“ევროპაში,რუსეთსა და უკრაინაში,მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სიტუაცია არ გაუმჯობესდება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:12

 ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში,მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, სიტუაციის გაუმჯობესება მოსალოდნელი არარის ამ განცხადებას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აკეტებს, მისი თქმით„ის რთული ეკონომიკური პირობები, რომლებიც არის შექმნილი რუსეთში,უკრაინაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია,რომ ამ ქვეყნებში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ეკონომიკური სიტუაციაგაუმჯობესდება“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში დემურგიორხელიძემ.მისივე თქმით, სირიის ამბებმა, შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს საერთაშორისომდგომარეობა და გარკვეული გავლენა, საქართველოზეც მოახდინოს.ათენში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.დაახლოებით 300 ნიღბიანი ადამიანი, პოლიციელებს დაუპირისპირდა და მათ ე.წ.მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. საპასუხოდ,სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციისინფორმაციით, ათენის ქუჩებში 16 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ბერძენიჟურნალისტები კი იტყობინებიან, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50 ათასს აღწევს.

"საქართველოს ევროპაში ლობისტი არ ყავს"-პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 11:13

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ევროპის არც ერთი წამყვანი ქვეყანა არ ლობირებს-ამ განცხადებას პოლიტოლოგი  სოსო ცინცაძე აკეთებს

„ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ჩვენ გვყავდა ძალიან აქტიური, თუმცა ევროპაში  ნაკლებად გავლენიანი ლობისტი-ბუში. დღეს კი, ევროპაში არავინ გვიწევს ლობირებას  წამყვანი ქვეყნებიდან“-მისივე თქმით, მართალია, პოლონეთი და  ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს, მაგრამ ისინი ამინდს არ ქმნიან. მით უმეტეს, რომ მათ თავიანთი გასაჭირიც აქვთ და ისინი, ბრიუსელს, საქართველოს ნატოში მიღებაზე წინ, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას სთხოვენ.ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი. 1994 წელს საქართველო გახდა ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის თანამონაწილე. 2002 წელს კი, ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან ერთად, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.-ამ თემაზე პოლიტოლოგმა  „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ისაუბრა. 

საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 14:51

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე  ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს. მინისტერიალის მონაწილეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით რეგიონული სოლიდარობა  უმნიშვნელოვანესია. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის მინისტერიალზე  სიტყვით გამოვიდა.  ანა დოლიძემ  ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე და ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.

 „საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებია. მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობს მუშაობას  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი  არაწევრი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნა. თავდაპირველად გაწევრიანებული ქვეყნები დღეს უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.  შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, ეს არის ნატოში ინტეგრაციის ერთგვარი წინა საფეხური“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მინისტერიალში  მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის  მხარდაჭერა გამოხატეს.  აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, დოქტორმა ეველინ ფარკასმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრესიულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.

ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს გაემგზავრა და მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაზე ქართული დელეგაცია ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველად არის  წარმოდგენილი.

2017 წელს რიგით მე-3 ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:15

სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ევროპისა და აზიის სამთო კურორტების  რიგით მე-2 კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონფერენციაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც.

მნიშვნელოვანია,  რომ საქართველოს მხარემ უფლება მოიპოვა  2017 წელს   რიგით მე-3 ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლოს.

კონფერენციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მონაწილეებს გააცნო საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, გოდერძის) პოტენციალი, სახელმწიფოს როლი სათხილამურო კურორტების განვითარებაში და ისაუბრა საინვესტიციო გარემოზე.

ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით, კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„მნიშველოვანია გამოცდილების გაზიარება თუ როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მოსაზიდად ბიზნესის ამ სფეროში“, - აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

კონფერენციაზე, ასევე იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ჩიგოვაძემ შეხვდრები გამართა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტალებ რიფაისთან და სამხრეთ კორეის ტურიზმის მინისტრთაან ბატონ  ჩხვე  გვანციკთან.

საქართველოს “რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა კი, კონფერენციის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო დონის ექსპერტებთან.

 

 

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 16:45

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 13-16 ოქტომბერს ოფციალური ვიზიტით ევროპას ესტუმრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვცევა ჩეხეთს, პოლონეთს და ბულგარეთს“, - ნათქვამია საგარეო უწების განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში დაგეგმილია ჩეხეთის, პოლონეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით და ხორციელდება მათი ოფიციალური მიწვევით.

საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 10:00

ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ლიდერების, ექსპერტებისა და მკვლევარების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება.მისი მთავარი თემაა „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“.დღეს მონაწილეები რეგიონში ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და დემოკრატიულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.მოსალოდნელ საფრხეებთან დაკავშირებით კი დასკვნასა და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. რეგიონულ უსაფრთხოებასა და მათ რეაგირებაზე, გუშინ კონფერენციის ფარგლებში დისკუსიაც გაიმართა, მათ შორის უკრაინის თემაზე, სადაც უცხოელი მონაწილეების მხრიდან ისმოდა გარკვეული კრიტიკა რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების რბილი პოზიციის გამო.კონფერენციას ესწრებოდა ეროვნული ბანკის დირექტორი გიორგი ქადაგიძე.მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ევროინტეგრაცია და მეტი კონსოლიდაცია ევროპულ ბაზრებთან.

მეხუთე თაობის გამანადგურებლები ევროპაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 17:22

მეხუთე თაობის გამანადგურებლები ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ განთავსდება. ინფორმაციას ამის თაობაზე ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მინისტრი, დებორა ლი ჯეიმსი ავრცელებს. მისი თქმით, ფ-22  ტიპის გამანადგურებლების განთავსების მიზანი ნატოს მოკავშირეების გაძლიერებაა. მინისტრს არ დაუდასუტრებია, თუ რამდენი გამანადგურებელი განტავსდება ევროპაში და არც ინიციატივის თარიღი დაუკონკრეტებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ იდეა ძალიან მალე განხორციელდება.

გადაწყვეტილება  ძალების განმტკიცების პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება, რომელიც ნატოს იმ მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერისთვის ხორციელდები, რომლებიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გრძნობენ.  

„ევროპაზე უკეთესი პარტნორი არ გვყავს“- აკაკი ასათიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:43

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის თქმით, დღევანდელი  სიტუაცია იმაზე მიგვითითებს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ჩვენ, და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს, ევროპაზე უკეთესი პარტნიორი არ გვყავს. „ჩვენ და ევროპა რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ევროპა დღეს გადაიქცა რუსეთ-ამერიკის ჭიდილის ასპარეზად, რომლის განაპირა კუთხეში ქართველები ვართ. ჩვენ კი ძალიან ცუდ, „გაცვლითი ხურდის“  როლში ვართ. ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ, რაც ქვეყნის წინსვლაში დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში აკაკი ასათიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ, „შეიძლება, ბევრს აღიზიანებს ის მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ახლა ამერიკა უზრუნველჰყოფს, მაგრამ, სანამ უკეთესი წესრიგი არ გამოჩნდება, ანგარიში მათ უნდა გავუწიოთ , რაც, არამც თუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ან ეკონომიკური თავლსაზრისით, სულაც არ ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირებას“ .

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური