხულში დაიწყება.

გაიგეთ მეტი

გაიგეთ მეტი და მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელს

მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ახლა - გახდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:16

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან მიწვეულები არიან საკონკურსო განაცხადების შესატანად „ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ პოზიციაზე. ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების“ პროექტი, ორიენტირებულია აქტიურ და ენთუზიასტ ახალგაზრდებზე, რომლებმაც კარგად იციან ინგლისური ენა და არიან ევროკავშირის ან მისი ექვსი აღმოსავლეთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა).

განმცხადებლები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ევროკავშირის საქმიანობით და მათი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობით ევროკავშირთან. წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან ონლაინ და დიალოგით მართულ საქმიანობაში და წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდობას. ისინი ერთმანეთ გაუზიარებენ გამოცდილებას და მოწინავე პრაქტიკას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო ინტერესების მქონე საკითხებს და ითანამშრომლებენ საკუთარი ქვეყნების და რეგიონების უკეთესი მომავლისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. დამატებითი დეტალები კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების და განაცხადების განხილვის პროცესის შესახებ იხილეთ აქ.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა 2016 წლის სექტემბერში, რომლის განმავლობაში 800-ზე მეტი განაცხადიდან ახალგაზრდა ევროპელ ელჩებად 100 ახალგაზრდა იქნა შერჩეული. გასული წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდა ელჩებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს რიგ ღონისძიებებში, მათ შრის ევროსკოლის ორ გამოშვებაში აზერბაიჯანში, ვიზიტებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სომხეთში და მოლდოვის რესპუბლიკაში, ასევე ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში, სადაც მათ ჰქონდათ ევროკავშირის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის ნაწილს, რომელიც შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: კავშირი მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ („ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები“).

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე:

http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/apply-now-become-young-european-ambassador
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური