ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო წარადგენს ინფორმაციას 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 15:59

პარასკევს, 3 ნოემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო მედიის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ.

2015-2017 წლებში საქართველოში რვა პროექტი განხორციელდა, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო 10% კი - ევროპის საბჭოს მიერ. პროექტები შეეხებოდა (1) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; (2) ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; (3) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; (4) ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესება; (5) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; (6) მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; (7) ინტერნეტ თავისუფლების დაცვას (8) ასევე არჩევნების მხარდაჭერას.

ამ პროექტების გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობა მიიღო 14 რეგიონალურ ინიციატივაში.

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელძღვანელი, ინგა კუბეცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ‘პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’ ეროვნული კოორდინატორი გახსნიან პრეზენტაციათა ნაწილს და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 2017 წლის 3 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში, 26 მაისის მოედანი 1. უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი დონორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 16:10

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიური ასამბლეა
25-27 ოქტომბერს ტალინში  ჩატარდება ევროპის კავშირის საბჭოს ესტონეთის სახელმწიფოს თავმჯდომარეობის ქვეშ.

სამდღიანი ღონისძიება სახელწოდებით „რეალური შედეგები ხალხისთვის: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვა 2020 წელს და მას შემდეგ“, ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკაზე და სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე უკეთესი მმართველობისათვის ამ ქვეყნებში.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან საუკეთესო მაკონტროლებლები იმ რეფორმებისა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ისინი წარმოადგენენ ძალას კორუფციის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელ ძალას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია გარემოს გაუმჯობესება და სხვა. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთი გვჭირდება, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა რეალობად იქცეს.“

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი ვასრულებთ დანაპირებს და მივყვებით სოციალური ინოვაციების ტენდენციებს ჩვენს მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული გაფართოებული მხარდაჭერის პროცესში. პარტნიორული ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციებით, ძლიერი ლიდერობა და  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მმართველობითი ფუნქციის გასაძლიერებლად უფრო ეფექტური მექანიზმები  - ეს ყველაფერი ჩვენი განახლებული მეთოდების კომპლექსის ნაწილს შეადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებთან იმ სფეროებში დაგვაახლოვებს, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საკოორდინაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ ჰენადი მაკსაკმა აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოებას სჯერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მომავლის, და ამ რწმენის საფუძველს საერთო ფასეულობები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება იძლევა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გარემოს შემქნას, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას რეფორმის სტრატეგიაში“.

კონფერენცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას შემდეგი საკითხების განსახილველად: გაუმჯობესებული მმართველობა, დიალოგი მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის გამჭვირვალობის მხარდასაჭერად და ინკლუზიური მიდგომები ეკონომიკური განვითარებისადმი. დისკუსიები ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების როლს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მედია-კომპეტენტურობის განვითარების საკითხებში.

მონაწილეები მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციას, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემდგომი დემოკრატიული განვითარების ძირითად ბარიერები და კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ამ ბარიერების დასაძლევად.

ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების ზრდის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2014-დან 2016 წლამდე ევროკავშირმა რეგიონის მასშტაბით 260-მდე ახალი პროექტი დააფინანსა და ეს დახმარება 600-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის ორგანიზატორები არიან ესტონეთი, როგორც ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და რეფორმების და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერა მთელ რეგიონში.

ღონისძიება იმართება ორ წელიწადში ერთხელ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის თანმხლები ღონისძიება, რომელიც ამა წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში ჩატარდება. 

ევროკავშირის პროგრამა ქართულ აუდიტორიას უფასო ონლაინ-გაკვეთილებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 12:47

 ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტერნეტპროგრამა "კულტურა და შემოქმედებითობა" ქართველ მომხმარებელს ახალ უფასო ონლაინ-კურსებს სთავაზობს.

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისა და ექსპერტების ინტერაქტიული გაკვეთილები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებს ეხება. კურსების გავლა დაგეხმარებათ შეისწავლოთ, როგორ მიიზიდოთ ფულადი სახსრები და რესურსები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად, როგორ განავითაროთ კულტურული ინიციატივები და მოახდინოთ მათი რეალიზება ბიზნესში, როგორ განათავსოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაცია სწორად და თქვენთვის ხელსაყრელად, და ბევრი სხვა.

 

თითოეულ კურსში მრავლადაა მოყვანილი ამა თუ იმ იდეის რეალიზების მაგალითი, დამატებითი ინფორმაცია, ცხრილები და განმარტებები. ყველას, ვინც გაივლის და წარმატებით დაასრულებს ონლაინ-კურსებს, ევროკავშირის პროგრამის სერტიფიკატები გადაეცემა. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა კანდიდატებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ კარიერას და სურთ რეზიუმე გაიუმჯობესონ, ისე იმ სპეციალისტებსაც, რომლებიც უკვე მუშაობენ კულტურულ მენეჯმენტში.

კურსი "DIGITAL-კომუნიკაციები"

კურსის განმავლობაში შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ და წარმატებით განახორციელოთ ონლაინ-კომუნიკაციის სტრატეგია. ამ კურსის ლექტორია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" სპეციალისტი ანასტასია ნურჟინსკაია. ის უკვე 15 წელია ატარებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიებს კულტურული ინდუსტრიების განვითარების, რეფორმების განხორციელებისა და სოციალური ცვლილებების მიმართულებით. ექსპერტი სამი ლექციის განმავლობაში მოგითხრობთ ვებსაიტების მენეჯმენტზე, სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებაზე; შეგასწავლით, როგორ შეიძლება გახადოთ კონტენტი მიმზიდველი და სასარგებლო ინტერნეტაუდიტორიისთვის.

DIGITAL-კომუნიკაციების კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/digital-communication

კურსი "კულტურულისტრატეგიები"

ეს კურსი ოთხი ლექციისგან შედგება. მისი გავლა დაგეხმარებათ აითვისოთ, როგორ იქმნება სტრატეგია კულტურული ორგანიზაციისთვის, როგორ დგება დოკუმენტაცია, რომელიც რეალურ ეფექტს იძლევა. კურსს უძღვება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" სპეციალისტი რანგარ სიილი. ის ათ წელზე მეტია მუშაობს სახელმწიფო, არაკომერციულ და ბიზნესორგანიზაციებთან. ლექციებზე სპეციალისტი მოგითხრობთ ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზის, მათი პოტენციალის გაზომვისა და მუშაობის ეფექტურობის ახალ მეთოდებზე.

"კულტურული სტრატეგიების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-strategy

კურსიფინანსებისმოსაზიდად "ფანდრაიზინგისსტრატეგიები"

როგორ უნდა მოძებნოთ ფინანსური დონორები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად კულტურის სფეროში და როგორ უნდა დაამყაროთ მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა — ამის თაობაზე ოთხი ლექციის განმავლობაში გესაუბრებათ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" ხელმძღვანელი ტიმ უილიამსი. ის უკვე 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტებს კულტურულ სექტორში. ექსპერტი გიამბობთ დაფინანსების მოძიებისა და მიზიდვის ძირითად ეტაპებზე, დაწყებული კვლევებითა და აუცილებელი დონორების შერჩევით, დასრულებული პირადი კონტაქტების დამყარებით.

"ფანდრაიზინგის სტრატეგიების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/fundraising-strategy

კურსი "შემოქმედებითეკონომიკაშიფასეულობებისშექმნა"

კურსის მსმენელებს შემოთავაზებული ექვსი ლექცია შესაძლებლობას მისცემს გაერკვნენ კრეატიული ეკონომიკის ძირითად ელემენტებში და ასევე შეისწავლონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის ჩამოსაყალიბებლად. კურსის ლექტორია ვლადიმირ ვორობეი, სააგენტო PPV Knowledge Networks-ის ეკონომიკური განვითარების დირექტორი. ექპერტი გიამბობთ, როგორ უნდა შეფასდეს ბაზარი და შეირჩეს ნიშა, გასწავლით კლიენტის პროფილის შედგენასა და უნიკალური კონკურენტული შეთავაზების ფორმულირებას.

"შემოქმედებით ეკონომიკაში ფასეულობების შექმნის" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/creating-value-in-creative-economy

კურსი "კულტურულიჟურნალისტიკა"

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი მაია ჯაგი, რომელიც უკვე 25 წელია თანამშრომლობს The Guardian-თან, Financial Times-თან, Economist-თან და სხვა მსოფლიო სახელის მქონე გამოცემებთან, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მისი ოთხი ლექცია დაგეხმარებათ გაერკვეთ, რა არის კრიტიკული წერილის საფუძვლები, როგორ უნდა მოემზადოთ ავტორებთან, მხატვრებთან და შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებთან ინტერვიუსთვის; ისწავლით ტექსტის სწორად გაფორმებას და აუდიტორიის დაინტერესებას. ჟურნალისტი მაია ჯაგი ცნობილია იმით, რომ ლიტერატურაში ნობელის პრემიის 12 ლაურეატთან აქვს ჩაწერილი ინტერვიუ.

"კულტურული ჟურნალისტიკის" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-journalism-course

კურსი "კომუნიკაციები

ამ კურსის ხუთი ლექცია დაგეხმარებათ ისწავლოთ, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი უფრო ეფექტურად თქვენი პროექტის წინ წაწევას. ევროკავშირის პროგრამის ექსპერტი კომუნიკაციების განხრით ანდრეი კულაკოვი იმ ძირითად წესებსა და რეკომენდაციებზე გიამბობთ, რომლებიც მედიასთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაოდაა საჭირო. მისი ლექციები გაგარკვევთ საკომუნიკაციო სტრატეგიების ძირითად ელემენტებში და შეგასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი შეტყობინებები და არხები და მიუსადაგოთ ისინი მიზნობრივ აუდიტორიას.

"კომუნიკაციების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/communication-course

ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 17:46

ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში, 2017 წ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის რეპრეზენტატიული კვლევა საქართველოში, რომელიც დაფუძნებული იყო 1000 ადამიანთან პირისპირ ჩატარებულ ინტერვიუზე. ქვემოთ მოცემულია კვლევის  ძირითადი შედეგები - დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინფოგრაფიკებსა და ანგარიშებში ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით.

კვლევის ძირითადი შედეგები

  • საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, სადაც მოსახლეობის 59%-ი  დადებითი აზრისაა ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
  • საქართველოს მოქალაქეთა 83% დადებითი აზრისაა ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების შესახებ - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75% იყო შარშან, რაც საგრძნობლად აღემატება რეგიონში არსებულ იმავე საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.  
  • საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც აღემატებაგაეროს (56%) და ნატოს (54%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
  • საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია (ეს მაჩვენებელი 59% იყო 2016 წელს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი  53%-ს შეადგენდა).

ბმულები

2017 წლის ანგარიში, საქართველო  - ინფოგრაფიკა, საქართველო, 2017 წ: http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-georgia  

რეგიონული მიმოხილვა (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-regional-overview

ზოგადი ინფორმაცია

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“  ინიციატივით 2017 წლის მარტი-მაისის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, კვლევის პირველი ეტაპი კი 2016 წელს განხორციელდა. 

 

ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 16:27

ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული  საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებში 

ახალი პრიორიტეტები 2020 წლამდე

EU4DIGITAL

უკეთესი ციფრული გარემო

სატელეკომუნიკაციო წესები, მათ შორის საერთო როუმინგის სივრცე

ინოვაციების მხარდაჭერა და სტარტაპები

საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევა

ციფრული უნარები

ელექტრონული სერვისების ძირითადი ელემენტებით უზრუნველყოფა 

ელექტრონული იდენტიფიკაცია

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი

კიბერ  უსაფრთხოება

მოქალაქეებისადაბიზნესმენებისთვისელექტრონულისერვისებისგანვითარება

ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული საბაჟო, ელექტრონული კომერცია, ელექტრონული ლოჯისტიკა

ელექტრონული დემოკრატიის აპლიკაციები მთავრობებისთვის

ელექტრონული ჯანდაცვა

 

ძირითადი აქცენტები:

 

  1.  სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა  და უკრაინაში როუმინგის ტარიფების შემცირება.
  2. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ელექტრონული სერვისების განვითარებას ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის.
  3. 3.      უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ახალ ციფრულ ინდუსტრიებში.

 

სხვადასხვა  ქვეყნის  მაგალითები

 

სომხეთი

ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციის, ელექტრონული სამოქალაქო რეესტრის, ელექტრონული პოლიციის, ელექტრონული ნოტარიუსის, ელექტრონული პენიტენციალური სისტემის, ელექტრონული მოქალაქისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის სისტემების განვითარება

 

აზერბაიჯანი

საჯარო სექტორისათვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისების  განვითარება, ელექტრონულ კომერციაზე აქცენტით

 

ბელორუსი

ავტომატური ვიდეო-კონტროლის სისტემების დანერგვა „ნოვაია ჰუტა-ნოვი იარილოვიჩი“ საზღვარზე

 

საქართველო

ელექტრონული  დემოკრატიისა  და  ინფორმაციული უსაფრთხოების  გამოცდილების გაზიარება   ელექტრონული  მმართველობის  ხელშეწყობისა  და  მოქალაქეთა ელექტრონული  სერვისების  განვითარებისათვის

 

მოლდოვა

საკომუნიკაციო ქსელების გაუმჯობესება და საზღვრის  მართვის  ელექტრონული სისტემების განვითარება

 

უკრაინა

ფინანსური სექტორისთვის ახალი ინტეგრირებული ონლაინ სისტემების უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ელექტრონული მმართველობის გადაწყვეტების შეთავაზება

 

რეგიონული მასშტაბით

 

EaP Connect

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად

€ 13 მილიონი

პროქტის ხანგრძლივობა:  2015-2020წწ.

 

  • ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის მაღალსიჩქარიანი ციფრული კავშირების გაუმჯობესება
  • გლობალურ კვლევებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მეცნიერებისათვის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
  • აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლევითი და საგანმანათლებლო ქსელის განვითარება
  • Wi-Fi- ს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
  • სარგებელი ორ მილიონზე მეტი მეცნიერის, აკადემიკოსის და სტუდენტისათვის 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  

 

www.eapconnect.eu

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აქ : http://nwsr.eu/rkryuqOkZ [1] [1]

"საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია"- ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:30

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა: „საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში. აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი როგორც ამ ფორმატში, ისე ასოცირების საბჭოს ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას.“- განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ერთობლივი ინტერესის საკითხებზე მიზნობრივი დიალოგის დაწყებას „ამ ურთიერთდაკავშირებულ, კონკურენტულ და რთულ სამყაროში, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კონვენციური და ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერ-დანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე-“დასძინა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თავმჯდომარეობა, ჩართულობის პოლიტიკა აღიარებისა და ფინასური დახმარების გარეშე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული დიალოგის დაწყების ინიციატივით დეკემბერში, ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოვიდა, რის შემდეგაც საკუთარი ხედვა და ზოგადი მიზნები წარადგინა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 13:37

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი გმობს მიმდინარე ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიერთებისკენ მიმართულ ზომებს, რაც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. 

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

„კომიტეტი გმობს რუსეთის ნაბიჯებს, რომლებიც ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას იწვევს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ინტენსიურ მილიტარიზაციას, მავთულხლართების გამბას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, უკანონო დაკავებებს და გატაცებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების უხეშ დარღვევებს, რასაც სულ უფრო მეტად ახასიათებს ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის ნიშნები.

ასევე კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. 

კომიტეტმა განცხადება და რეკომენდაციები დღეს მიიღო. 

”საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის დღის წესრიგის მიხედვით ახალ მნიშვნელოვან მიღწევებში გამოიხატა. კერძოდ, 2017 წლის 28 მარტს ძალაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა შევიდა, 2017 წლის 1-ელ ივლისს კი საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას შეუერთდა”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანელიძე: რეალობაა რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 12:01

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს
ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ.ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები”-განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ  ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე  პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის  დასახულია თანამშრომლობის გეგმა - 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო  პოზიცია  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”-განაცხადა მინისტრმა.
ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.

საქართველოში მთავრდება ევროკავშირის დაფინანსებული დასაქმების პროექტი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდობის მონაწილეობით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:58

ნდობის აღდგენა, ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართველ და ქისტ ახალგაზრდებს შორის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითად საკითხს, რომელიც საქართველოში გასულ კვირას დასრულდა.
პროექტი სათაურით „დასაქმების ინიციატივების და ურთიერთობის გამოყენება ნდობის აღსადგენად ეთნოსებს შორის საქართველოში“ (LINC) მოიცავდა პროგრამას „დასაქმების ავტობუსი“ (Employment Shuttle), რომლის საშუალებით განხორციელდა სწავლება, და რომელიც დაეხმარა მონაწილეებს თანამშრომლობაში პერსონალური და პროფესიული განვითარების მიზნით.
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიხედვით, ხუთთვიანმა პროგრამამ ხელი შეუწყო დასაქმების კვლევას და თვითდასაქმების შესაძლებლობებს, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებას. მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს პროექტის წერა, კულტურათაშორისი ურთიერთობები და დროის მენეჯმენტი.  კახეთის რეგიონში მდებარე ახმეტასა და პანკისში ორი დასაქმების ავტობუსი ერთმანეთს თვეში ორჯერ ახვედრებდა იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ და ქისტ ახალგაზრდებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული LINC პროექტი განხორციელდა საქართველოში "ქმედება შიმშილის წინააღმდეგ" ორგანიზაციის მიერ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე:
http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/eu-funded-employment-project-bringing-together-youth-different-ethnic

პროგრამა ჰორიზონტი 2020 სუფთა ენერგის კვლევებისთვის 105 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:52

ევროკავშირის ჰორიზონტი 2020-ის სამუშაო პროგრამით 'უსაფრთხო, სუფთა და ეფექტიანი ენერგია' აპლიკანტებს 7 სექტემბრამდე ჯერ კიდევ შეუძლიათ საპროექტო წინადადებების წარდგენა, რომელთა მიზანია ინოვაციური განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დემონსტრირება.
მთლიანი არსებული ბიუჯეტია 105 მილიონი ევრო, რომელიც განაწილებულია 
ნახშირბადის დაბალი დონის ენერგიის საჭიროების საკონკურსო საპროექტო კვლევითი და ინოვაციური წინადადებების შემდეგ ცხრა თემატიკაზე:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ ორგანიზაციას იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების მიღების უფლება.
სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და უირაინა არიან ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული ქვეყნები, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობის პირობებით, ხოლო აზერბაიჯანი და ბელარუსი არიან იმ 130-მდე განვითარებად ქვეყანას შორის, რომლებიც ავტომატურად არიან უფლებამოსილი დაფინანსების მიღებაზე.
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე:

http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/eu105-million-available-clean-energy-research-under-horizon-2020

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური