კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება მოგვიწევს, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 12:00

„ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება და არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ არ გაგვიჭირდება სირთულეების გადალახვა. დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის გახსნისა  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ისაუბრა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 11:55

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. თუმცა, ჩვენ, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შეთანხმების დროებით ამოქმედებისთანავე დავიწყეთ მისი ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის გახსნისა  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ისაუბრა.

პრემიერის  განმარტებით, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კოორდინაციის მექანიზმი; ამის ერთ-ერთი მიმართულება კი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, უახლოეს მომავალში იგეგმება. 
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს მოიცავს და სრულ თანხვედრაშია მთავრობის ხედვასთან ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზე. ოქტომბერში წარმატებით ჩატარებული საპარალამენტო არჩევნები, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

"დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს სხვა ქვეყნებშიც" -გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:44

„დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამო საქართველოსთვის უარის თქმით, პრაქტიკულად ეუბნება რუსეთს, რომ - „დიახ, თქვენი მოქმედებები ეფექტურია და იძულებული ვხდებით, არ მივიღოთ ის სახელწმიფოები, რომლებიც გაწევრიანებას იმსახურებენ“. ასეთი მაგალითით, დასავლეთი რუსეთს სტიმულს აძლევს იგივენაირად მოიქცეს იმ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ასევე მოინდომებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 15:35
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა.
 
შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან.
 
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო. მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის.

ინფორმაცია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:14

EU Neighbours East წარმოადგენს ონლაინ პორტალს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია
ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს შორის (სომხეთი, აზერბაიჯანი,
საქართველო, ბელარუსია, მოლდოვა და უკრაინა) თანამშრომლობის შესახებ.
ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ახალი ამბების მოკლე მიმოხილვას და ვაგზავნით ელ. ფოსტის
მეშვეობით 8000-ზე მეტ ხელმომწერთან, სადაც მოწოდებულია ინფორმაცია ევროკავშირის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებულ აქტუალურ მოვლენებზე,
რეგიონში გატარებულ ქმედებებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ
შედეგებზე. ჩვენი ყოველდღიური სიახლეების გამოსაწერად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
რას წარმოადგენს ახალი ამბების მოკლე მიმოხილვა? პირველ რიგში, როდესაც რაიმე საინტერესო
სიახლეა, ჩვენი გუნდი გარდაქმნის მას მოკლე და ყველასთვის გასაგებ საინფორმაციო გზავნილად.
სიახლე იგზავნება ხელმომწერებთან თავდაპირველად ინგლისურ ენაზე, ხოლო 24 საათის
განმავლობაში ითარგმნება ასევე რუსულ ენაზეც.
ადგილობრივ ენაზე თარგმნის შემთხვევაში, ჩვენი საინფორმაციო შეტყობინებების სათაურები
გამოგადგებათ თქვენი სოციალური მედიის სიახლეების (ნიუსფიდი) ან ვებგვერდის სიახლეების
სვეტისათვის.
ასევე, ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საინფორმაციო
რესურსი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნებისათვის:
ჩვენი სრულად განახლებული განყოფილება ევროკავშირის რესურსები ჟურნალისტებისათვის,
ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან
მომუშავე ინსტიტუციების უახლეს პრესს-რელიზებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე, როგორიცაა:
ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვა სტრუქტურები და ფინანსური
ინსტიტუტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.
დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, ევროკავშირის სამეზობლოს
ინსტუმენტების და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია აქ. აქ თქვენ
შეძლებთ გაეცნოთ სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის პოლიტიკური
მნიშვნელობის მქონე ძირითად დოკუმენტებს და ასევე რესურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომია
მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
ჩვენ ასევე გვაქვს თემატური საინფორმაციო ბუკლეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებისათვის ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ისეთ
სფეროებში, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოება, ვაჭრობა, მცირე და საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერა (EU4Business) და განათლება და ტრენინგები. ამ განყოფილებებიდან თქვენ გაიგებთ
მეტს თანამშრომლობის პროგრამების მხრიდან გატარებულ ქმედებებზე, ფაქტებზე, სტატისტიკასა
და წარმატების ისტორიაზე. ასევე თქვენ გექნებათ წვდომა ბევრ სხვა დამატებით რესურსსა და
ბმულზე.
ჩვენ ასევე მუდმივად ვანახლებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული რეგიონალური პროქტების განყოფილებას, მიმდინარე პროგრამების შესახებ
მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსების გზით. თუ გსურთ ამა თუ იმ პროექტის მოძიება
კონკრეტული თემატიკის მიხედვით, ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ვებ-გვერდის სხვადასხვა
მხარეს არსებული შესაბამისი ფილტრის გააქტიურება.
განყოფილება ევროკავშირის დაფინანსების წყაროები მოგაწოდებთ ინფორმაციას დაფინანსების
ინსტრუმენტების შესახებ და მოგცემთ საშუალებას იქონიოთ წვდომა აქტუალურ ბმულებზე,
სხვადასხვა რეგიონალური პროგრამების და აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში არსებული
ევროკავშირის სხვა ფინანსური მხარდაჭერის გზების შესახებ. ამას გარდა, აქ ხელმისაწვდომია
EU NEIGHBOURS EAST
სახელმძღვანელო www.euneighbours.eu
ასევე ბმულები პრაქტიკული ინფორმაციით თვითონ დაფინანსების პროცედურებზე და იმის
შესახებ, თუ სად შეიძლება უახლესი გამოქვეყნებული განცხადებების ნახვა ამ მიმართულებით.
ჩვენი ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად მონახულებადი განყოფილება არის ჩვენი
ვირტუალური ევროკავშირის სამეზობლოს ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 1500-ზე მეტ
დოკუმენტს, ოფიციალური შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების, ანგარიშების და იურიდიული
აქტების, ევროკავშირის მიერ რეგიონში გამოქვეყნებული კვლევებისა და პუბლიკაციების
ჩათვლით. თითოეულ დოკუმენტს აქვს მოკლე აღწერა ინგლისურად და შესაძლოა ასევე
ხელმისაწვდომი იყოს მისი ორიგინალი ადგილობრივ ენაზე. ბიბლიოთეკა იმყოფება მუდმივი
განახლების რეჟიმში.

ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 10:05

ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ბრიფინგი ხვალ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად გაიმართება.„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება სრულდება - ეს არის 30 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის. საბოლოო ბრიფინგს ჩვენ გავმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად ხვალ და ამაზე უფრო დეტალური საუბარი გვექნება. ეს გახლავთ სპეციალური გრანტი საქართველოსთვის, რომელიც გამიზნულია მმართველობითი რეფორმისთვის. მოგეხსენებათ, რომ მმართველობითი რეფორმა ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით სპეციალურ დახმარებას გამოყოფს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს, ევროპულ ინსტიტუციებს და ჩართულობას თითოეული მოქალაქის ამ მმართველობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:54

სტრასბურგი/თბილისი, 24 ოქტომბერი 2016 – პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან (JLIB_HTML_CLOAKING ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

ევროკავშირმა შენგენის შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 11:18

ევროკავშირმა შენგენის შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ მიგრანტების ნაკადის გამო მიიღო. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმი ეხება ავსტრიის, გერმანიის, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს. 

ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირი-თურქეთს შორის რეადმისიის შეთანხმების ფონზე, მიგრანტების შედინება შემცირებულია, თუმცა ადამიანები მაინც კვეთენ ევროპის საზღვრებს. სასაზღვრო კონტროლის გაუქმება „მეორადი მიგრაციის“ ტალღას უკვე ევროპის შიგნით გამოიწვევდა. 

რუსმა ოკუპანტებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:45

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. როგორც "ნიუსდეი საქართველოს" გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

თვითმხილველების თქმით, 43 წლის მალხაზ ლეჟავა ორმა შეიარაღებულმა სამხედრო პირმა მაშინ დააკავა, როდესაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ ცნობილია როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ასევე ევროკავშირის სამხედრო მეთვალყურეებისთვის.

თვითმხილველები ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილი სადაც შემთხვევა მოხდა, სოფლის საძოვრებია და მწყემსს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

გარდაქმნები საქართველოში, რომლებიც ქვეყნის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 18:13

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი თავის ინტერვიუში განმარტავს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს საერთო ღირებულებები და ინტერესები საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას

რომელია ის საერთო ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ურთიერთობებს საქართველოსთან?

საქართველოში ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ღირებულებები იგივეა, რაც ევროკავშირში მხარდაჭერილი ღირებულებები. არანაირი განსხვავება არ არსებობს. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, საბაზრო ეკონომიკა. შეიძლება ითქვას, ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც დგას ევროკავშირი.

სინამდვილეში, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ვაფუძნებთ ამ ღირებულებებს საქართველოში: უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოს სურს დაახლოება ევროკავშირთან და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ამის გაკეთება საერთო ღირებულებების საფუძველზე. საერთო ღირებულებები ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული პერსპექტივის მხრივ, რადგან, როცა ვამყარებთთანამშრომლობას, ასოცირებას საქართველოსთან, ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზარში - ეს პროცესი უფრო მყარია, თუ ეფუძნება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთგაგებას და ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას.

ხედავთ თუ არა განსხვავებას ევროპაში და საქართველოში არსებულღირებულებებს შორის?

არა, ასე არ მგონია. ვფიქრობ, საქართველოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ჩადოს აღნიშნული ღირებულებები ჩვენი თანამშრომლობის საფუძველში. ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც კი არსებობს განსხვავებული მიდგომა ზოგიერთი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოცემული ღირებულებების არსებობა ჩვენ შორის ზოგადი დაახლოების ნაწილია;ისწინააღმდეგობები ან სირთულეები ზოგიერთ სფეროში, რომლებსაც საქართველო აწყდება, დიდად არ განსხვავდება იმ წინააღმდეგობებისგან ან სირთულეებისგან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის შიგნით. თუმცა,  რა თქმა უნდა, საქართველომ დაიწყო უფრო გვიან, ამიტომ, ამ მხრივ ის უფრო შორიდან მოდის და აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა.

ამიტომ, სხვაობა მდგომარეობს არა ღირებულებების არსში, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შინაარსში. ის უფრო დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ინსტიტუციონალური სისტემა და სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული ღირებულებების შემდგომი რეალიზებისათვის საქართველოში ოდნავ უფრო გვიან ინერგება, ვიდრე ჩვენ წევრ სახელმწიფოებში.

რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის?

ის მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. კარგი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ორივე მხარის ინტერესებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის არასწორი იქნებოდა თანამშრომლობის დამყარება ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც არ იზიარებენ ევროკავშირის ინტერესებს.

ევროკავშირის ძირითადი ინტერესები მკაფიოდ გამოხატულია ჩვენ საბაზისო დოკუმენტებში- ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა: ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიაში, კეთილდღეობაში, კანონის უზენაესობაში და უსაფრთხოებაში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. საქართველო დაინტერესებულია ამაში?

რა თქმა უნდა, კი, და ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს.

არსებითად, ხდება ის, რომ საქართველო გვეუბნება, ‘ვისურვებდით თქვენთან დაახლოებას’, ჩვენ კი ვპასუხობთ, ‘დიახ, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ჩვენ დაგეხმარებით’, და ეს ეფუძნება ჩვენ ღირებულებებს და ინტერესებს.

არის ევროკავშირი დაინტერესებული წარმატებულ, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოში, რომელსაც შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი არა მხოლოდ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაში, არამედ გავლენა იქონიოს მთელ რეგიონში პროგრესის და სტაბილურობის მხრივ, შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფუნქცია აზიასა და ევროპას შორის თავისი ენერგეტიკული კავშირებით, მილსადენებით, ტრანსპორტით, გზებით, ახალი ნავსადგურებით და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობებით ჩვენი კომპანიებისთვის? დიახ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამაში, ამიტომ ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ღირებულებებს, ასევე ურთიერთგაგებას იმის თაობაზე, რომ ორივე მხარე მნიშვნელოვნად დაინტერესებულია ამ თანამშრომლობით. 

როგორია ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის რეალური გავლენა?

გავლენა აშკარად შესამჩნევია. თუმცა, თუ შეხედავთ ქვეყნის გარდაქმნას, ეს არ არის ევროკავშირის გავლენა, ეს არის ქართველების გავლენა და მათი გადაწყვეტილება ევროკავშირთან დაახლოების შესახებ. ამ ნიშნით, საქართველოში მიმდინარეობს ამბიციური გარდაქმნის პროცესი - სამართლებრივმა სისტემამ, მმართველობის სისტემამ, სასამართლო სისტემამ, საჯარო ადმინისტრირებამ უკვე განიცადეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რაც აშკარად ჩანს. 

იმედი მაქვს, ახლა შევდივართ ჩვენი ასოცირების მეორე ფაზაში. ვინაიდან  ხდება ხელშეკრულების ყველა კომპონენტის განხორციელება, ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, რომ საქართველოს უფრო ფართო მოსახლეობამ იგრძნოს ეს გავლენა; ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა, ჩვენ შორის ვაჭრობის სფეროს განვითარება, ხდება საქართველოს ექსპორტის გაზრდა ევროკავშირის ბაზარზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა განიცადა სოფლის მეურნეობის განვითარების სფერომ, შეიქმნა ასობით და ათასობით კოოპერატივი ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სფეროში გამოჩნდა ახალი ქართული პროდუქტები. დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უშუალო მხარდაჭერა გავუწიოთ კერძო სექტორს, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, უზრუნველვყოთ კრედიტის გამოყოფა მათთვის ხელსაყრელი პირობებით. საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზა ლიბერალიზაციას.

ისეთი სფეროების ხელშეწყობა, როგორიცაა უკეთესი პირობები, სამუშაო ადგილები, ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოები, მეტი მობილურობა ჩვენ შორის, ადამიანებს შორის კონტაქტები, ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობები ევროკავშირში და უფრო მარტივი მოგზაურობის პირობები, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, განაპირობებს ჩვენი თანამშრომლობის მეორე ფაზაში შესვლას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ გარდაქმნას, არამედ ახალი საქართველოს შექმნას, რომელიც უკეთ იზრუნებს თავის მოქალაქეებზე.

ინტერვიუ გაქვეყნდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტის ფარგლებში

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური