საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:13

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს შორის იქნება რეგულარული კომუნიკაციის არხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი ფორუმი სამივე ქვეყნისთვის, სადაც ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივებზე, განვიხილეთ თუ რას ველოდებით რიგის სამიტიდან და რა იქნება სამიტის შემდეგ. შევთანხმდით, რომ სამივე პარლამენტი კომიტეტების დონეზე ითანამშრომლებს. ეს იყო მოკავშირე, მეგობარი ქვეყნების ძალიან დამუხტული, საქმიანი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი მომავალზე გაკეთდა, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ურთულესი გზა“, - განუცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინა დღეს განიცდის იგივეს, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა. უკრაინამ მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიჩუმე ამჯობინეს, რამაც განაპირობა არა მხოლოდ ის რომ გაეგრძელებინა რუსეთს თავისი აგრესია საქართველოში, არამედ ის რომ წამოეწყო ომი უკრაინასთანაც. ჩვენ როგორც არავის ისე გვესმის რა ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა გვინდა.

ამ კონფერენციას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ, გვჯერა, რომ რიგაში 21-22 მაისს მოვისმენთ მკაფიო გადაწყვეტილებას თუ როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ევროპული პერსპექტივები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ წააგებს არა მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არამედ მთლიანად ევროპა. რადგან გვჯერა, რუსეთის აგრესია არ გაჩერდება. ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე მიღებული იქნას მკაფიო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გერაშენკომ. „დაისახა კონკრეტული გეგმები, მათ შორის, რიგის სამიტისთვის მოწოდება იმისა, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან, ისევე როგორც მოლდოვასთან დაწესდეს უვიზო რეჟიმი; ის რომ ამ ქვეყნებს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტი საქართველო- მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმი - „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ ორ დღეს გრძელდებოდა.

„ევროპაზე უკეთესი პარტნორი არ გვყავს“- აკაკი ასათიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:43

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის თქმით, დღევანდელი  სიტუაცია იმაზე მიგვითითებს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ჩვენ, და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს, ევროპაზე უკეთესი პარტნიორი არ გვყავს. „ჩვენ და ევროპა რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ევროპა დღეს გადაიქცა რუსეთ-ამერიკის ჭიდილის ასპარეზად, რომლის განაპირა კუთხეში ქართველები ვართ. ჩვენ კი ძალიან ცუდ, „გაცვლითი ხურდის“  როლში ვართ. ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ, რაც ქვეყნის წინსვლაში დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში აკაკი ასათიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ, „შეიძლება, ბევრს აღიზიანებს ის მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ახლა ამერიკა უზრუნველჰყოფს, მაგრამ, სანამ უკეთესი წესრიგი არ გამოჩნდება, ანგარიში მათ უნდა გავუწიოთ , რაც, არამც თუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ან ეკონომიკური თავლსაზრისით, სულაც არ ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირებას“ .

გვერდი 21/ 21-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური