ეგვიპტის ვიზების აღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 11 ივნისი 2017 14:23

ეგვიპტეში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ ვიზები ელექტრონული ფორმით აიღოს. ეგვიტის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტრონული ვიზების შემოღებით, ქვეყანაში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ნებისმიერ ტურისტს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია საელჩოში მისვლის გარეშე, ელექტრონულად შეავსოს ვიზის მისაღებად საჭირო საბუთები და ელექტრონულადვე გაადააგზავნოს. ამის გარდა, ელექტრონული ვიზის მფლობელები გამარტივებულად გაივლიან ქვეყანაში შესასვლელად საჭირო კონტროლის პროცედურებს.

ეგვიპტის ხელისუფლება ელექტრონული ვიზების მიღებას 1 ივნისიდან გეგმავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ვადამ გადაიწია.

თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაკავებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 20:29

ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიტერ პრესტონმა რომელიც 1975-1995 წლებში გაზეთ The Guardian-ის მთავარი რედაქტორი იყო და ეხლაც ამავე გაზეთის მიმომხილველია, თურქეთში ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. პიტერ პრესტონი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში.

″თურქეთში მედიაზე ზეწოლა ′გენერალი მღელვარებას′ აკონტროლებს″ სათაურით გასულ კვირას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრესტონი წერს, რომ ხელისუფლებამ მედიაზე ზეწოლით, უარყოფითი გაგებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

″ეს მსოფლიო რეკორდი სადმე დაწერეთ და დაიტირეთ: ბოლო მონაცემებით, ამჟამად თურქეთის ციხეებში 126 ჟურნალისტია -ეს იმაზე მეტია ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში. წარუმატებელი გადატრიალების მცდელობიდან დღემდე კი 2500-მდე თურქმა მწერალმა (მიმომხილველი), რედაქტორმა და რადიო-ტელევიზიის გამომცემელმა სამსახური დაკარგა. ქვეყანა, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ბოლო დროს ბორის ჯონსონი ითხოვს, პრესის თავისუფლების კუთხით მისი მდგომარეობა ასეთია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება? სინამდვილეში, რამდენადაც ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, იმდენად ბნელად გამოიყურება, იმიტომ, რომ დაპატიმრებების ორდერი და ბრალდებები მრავალფეროვანი, არეული და ხშირად ძალიან სულელურია. თურქეთში მხოლოდ გიულენთან სავარაუდო კავშირში მყოფ მწერლებს ან და შემთხვევით ტერორიზმის იარლიყით დადანაშაულებულ ქურთ ჟურნალისტებს არ დასდევენ″- წერს პრესტონი.

პიტერ პრესტონი თავის სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: ″ერდოღანი მარტო დარჩა და აგრესიულ კრიზისს ხომ არ განიცდის? პრესის თავისუფლებასთან ერთად ბევრი სხვა რამეც კვდება, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ოსტატობით ისე აჩვენებენ თითქოს ყველაფერს აკონტროლებენ. ამას შეგიძლიათ გენერალი (ან საერთო) მღელვარება უწოდოთ.″-განაცხადა მან.

ეგვიპტიდან თვითმფრინავი ქალის გამო გაიტაცეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 მარტი 2016 13:10

 "ბიბისი-ს" ინფორმაციით,  კლარნაკას აეროპორტში, გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა დატოვა.  ამ დროისთვის თვითმფრინავში მხოლოდ გამტაცებელი იმყოფება.
ცოტა ხნის წინ კვიპროსის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ იყო, არამედ ქალს უკავშირდება.
გამტაცებელმა ლაინერის ეკიპაჟს  კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში უბრძანა ჩასვლა, რადგან აეროპორტთან ახლოს  მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.

ეგვიპტეში სამგზავრო ლაინერი გაიტაცეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 მარტი 2016 11:01
ეგვიპტეში ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი გაიტაცეს. A320-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროსკენ მიფრინავდა, კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. ვრცელდება ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, ლაინერში, სულ ცოტა, ერთი შეიარაღებული გამტაცებელი იმყოფება. ავიაკომპანიაში კი იუწყებიან, რომ ბორტზე 80 მგზავრია. ამ დრომდე, სხვა დეტალები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში საგანგებოდ გაიხსნა ორი კრიზისული შტაბი.
 
 

მაშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:52
მაშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში. შემთხვევა გამთენიისას კაიროს მახლობლად მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე ათობით სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მედიკოსების განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების ვერსიით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია ეგვიპტეში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 29 ნოემბერი 2015 11:52

ეგვიპტეში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები იმ ტერორისტებს ეძებენ, რომლებმაც თავდასხმა გიზაში მოაწყვეს.

ორმა შეიარაღებულმა პირმა საგუშაგოსთან ცეცხლი გახსნა და 4 პოლიციელი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელებმა მოკლული ძალოვანების ჯავშან-ჟილეტები და იარაღი წაიღეს და ადგილიდან საკუთარი მანქანით მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ტერაქტი ადგილობრივი ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფებამ მოაწყო.

 

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:23

ტერორგანიზაცია DEAŞ-ის განცხადებით, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს. ამის შეასახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შარმ ელ შეიხის აეროპორტში არსებული სუსტი უსაფრთხოების ზომების მეშვეობით მათ შეძლეს ყუთის თვითმფრინავში ატანა.
ტერორგანიზაციის ინტერნეტგამოცემაში 31 დეკემბერს სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოგდებულ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავში ჩადებული ბომბის ფოტო გავრცელდა.
ინტერნეტგამოცემის მიხედვით, რომ მიუხედ იმისა, რომ მთავარი სამიზნე დასავლური ქვეყნებია, სირიაში ოპერაციების გამო რუსეთის წინააღმდეგ განახორციელეს ტერაქტი.
შეგახსენებთ, რომ ჩამოვარდნილ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავშიო 224 ადაამიანი დაიღუპა.

"ფრანს 2"- ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 08 ნოემბერი 2015 15:17

ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ფრანს 2", ერთ-ერთ გამომძიებელზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს ცნობით, შავი ყუთების ჩანაწერში აფეთქების ხმა ისმის, რომელიც ძრავის წყობიდან გამოსვლას არ უკავშირდება.
"ფრანს 2"-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. სააგენტო "რია ნოვოსტი", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს აფეთქების ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. 
თავის მხრივ, ტელეკომპანია "ენბისი" სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტელმა მებრძოლებმა "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელ პირებს რუსული ავიალაინერის ჩამოგდების შესახებ აცნობეს. 
მანამდე, აშშ_ისა და ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა არ გამორიცხეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ბორტზე დამონტაჯებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქთ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. 

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:36

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის ამსახველი ვიდეო–მასალა მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია, დღის ბოლოს კი ისლამისტურ საიტებზე დაიწერა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რადიკალ ისლამისტებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ შეძლეს თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მტკიცებულებად დაბალი ხარისხის რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" წერს.

თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას ეგვიპტის ხელისუფლება და სამხედრო ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, რეგიონში მოქმედი მებრძოლები არ ფლობენ ისეთ სისტემას, რომელსაც სამიზნის განადგურება 4 ათასი მეტრის სიმაღლის ზევით შეუძლია. ლაინერი კი, რადარებიდან გაუჩინარების მომენტში, თითქმის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

თვითმფრინავმა, რომელიც რეისს შარმ-ელშეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ არიშის მახლობლად განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ლაინერი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 3 უკრაინის, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის გამო რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ, ვლადიმერ პუტინმა კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:10

ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შაბათს რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 217-ი მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ყველა მათგანი დაღუპულია.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და დაადასტურეს თვითმფრინავის კატასტროფა.

ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური