საქართველოში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 31 მაისს სასტუმრო „ბილტმორში" მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი. „მინდა, რომ დავლოცო დღევანდელ დღეს ისრაელის ყველა მეგობარი, ისრაელის მაცხოვრებლები. ისრაელის დამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ისრაელის თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება. თქვეს რეგიონში მშვიდობა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის მსოფლიოს მშვიდობა, ამიტომ მინდა, დაგლოცოთ ყველანი, ღმერთი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა.საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
ებრაელი ხალხისთვის ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა : ნინო ჩხეიძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, თემურ წიკლაურმა, ლელა წურწუმიამ, მორის ჯანაშვილმა და თემურ ყვითელაშვილმა მიიღეს.