ევროკავშირის შემფასებელი მისია საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 11:43

საქართველოში დღეს ევროკავშირის შემფასებელი მისია ჩამოდის. შეხვედრაზე 4 ძირთადი საკითხი განიხილება - თავშესაფარი, მიგრაცია, ტრეფიკინგი და კორუფცია.

სხვადასხვა წევრი ქვეყნების ექსპერტები ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს 15 დეკემბერს გამოაქვეყნებენ.

სამუშაო შეხვედრები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:40

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა. 

შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართეს. 

შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. 

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განაცხადა მიმდინარე წლის მაისიდან- 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები, ამ კუთხით გააქტიურდა საინფორმაციო კამპანია. 

გიგი გიგიაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 10:30

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. 

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს იმ ქმედებებსა და გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა.

შეხვედრის დროს გიგი გიგიაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მე-4 ანგარიში საბოლოო იქნება.

შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და მათი მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:04

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას:
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებულს საერთაშორისო სამართლითა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით, გაეროს წესდებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისად.
ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას.
აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან" ერთად.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთშიელჩის დასახელებასა და ვენესუელასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 10:02

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის ღონისძიებებს,ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე.

 

 

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 10:55

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის წევრებს შეხვდა თეა წულუკიანი. დელეგაცია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობით და ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებით დაინტერესდა.

მისიის წევრებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმის შესახებ. 

ევროკავშირი ფერმერების დასახმარებლად 500 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 13:54

ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ფერმერებისათვის დახმარების სახით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადეს. 
"ბიბისის" ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელმა ფერმერებმა ბრიუსელში ათასიანი აქცია გამართეს. ძირითადად ბელგიელი, ფრანგი და გერმანელი ფერემრები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაცემას აპროტესტებენ. მათ ტრაქტორებით ბრიუსელის ქუჩები გადაკეტეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვედრას მართავდნენ. იყო შეხლა-შემოხლაც.
გამოყოფილი თანხა ძირითადად რძის მწარმოებლებს მოხმარდება, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა რუსეთის მიერ ევროკავშირის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ. 
ევროპულ რძის პროდუქტებსა და ხორცზე ფასების დაცემა ასევე ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირებამაც გამოიწვია. 

დემურ გიორხელიძე: “საქართველო ჯერ მზად არ არის ევროპის ბაზარზე გასასვლელად“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 13:53

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის თქმით, საქართველო ჯერ მზად არ არის ისეთი მოცულობის ბაზარზე გასასვლელად, როგორც ევროპაა. „ჩვენ არ გვაქვს სერიოზული პროდუქცია, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ევროპის მომხმარებელი. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სტაბილურები, ევროპაში რაღაცის სტაბილურად გაყიდვა კი ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მიეჩვევა გარკვეულ პროდუქციას და მას სტაბილურად დასჭირდება შენი პროდუქცია“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში დემურ გიორხელიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე მიწოდებისათვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და  ხარისხის კონტროლია საჭირო.

 

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:13

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს შორის იქნება რეგულარული კომუნიკაციის არხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი ფორუმი სამივე ქვეყნისთვის, სადაც ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივებზე, განვიხილეთ თუ რას ველოდებით რიგის სამიტიდან და რა იქნება სამიტის შემდეგ. შევთანხმდით, რომ სამივე პარლამენტი კომიტეტების დონეზე ითანამშრომლებს. ეს იყო მოკავშირე, მეგობარი ქვეყნების ძალიან დამუხტული, საქმიანი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი მომავალზე გაკეთდა, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ურთულესი გზა“, - განუცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინა დღეს განიცდის იგივეს, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა. უკრაინამ მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიჩუმე ამჯობინეს, რამაც განაპირობა არა მხოლოდ ის რომ გაეგრძელებინა რუსეთს თავისი აგრესია საქართველოში, არამედ ის რომ წამოეწყო ომი უკრაინასთანაც. ჩვენ როგორც არავის ისე გვესმის რა ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა გვინდა.

ამ კონფერენციას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ, გვჯერა, რომ რიგაში 21-22 მაისს მოვისმენთ მკაფიო გადაწყვეტილებას თუ როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ევროპული პერსპექტივები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ წააგებს არა მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არამედ მთლიანად ევროპა. რადგან გვჯერა, რუსეთის აგრესია არ გაჩერდება. ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე მიღებული იქნას მკაფიო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გერაშენკომ. „დაისახა კონკრეტული გეგმები, მათ შორის, რიგის სამიტისთვის მოწოდება იმისა, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან, ისევე როგორც მოლდოვასთან დაწესდეს უვიზო რეჟიმი; ის რომ ამ ქვეყნებს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტი საქართველო- მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმი - „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ ორ დღეს გრძელდებოდა.

„ევროპაზე უკეთესი პარტნორი არ გვყავს“- აკაკი ასათიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:43

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის თქმით, დღევანდელი  სიტუაცია იმაზე მიგვითითებს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ჩვენ, და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს, ევროპაზე უკეთესი პარტნიორი არ გვყავს. „ჩვენ და ევროპა რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ევროპა დღეს გადაიქცა რუსეთ-ამერიკის ჭიდილის ასპარეზად, რომლის განაპირა კუთხეში ქართველები ვართ. ჩვენ კი ძალიან ცუდ, „გაცვლითი ხურდის“  როლში ვართ. ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ, რაც ქვეყნის წინსვლაში დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში აკაკი ასათიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ, „შეიძლება, ბევრს აღიზიანებს ის მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ახლა ამერიკა უზრუნველჰყოფს, მაგრამ, სანამ უკეთესი წესრიგი არ გამოჩნდება, ანგარიში მათ უნდა გავუწიოთ , რაც, არამც თუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ან ეკონომიკური თავლსაზრისით, სულაც არ ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირებას“ .

გვერდი 20/ 20-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური