ჩოგბურთი: საქართველოVSდანია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 05 მარტი 2016 15:08

ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.
ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.
ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური