ევა ბარბაქაძის მორიგი იმიჯის ცვლილებამ ყველა აღაფრთოვანა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 23:46

ევა ბარბაქაძე ბოლო დროს თმის ფერს ხშირად იცვლის. მისი თმა, ხან ვარდისფერია, ხან ღია ყავისფერი და ხან ქერა. 

ამჯერად, შორენა ბეგაშვილის ქალიშილს, რომელიც გადატანილი ტრამვის შემდეგ მთელმა საქართველომ შეიყვარა, ქერა თმა აქვს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ევას ფოტოებს კვლავ უამრავი მოწონება აქვს და ფოტოს კომენტარებში უამრავ კომპლიმენტს ვკითხულობთ. 

Rating

Rating

 

"ყოჩაღი გოგო"- ევა ბარბაქაძე რეაბილიტაციას თბილისში აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 19:33

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თბილისში რეაბილიტაციას აქტიურად გადის. ავას ფოტოს შორენა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ევა ორ თვეში კი კვლავ დაბრუნდება თურქეთში, კიდევ ერთი, ბოლო ოპერაციის გასაკეთებლად.

თბილისში დაბრუნებული ევა ნატალია ყიფშიძის დაბდების დღეზე გამოჩნდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 00:12

თბილისში დაბრუნებული ევა, კრისტი ყიფშიძის შვილის დაბადების დღეზე გამოჩნდა. „და მთავარი საჩუქარი ნატალიას დაბადების დღეზე ევა“ - ასე ასათაურებს ფბ-ის პირად გვერდზე ატვირთულ ფოტოს კრისტი ყიფშიძე.

„ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ“ - ევა ბარბაქაძის ახალი ფოტოები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:04

უამრავი კომენტარი მოჰყვა შორენა ბეგაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს. „ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ, როგორ გიხდება ღიმილი“ - ამოიკითხავთ კომენტარებში. „გადაცემა ექიმები ჩვენთან სტუმრად“ - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს შორენა ბეგაშვილი.

შორენა ბეგაშვილის და ევა ბარბაქაძის ახალმა ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 21:19

შორენ ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

13615279_1116732225032466_7275621665857666057_n

რა საჩუქარი ელოდება ევა ბარბაქაძეს თბილისში?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 12:46

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, უკვე თვეზე მეტია თურქეთში იმყოფება, სადაც ევა რეაბილიტაციის კურს წარმატებით გადის. თბილისში კი მათ უამრავი გულშემატკივარი დატოვეს და ყველას დიდი იმედი აქვს რომ ევა საქართველოში სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდება. როგორც ირკვევა თბილისში დაბრუნებულ ევას, შინ ძალიან ლამაზი და კარგი საჩუქარი დახვდება. ოჯახის ახლობლებმა ევას განწყობაზე წინასწარ იზრუნეს და მას ბოს ჯიშის ოთხფეხა მეგობარი აჩუქეს. 

 

“ძლიერი გოგო ხარ” – ევა ინსტაგრამზე ახალ ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:32

შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ინსტაგრამზე ახალ ფოტოს გვიზიარებს. ფოტომ უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.

“ძლიერი გოგო ხარ”, “საყვარელოო”, “ყველაზე საყვარელი, ყველაზე მაგარი გოგო ხარ”, “ევა მაგარი გოგო ხარ” – წერენ კომენტარებში.

ge

“დავიწყე ყვირილი და ისტერიკა, მამაჩემი გავაგდე ოთახიდან“ – ევა ბარბაქაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:28

შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკაში მამასთან შეხვედრას იხსენებს. როგორც ბარბაქაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მან მამა პალატიდან გააგდო.
„როდესაც საავადმყოფოში გონზე მოვედი, დედაჩემი თავს დამტრიალებდა, თურმე მამაჩემიც მოსული იყო. ამ დროს ისეთი სიტუაცია იყო, რომ დედაჩემი 1 საათით უნდა გასულიყო თავის დასაბანად. მამაჩემი დარჩა ჩემთან და დამიწყო გამოკითხვა, მკითხა ეს გადმოვარდნა არ ყოფილა ხო? გადმოგაგდეს ხო? და ასეთი კითხვები… მაშინვე დავიწყე ყვირილი და ისტერიკა, მამაჩემი გავაგდე ოთახიდან“ , – წერს ევა ბარბაქაძე ფეისბუქის გვერდზე.

ევა ბარბაქაძესთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე სასწრაფო დახმარების ცენტრის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 აპრილი 2016 16:40

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 31 მარტს, სოციალურ ქსელშიგევრცელებული ინფორმაციის თანახმად , თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული.

"მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს. 

საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა. 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი. 

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარეობის საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია", - ნათქვამია განცხადებაში.

თვითმხილველი ევას ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:37

 ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, ირაკლი ჩორგოლაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

ვფიქრობ ყველამ იცით რამოდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა მე5-ე სართულიდან. მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად აღვწერო განვითარებული მოვლენები.შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112 Georgia/112 საქართველო და შევატყობინე მომხდარის შესახებ, აქვე ვუთხარი რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა... გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის(პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი(ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე რომ კისერი არ დაუფიქსირეს...
გადააწვინეს საკაცეზე ადამიანი რომელიც მე5-ე სართულიდან გადმოვარდა,სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო და მიუხედავად დიდი სურვილისა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა გოგონას რაიმეთი დავხმარებოდით და მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა, ვცდილობდით მისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა რადგან ისეთი დილეტანტისათვისაც კი, როგორიც მე ვარ პირველადი დახმარების აღმოჩენაში, ცხადი იყო რომ მისი განძრევა ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან სავარაუდოდ ხერხემალი და შეიძლება ფუძის ძვალიც კი დაზიანებული ჰქონდა და მისი განძრევა ამ მდგომარეობაში შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატარა გოგონას, სასწრაფო დახმარებაში მომუშავე "პროფესიონალები" აწვენენ საკაცეზე და არ უფიქსირებენ კისერს! 

ახლა მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან 112 Georgia/112 საქართველო1. თუ არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის ბრიგადები, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს სწრაფად აღმოუჩინოთ დახმარება, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და თითოეული წამი გადამწყვეტია, რატომ არ ამატებთ ბრიგადებს?2. რატომ არ ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხმოვანი სიგნალები ჩართული და რატომ მოსეირნობდა მშვიდად და აუღელვებლად?3. რატომ არ დაუფიქსირეს ადამიანს კისერი, როცა სახეზე იყო მრავლობითი მოტეხილობები გამოწვეული სიმაღლიდან ვარდნის გამო?აქვე დიდი "სიყვარულით" მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს ვინც არ ატარებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, სახანძრო დახმარების მანქანასა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც კი.აუცილებლათ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე უნდა გამოსცადოთ ის საშინელება, რაც შეიძლება მათ დაგვიანებას მოჰყვეს?

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური