კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 16:11

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

 

1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

 

ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

 მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინ

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

ნაციონალიზმი უკრაინაში აღმავლობის გზაზეა და ეს კარგია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 ივნისი 2018 11:25

ევრომაიდანის რევოლუციურმა შედეგებმა და რუსეთის შემდგომმა აგრესიამ, როგორც არასოდეს ერთ მუშტად შეკრა უკრაინელი ხალხი. სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ უკრაინულად და რუსულად გაერთიანდნენ ვიქტორ იანუკოვიჩიოს პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამჟამად ისინი რუსეთის ხელისუფლების იმ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის აღდგენას უკრაინაში. შესამჩნევია ის ფაქტიც, რომ ბევრი უკრაინელი ნაციონალური სიამაყის გრძნობას განიცდის და მზად არის დაიცვას უკრაინა.
2013 წლამდე უკრაინის მოქალაქეებს ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხი და თავის გადარჩენის პრობლემა აღელვებდა. არჩევნების წინ, რათა მობილიზება გაეკეთებინათ ელექტორატისთვის, პოლიტიკოსებმა ამომრჩეველი ენობრივი, რელიგიური და გეოპოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით დაყვეს.
ევრომაიდანის შემდეგ უკრაინა სულ სხვანაირი გახდა. ბევრი ადამიანი თავს უკრაინელად გრძნობს, ენისა და ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად. ასეთ ნაციონალიზმს ინკლუზიურობისკენ მიდრეკილების ტენდენცია გააჩნია და შესამჩნევია, რომ უკანასკნელ ხანს სამოქალაქო ნაციონალიზმი მკვეთრად გამყარდა. 2015 წლის რაზუმკოვის ცენტრის გამოკვლევის შესაბამისად, უკრაინელების 56 პროცენტი უკრაინულ ნაციად ყველა მოქალაქის თანამეგობრობას განსაზღვრავდა, რაც 17 პროცენტით მეტია ვიდრე 2017 წელს.
გარდა ამისა ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბევრი ყირიმელი თათარი უკრაინაში გადასახლდა. შეიქმნა ახალი მუსულმანური ცენტრები და უფრო მეტი თავდახურული ქალი გამოჩნდა ქუჩაში. ყველაფერი ეს კი დადებითად აღიქმება, აცხადებს ვიაჩესლავ ლიხაჩოვი, ეროვნულ უმცირესობათა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. „იმიტომ რომ ყირიმელი თათრები აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უპირისპირდებიან რუსეთს. ამის ფონზე კი „ისლამოფობიის“ დონე ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა“, - აღნიშნავს ვ. ლიხაჩოვი.
თუმცაღა ყველა არ ეთანხმება იმას, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმი აღმავლობას განიცდის. „2014 წელს რევოლუციური მოვლენების დროს, ჩანდა, რომ უკრაინაში ყალიბლება ახალი სამოქალაო საზოგადოება. ანუ რომ ვისაუბროთ ნაციონალიზმზე, უკრაინაში, რაიმე სერიოზული ცვლილებები არ განხორციელებულა“, მიაჩნია ანტონ შეხოვცოვს, ვენის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელს. თუმცაღა იგი ეთანხმება იმ აზრს, რომ უკრაინელები სახელმწიფოს ერთგულები გახდნენ.

ნაციონალიზმის აჩრდილები „მიწის და სისხლის“

დღევანდელ უკრაინაში თითქმის შეუძლებელია მოიძებნოს სუფთა ეთნიკური ან კიდევ სუფთა სამოქალაქო ნაციონალიზმი. უკრაინული ნაციონალიზმის ჩამოყალიბება შეიცავს აშკარა ელემენტებს იდეოლოგიის „მიწის და სისხლის“. მათი ნაწილი დადებითია, ნაწილი არა.
ზოგიერთი ეთნიკური აქცენტი უფრო გამძაფრდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიის ფონზე. უკრაინამ უარი თქვა ქვეყანაში დომინირებად რუსულ კულტურაზე და და თავის საწყის ფესვებს დაუბრუნდა. თანამედროვე მუსიკაში, თეატრში, კინოში და მოდაში უკვე დომინირებს ტრადიციული ეროვნული სახალხო მოტივები.
ენა - ნაციონალური კეთვნილების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. რაზუმკოვის ცენტრის მონაცემებით, გამოკითხულთა 17 პროცენტი ფიქრობს, რომ უკრაინულ ენაზე ლაპარაკი უკრაინული ნაციის კუთვნილების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს მაჩვენებელი კი 2 პროცენტით მეტია ვიდრე 2007 წელს.
ნაციონალიზმის უფრო რადიკალური ფორმები შესამჩნევი იყო ევრომაიდანზე. ბევრი ჯარისკაცი „აზოვის“ პოლკიდან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ მოხალისეებად, დღეისათვის უკვე უკრაინის ეროვნულ გვარდიაში მსახურობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო შესამჩნევნი გახდნენ პრორადიკალურმა მოძრაობამ ფართო მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვა. 2014 წლის აჩევნებზე ვერც ერთმა პრორადიკალურმა პარტიამ ვერ გადალახა 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და ვერ მოხვდა პარლამენტში. ამჟამინდელი გამოკითხვის თანახმად, ნაციონალისტურ პარტია „სვობოდას“ მხარს დაუჭერდა ამომრჩეველთა 3 პროცენტი, ხოლო უფრო რადიკალურ „პრავი სექტორს“ მხოლოდ ამომრჩეველთა 0,3 პროცენტი.
დღეისათვის ხმა პრორადიკალური მოძრაობის შესახებ უფრო ისმის, ვიდრე 2013 წელს. ისინი იწვევენ ახალ წევრებს და თანაც ახალგაზრდებს, თუმცა ისინი მაინც არ შედიან იმათ შორის ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობენ, - აცხადებს უკრაინელი უფლებადამცველი მაქსიმ ბუტკევიჩი.
უკრაინის საზოგადოებაში ძნელია ქსენოფობიის ზოგიერთი ელემენტის აღმოფხვრა. „რადიკალური ნაციონალიზმი უკრაინაში ძალიან სუსტია და გავლენას ვერ ახდენს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუმცა აქ წარმოდგენილია რასიზმი და ჰომოფობია. მთავარი პრობლემა არა ინდივიდუალურ ქსენობობიის გამოვლინებაშია, არამედ ამ მოვლენის სახალხოდ გამოვლენის პასუხისმგებლობის არქონაში, - განაცხადა ვლადიმერ კულიკმა უკრაინის ეროვნული აკალემიის პოლიტიკური ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელმა.
და მაინც, ევრომაიდანის შემდეგ, ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ახალი ნაცია (ერი), რომელიც თამამად ავლენს „ინკლუზიურობის“ ზოგიერთ ელემენტებს. თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს თავის თანამემამულედ უკრაინელს, რომელებიც სხვა ეთნიკური წარმოშობისანი არიან და სხვა ენაზეც საუბრობენ. საკუთარი სამშობლოსადმი თავდადება ერთიანობის ფაქტორად ყალიბდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს სიყვარული წინააღმდეგობაში არ გადაიზარდოს „ჩვენიანებსა“ და „მათიანებს“ შორის. ნაციონალიზმი შეიძლება იყოს სამოქალაქო და ლიბერალური, თუმცაღა მისი შემობრუნება საპირისპირო მიმართულებით ძალიან ადვილია.

მომზადებულია რუსლან მინიჩის მიერ «UkraineWorld» (ukraineworld.org) -ისთვის.
ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე ukraineworld.org

http://ukraineworld.org/2018/04/nationalism-is-on-the-rise-in-ukraine-and-thats-a-good-thing/

ევრომაიდნის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:55

უკრაინის ევრომაიდნის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. თავისუფლებისა და ღირსების დღე კიევში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნეს, სადაც დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი აღმართეს.
ამის შემდეგ კი საზოგადოების წარმომადგენლებმა დედაქალაქის ცენტრში მიტინგი გამართეს.
თავისუფლებისა და ღირსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დაესწრო.
მაიდნის ტრაგედიას ასი დემონსტრანტი და ოცი პოლიციელი ემსხვერპლა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური