„SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 13:33

თბილისი, 25 იანვარი, Sputnik-ის პრესსამსახური – ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერიმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთისმოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.

გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.

საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:

საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა

გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა

დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.

პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.

საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესიგანათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციებიმიუღებელია.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმამიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილებაქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითიკომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალურიდა პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ევროპელი სპეციალისტი თბილისში წარმოადგენს დიზაინის სახელმძღვანელოს კულტურის ცენტრებისათვის

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 12 მაისი 2017 10:36

თბილისში, შემოქმედებით ცენტრ „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. 8) 16 მაისს, 13:00 საათზე სლოვაკი სპეციალისტის პეტერ ლენის წიგნის „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს „ფაბრიკის“ რევიტალიზაციისპროექტის ავტორების შეხედულებებს თანამედროვე კულტურული სივრცეების განვითარებაზე და მონაწილეობამიიღოს ღია დისკუსიაში.

პეტერ ლენი სლოვაკეთში დაიბადა 1986 წელს. ბრატისლავაში სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Slovak University of Technology) არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომის მიღებიდან რამდენიმე თვეში თანაკურსელ მეგობრებთან ერთად დააარსა სტუდია „20-21 architects“. თავის გუნდთან ერთად გაიმარჯვა რამდენიმე არქიტექტურულ კონკურსში, მოაწყო რამდენიმე კონკურსი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, ააგო რამდენიმე შენობა.

პეტერ ლენმა 2016 წელს ჟილინას მახლობლად გორაკზე გადასახედი ნაგებობის დიზაინში აიღო სლოვაკეთის არქიტექტორთა პალატის არქიტეტორული პრემია, აგრეთვე ნაციონალური პრემია ექსპერიმენტული კომუნიკაციის დიზაინისთვის – ქალაქ ჟილინას ისტორიული ცენტრის შესასვლელთან დასაყენებელი ანალოგური ეკრანის დიზაინში. გამოსცა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურული ცენტრებისთვის“, რომელშიც მოცემული აქვს „ტრანსევროპული სივრცეების“ (Trans Europe Halles) წევრი კულტურული ცენტრების ურბანული, არქიტექტორული და დიზაინერული მახასიათებლები.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე:

https://www.facebook.com/events/1843301789327208/?notif_t=plan_user_invited&notif_id=1493969047359287

ევროპელებს უცხოური სამხედრო ბაზების არ სჯერათ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 21:33

"სპუტნიკ-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ სამხედრო ბაზებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკთხების გადაწყვეტას არ ანდობენ. გამოკითხვაში მონაწილე გერმანელთა მხოლოდ 4% და იტალიელთა 5% მიიჩნევს, რომ უცხოურ სამხედრო ბაზებს უკეთ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა, ვიდრე ეროვნულ არმიას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკის დაკვეთით ჩაატარა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 587 სამხედრო ობიექტია განლაგებული. ევროპაში სამხედრო ობიექტების მეტნაკლებად დიდი რაოდენობა გერმანიაშია განთავსებული, იტალიაში ასევე იმყოფებიან სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და აშშ-ის არმია. კითხვაზე, „რომელი შეიარაღებული ძალები დაიცავენ თქვენს ქვეყანას უკეთ?“ გერმანელთა (38%) და იტალიელთა (34%) მესამედმა უპასუხეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ეროვნული არმია უცხოური ძალების დახმარების გარეშე შეძლებს. ამასთან, გერმანიაში გამოკითხულთა 37% და იტალიაში გამოკითხულთა 34% თანახმაა, რომ ქვეყანა ეროვნულმა არმიამ და უცხოურმა სამხედრო ბაზებმა ერთობლივად დაიცვან. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ გერმანიაში რესპონდენტების 21%-ს, იტალიაში კი 27%-ს.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკის დაკვეთით გერმანიასა (1004) და იტალიაში (1002) 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ-მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სპუტნიკი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

 

 

ვანო ჩხიკვაძე: “ევროპელები უნდა დარწმუნდნენ , რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მათ საფრთხეს არ შეუქმნის“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:39

 ევროინტეგრაციის პროგრამის ფონდის „ღია საზოგადოებასაქართველო“-ს მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის აზრით, ევროკავშირთან სავიზ რეჟიმის გამარტივება მხოლოდ იმ შემთხვევაშიამოსალოდნელი, თუ ევროპა დარწმუნდება , რომ საქართველოსთანვიზალიბერალიზაცია მას საფრთხეს არ შეუქმნის.„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომსაქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირს საფრთხეს არშეუქმნის“,- განუცხადა ექსპერტმა „სპუტნიკ -ჯორჯიას“.ვანო ჩხიკვაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციასმიიღებს.„ორი ეტაპია გადასალახი. პირველი - მისია, რომელიც ეწვევა

საქართველოს და შეაფასებს არსებულ პროგრესს, კმაყოფილი დარჩესამ პროგრესით და შესაბამისად, მოამზადოს დადებითრეკომენდაცია დეკემბრის თვისათვის. და მეორე - პოლიტიკურიმხარდაჭერა, რა მიმართულებითაც საქართველოს პარლამენტმააქტიურად უნდა იმუშაოს“,- განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში,საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა. მისიაევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით,საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსშეაფასებს. ანგარიში, საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციისსამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიისრიგით მე-4 ანგარიში, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება,რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური  პროცესი დასრულდება. არსებული პროცედურის თანახმად,ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა დაევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენისსივრცეში, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რისშემდეგადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდაიქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური