გიორგი გახარია ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 12:37

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა.

 შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

 მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება.

 ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის.

 შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.

გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.

„ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.

გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 11:30

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების, სუფთა ენერგიის წარმოების ზრდისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და დაადასტურა მთავრობის მზაობა, წვლილი შეიტანოს ემისიის შემცირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე - ხელი შეუწყოს ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთება, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.

საუბარი შეეხო „შაჰდენიზის" პროექტის როლს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით და სხვა სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლის მოცულობამ 947 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

ევროკომისიის მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 15:09

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროკომისია მხარს უჭერს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 15 მარტი 2016 10:32

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ 2017-2020 წლებისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების გამართვა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდების დასაქმების პერპსექტივების გაზრდაზე განათლების გზით, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში სტაბილიზაციისათვის.

შეხვედრაზე ქეთევან ნატრიაშვილმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების კუთხით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ისე ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ როლზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, განათლებისა და მეცნიერების კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნაში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ახალგაზრდა კადრების პროფესიულ მომზადებას, მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გაზრდას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2016 წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალი თანამშრომლობის პრიორიტეტების ერთობლივად განსაზღვრას.

ევროკომისიის გადაწყვეტილების - პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:04

ევროკომისარმა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის წინადადებით მიმართა.

„ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ გადადგმული ნაბიჯი“, - ასე აფასებენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქართველი კანონმდებლები. 

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტისა და ევროპულის საბჭოს საბოლოო დასკვნა დადებითი იქნება და საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა რაც შეიძლება მალე შეეძლებათ. 

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, პროცესი დადებითად დასრულდება.

ევროკომისიის განცხადებით შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთს დიდ ფინანსურ ზარალს მიაყენებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:02
ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან. ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, სასაზღვრო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს. ამასთანავე, ბრიუსელმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საბერძნეთს, გააქტიუროს ძალისხმევა მიგაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში. კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავებას ხელს უწყობს საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა. ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მოხდა მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია.

ევროკომისარი უვიზო მიმოსვლაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 11:25

ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განხადებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა ზაფხულში დაწესდეს. აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

„კომისია ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას წევრი ქვეყნებისთვის და ევროპარლამენტისთვის დრო როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას სწორედ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს მარტის დასაწყისში სამომავლო ნაბიჯების განსახილველად . რაც შეეხება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს საქართველო ამას წლების განმავლობაში ელოდა, ახლა კი ეს რამდენიმე თვის საკითხია. ძალიან ახლოს ვართ მიზანთან რადგან საქართველომ განახორციელა ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს შეიძლება მოხდეს ზაფხულში ან უფრო ადრეც.“- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე -"საქართველო სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული ევროპისთვის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:04

"ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მიჩნეული იქნა ძალიან წარმატებულად უამრავ სფეროში" - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის დადებით დასკვნას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჩვენ კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კონსოლიდაცია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისა, რათა პოლიტიკურ დონეზე უკვე ყველა ქვეყანამ მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რათა როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში მიღებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც უკვე საბოლოო საკანონმდებლო ცვლილებას დაუდებს საფუძველს. "საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროპის ყველა ქვეყანაში", - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის, მინისტრმა განმარტა, რომ "თავისუფალი გადაადგილების უფლება ჩვენს მიერ განიხილება როგორც განუყოფელი ნაწილი ევროკავშირთან ერთად თანაცხოვრებისა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა, რომლის ეფექტიანობა წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეებმა, ფერმერებმა შეძლონ თავისუფლად გამგზავრება ევროპაში, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მათი საქართველოში ჩამოტანა და დამკვიდრება და ა.შ. ეს არის ევროპული ოჯახის უკვე სრულუფლებიანი წევრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისიამ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში ქვეყანის მოქალაქეები შენგენის ზონებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

ბერნარ კუშნერის მილოცვა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 19:59

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“ - ასე შეაფასა საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში. 
ბერნარ კუშნერი საქართველოში “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური