"აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა" - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 13:07

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ევროპარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგტლებშიც დეპუტატები მოხსენებით გამოდიან. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის წარმომადგენელი ანნა ელჟბეტა მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა და გამოძიება ორივე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

სიტყვით გამოვიდა ევროპის სახალხო პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ზელიანა ზოვკოროლეც.

„ჩვენ ველაპარაკეთ მის მეუღლეს. ჩვენ ვითხოვთ მუხთარლის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციის გადადებას იმიტომ, რომ დიპლომატიას უნდა დავუთმოთ გზა“, - აღნიშნა ზოვკოროლემ.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 10:52

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა იმსჯელეს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადგილზე ევროკავშირის როლზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრაზე ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გამახვილდა ყურადღება.

„ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება ასოცირების შეთანხმებას, ჩვენს სავაჭრო ინტეგრაციას ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ იზრდება ექსპორტი ევროპაში, ეს არის შედეგი ვიზალიბერალიზაციის,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, - ანა გომესი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 16:40

ევროპული სადამკვირვებლო მისიები საარჩევნო პროცესის შესახებ  განცხადებებს აკეთებენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ანა გომესის თქმით, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება:

"უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. დღევანდელი მთავრობა ხვალ შეიძლება ოპოზიცია იყოს და პირიქით, დღევანდელი ოპოზიცია მთავრობაში მოვიდეს,“- განაცხადა ანა გომესმა.

 

ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო: ყველა ჟურნალისტი გაათავისუფლეთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 19:51

ევროპარლამენტმა თურქეთის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ნათქვამია რომ ყველა ჟურნალისტი და მედიასაშუალების თანამშრომელი, რომელიც მტკიცებულებების გარეშე არიან დაკავებული უნდა გათავისუფლდნენ. სტრასბურგში ევროპარლამენტის მიერ გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოყენება პრესაზე და ოპოზიციაზე ზეწოლის მოსახდენად დაუშვებელია.
ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების სახელით გამოსულმა თურქეთის მომხსენებელმა კეტი პირიმ, ევროპარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, რომ თურქეთში ციხეში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვონ. პირის თქმით, ჟურნალისტები დანაშაული გამო კი არა თავიანთი შეხედულებების გამო არიან დაპატიმრებული. ″თურქეთი ამ სირთულეებს მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერებით და კანონის ფარგლებში ქმედებით შეძლებს.″-განაცხადა მან.
ევროკომისიის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი წევრი კორინა კრეტუ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება, განსხვავებული და დამოუკიდებელი მედია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. კრეტუმ თურქეთში მიმდინარე მოვლენები ″საგანგაშო და მიუღებლად″ შეაფასა და თურქეთის მთავრობას თავისუფალი მედიისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაუქმებისკენ მოუწოდებს. კრეტუმ ასევე ხაზგასმით არნიშნავს, რომ თურქეთში პროგრესი რომ მოხდეს ამისათვის საუკეთესო გზა თურქეთთან დიალოგი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაა.
″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს წარმომადგენელი რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა თურქეთი ″ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველადე დიდ ციხედ″ შეაფასა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში თურქეთში დახურული მედიასაშუალებების ხელახლა გახსნას, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ სულ მცირე 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, სულ მცირე 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის გამოც უსამსახუროდ 2 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BC-ap-g%C3%BCndeminde/a-36167939

ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 13:27

 რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპული საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხს მწვანე შუქი აუნთეს. ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი, ანუ 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის ზონაში. ეს ნიშნავს, რომ უკვე ოფიციალურად დაიწყება ინტერ ინსტიტუციური მოლაპარაკებები ევროპული საბჭო, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ დაიგეგმოს ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის თარიღი. იმისათვის, რომ ევროკაშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ გადაადგილება შენგენის ზონაში, საჭიროა სამი ევრო სტრუქტურის -  კომისიის, საბჭოს და პარლამენტის თანხმობა. საქართველოს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რჩება ბოლო ნაბიჯი - ანუ პარლამენტში კენჭისყრა. 

დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საკითხს უყრის კენჭს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 10:43

დღეს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, სამოქალაქო საკითხთა და შინაგან საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საკითხს  უყრის კენჭს. 

თუ ინიციატივას დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს, შემდეგ პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება. 

 

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 11:51

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.

კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.

დემირელის კოლეჯის ცეკვის კლუბმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:29

ბრიუსელში მსოფლიოს ენისა და კულტურის ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართა. წელს ფესტივალი მეთოთხმეტედ ჩატარდა და იგი ევროპარლამენტისა და იუნესკოს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა დემირელის კოლეჯის ცეკვის კლუბმა და ქუთაისელმა ახალგაზრდა ვოკალისტმა ნია წოწონავამ მიიღეს.
ენისა და კულტურის ფესტივალის ფინალში 14 ქვეყნის 350-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. თითოეული მონაწილე პროექტში საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარადგენდა. დახურვის საზეიმო ღონისძიებას ევროპარლამენტის და ბელგიის პრემიერ მინისტრი, ასევე მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთად აღიარეს პროექტის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა.
წელს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოდან 5 ვოკალისტი და ორი ცეკვის ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. ქართველი ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მერვე-მეთორმეტე კლასის ქართველი მოსწავლეები: თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან წარმატებით წარდგნენ ფესტივალზე ბრაზილიაში, აფრიკაში, სინგაპურში, ინდოეთში, ამერიკაში, რუმინეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში ჩატარებულ მასშტაბურ კონცერტებზე. ცეკვის კლუბი და ქართველი მომღერალი ნია წოწონავა ფინალამდე, ერთი თვის განმავლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გერმანიაში გადიოდნენ რეპეტიციებს ვოკალსა და ცეკვაში. მათ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ დორტმუნდში გამართულ ფინალურ კონცერტზეც და დიდი წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ენისა და კულტურის XIV საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე, ბრიუსელში ქართველ მოცეკვავეთა კლუბი განსაკუთრებული ნომრით წარსდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მათ ქართული ცეკვები შესთავაზეს პუბლიკას. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე სპეციალური ნომერი აფრიკელ მონაწილეებთან ერთადაც შეასრულეს.
ენისა და კულტურის ფესტივალი ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება და იგი 170 ქვეყნის ასობით მონაწილეს აერთიანებს. მისი მიზანია მსოფლიო კულტურების დაახლოება, მსოფლიო მშვიდობის დიალოგის წამოწყება და სხვადასხვა ენებისა და კულტურების დაახლოება.
წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალს განსაკუთრებული მხარდაჭერა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოუცხადა. პროექტმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ორ ღონისძიებას უმასპინძლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტს წელს მხარდაჭერა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმაც გამოუცხადა და მსოფლიო ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები გაეროს შტაბ ბინაში მიიწვია და მათთვის სპეციალური მიღება გამართა.
2014 წლის ფესტივალი გამარჯვებული ქართველი მონაწილე ირინა ხეჩანოვი გახლდათ, რომელიც წელს აფრიკაში ჩატარებული ფესტივალის სპეციალური სტუმარი გახლდათ.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 17:52

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან სოციალ - დემოკრატების ალიანსიდან   - კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან,  მარია მუნიზთან  საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიციალურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,  სოციალ - დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის  პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე  დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.

ევროპარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენა გადაწყვიტა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 03 ივნისი 2016 17:04

ევროპარლამენტმა გუშინ, სხდომაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენა გადაწყვიტა. ევროპარლამენტი 14-16 ივნისს რუსეთში დაგეგმილ არქტიკის რეგიონის პარლამენტარების კონფერენციაზე დეპუტატებს გააგზავნის. ამასთანავე, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებს მიიწვევენ კონფერენციაზე, რუსეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების განსახილველად. 

მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი არ აღადგენს კონტაქტებს იმ რუს დეპუტატებთან, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში“ არიან შეყვანილი. ევროპარლამენტმა სახელმწიფო დუმასთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია განახორციელა.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური