PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 10:29

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მადლიერების დღის აღსანიშნავად ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე ნებისმიერი მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.    

ბიტკოინი 10 წლისაა - მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტის დაბადების დღე საქართველოშიც აღნიშნეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 10:17

10 წელი პირველი კრიპტოვალუტის დაბადებიდან - ბიტკოინის საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ვირტუალური ფულის ათწლიან ისტორიას ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავი ერთ ლოკაციაზე - რესტორან „აფხაზეთში“ მოიყარეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო ხედვები გაუზიარეს.  

გამომსველებს შორის იყვნენ:  კრიპტო ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი,  investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია  და სხვები. ღონისძიებაზე ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ ამბასადორის წოდება მიანიჭა კრიპტოეკონომისტსა და ბლოგერს, ევგენი რომანენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა, მიაწოდოს მეზობელ ქვეყნებს  ინფორმაცია კრიპტოსაქართველოზე.

ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და გათამაშდა „ბიტკოინის“ ფორმის ე.წ. „კრიპტონაცხვრებიც“. მასპინძლებმა სტუმრები ქართულ ფოლკლორს და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებსაც აზიარეს. განსაკუთრებით საინტერესო კი მათთვის მეორე დღის ვოიაჟი აღმოჩნდა - კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებმა გლდანში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოინახულეს და ქართველი მაინერების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. მოგვიანებით მასპინძლებმა მათთვის კულტურული ტურის ორგანიზებაც მოახერხეს და მცხეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

„ქართველმა კრიპტოენთუზიასტებმა ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყეს. შესანიშნავი ღონისძიებაა! ეს არის რაღაც დიდის და კარგის დასაწყისი! ბედნიერები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ და ახლა. გილოცავთ ბიტკოინის დაბადების დღეს, კრიპტოკოლეგებო! „გაუმარჟოს საკარტველოს“! -  ვერ მალავდნენ ემოციებს უცხოელი სტუმრები.

ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზაციამ - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ, კოინმანიამ, საქართველოს ბიტკოინის საელჩომ, ოქროს საწმისმა და ლუნა გრუპმა - უმასპინძლა. მედიამხარდამჭერთა შორის კი Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log და სხვები აღმოჩდნენ.

„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში და ამგვარი ღონისძიებები კიდევ მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო კრიპტოსაზოგადოებაში. კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მთავრობის მხრიდან, თუმცა... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სასიკეთო ცვლილებებს“ - აღნიშნა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.

 ცნობისთვის,

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ტრანზაქციები ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში მოწმდება და საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება . ბიტკოინი შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე გადაიცვალოს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი არის ბიტკოინის მომხმარებელი (წყარო: ვიკიპედია).

ინფორმაცია კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 19:09

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

„28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს  საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. თუმცა  აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად, რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.

ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონ გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერ პროცედურას; მათ შორის,  დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, დაუშვებელია   სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 09:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

„რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მაისი 2018 15:43

ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
„რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.
პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.
გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.
ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.
ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.
„ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.
„სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
„ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

31 მარტი - აზერბაიჯანელების გენოციდის დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 მარტი 2018 10:18

1998 წლიდან 31 მარტს  აზერბაიჯანის რესპუბლიკა  სახელმწიფო დონეზე აღნიშნავს აზერბაიჯანელების გენოციდს. ეს არის ხალხის მიერ აზერბაიჯანის ისტორიაში, აზერბაიჯანელი ხალხის ბოლო ასწლეულის ტრაგიკული მოვლენებისადმი ხსოვნის გამოვლინება. მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტები, რეპრესიები, აზერბაიჯანელების მშობლიურ მიწებიდან გაძევების ფაქტები შეიძლება ჩაითვალოს მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ გვერდად. აზერბაიჯანელი ხალხის ამ ტრაგიკულ ისტორიაში სომხურ შოვინიზმის აშკარა კვალი არსებობს, რომელიც "დიდი სომხეთის" შექმნის იდეის ბოდვით ამ მიზნის მისაღწევად ყოველ ხერხსა და ქმედებას მიმართავდა.

სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ გატარებული გენოციდისა და აგრესიის პოლიტიკას 200 წლის ისტორია გააჩნია. ამ პოლიტიკის მიზანი იყო აზერბაიჯანელების მათი მშობლიური მიწებიდან გაძევება და ამ ტერიტორიებზე სომეხი ისტორიკოსებისა და იდეოლოგების მიერ შემუშავებული "დიდი სომხეთის" შექმნა. აზერბაიჯანელები თანდათანობით მშობლიურ მიწას ჩამოაშორეს, ხოლო ამ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებული სომხები განათავსეს, აზერბაიჯანის ტოპონიმები გასოხმურდნენ.  

XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სომხების ყარაბაღსა და ირევანის საყაენოს ტერიტორიაზე გადასახლებამ დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურ ცვლილებას შეუწყო ხელი.

მე ХIХ საუკუნეში, რუსეთ-ირანისა და რუსულ-თურქული ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანიდან 40 ათასი სომეხი იქნა გადასახლებული, 85 ათასი თურქეთიდან,  ირევანისა და ნახიჩევანის საყაენოს ტერიტორიაზე  "სომხური რეგიონი" იქნა ორგანიზებული. ფაქტიურად ეს იყო აზერბაიჯანის მიწების ხარჯზე შექმნილი მომავალი სომხეთის ფუნდამენტი. მოგახსენებთ, რომ იმ მომენტისათვის ირევანში ცხოვრობდა 7331 აზერბაიჯანელი და 2369 სომეხი. 1905 წელს სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების  მასიური ხოცვა-ჟლეტვა მათივე მშობლიურ მიწებზე  იქნა ჩადენილი, ასობით დასახლება იქნა განადგურებული. 1918 წლის გაზაფხულზე სომეხმა ნაციონალისტებმა, მათ შორის  ბოლშევიკების ნიღბის ქვეშ მზაკვრული დაშნაკის პოლიტიკის გამტარებელმა სტეფან შაუმიანმა და მისმა ხელთ არსებულნმა აზერბაიჯანელების მიმართ  განახორციელეს ბოროტქმედება ბაქოში, შამახში, გუბაში, ყარაბაღში, ლანკარანში, განჯაში, ზანგეზურსა და სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული სისასტიკით 70 ათასი უდანაშაულო ადამიანი იქნა განადგურებული, დედამიწის ზედაპირიდან ბევრი სოფელი წაიშალა, და მათი მაცხოვრებლები იქნენ გაძევებულნი.

აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილებად სომხეთისთვის გადაცემა 1920-იან წლებში, ჩვენი თანამემამულეების 1948-1953 წლებში საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით სომხეთდან დეპორტაცია, როგორც ცალკეული გეგმის კომპონენტები  ჩატარდა სპეციალური სცენარის მიხედვით. სომხეთისა და სსრკ-ის ხელმძღვანელობის მიერ პროვოცირებული  1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის ნაციონალისტების  სეპარატისტული გამოსვლა, რომელიც შემდეგომ გადაიზარდა რეალურ ფართომასშტაბიან ომში, დაახლოებით ერთი მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებობა, სომხების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის 20% ის ოკუპაცია - ეს აზერბაიჯანელ ხალხისადმი მიყენებული ჭრილობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სომეხი შოვინიზმებისა და "დიდი სომხეთის" აზრსმოკლებული იდეით მცხოვრების  მიერ იყო ჩადენილი.

მსხვილ სახელმწიფოებში არსებული უცხოური სომხური დიასპორისა და ლობის შესაძლებლობების გამოყენებით სომეხი ნაციონალისტები განაგრძობენ  "მრავალჭირვარამგადანახადი, დაჩაგრული სომეხი ერის" იმიჯის წარმოქმნას, ამავე დროს ცდილობდნენ  დაემალათ მათ მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის შესახებ სიმართლე  და ასევე ცდილობდნენ აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის ფაქტის მსოფლიო თანამეგობრობისათვის შეგუებას. თუმცა, აზერბაიჯანელ ხალხს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან სომეხი ნაციონალისტების  საშინელი ქმედებები, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მიიღებს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.

1998 წლის 26 მარტს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა განკარგულება "აზერბაიჯანელების გენოციდის შესახებ", ეს იყო პირველი დოკუმენტი, რომელმაც მისცა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება სომხების მიერ „დიდი სომხეთის“ შექმნის იდეის სახელით განხორციელებულ დანაშაულებს და ამ განკარგულების მიხედვით 31 მარტი აღინიშნება როგორც აზერბაიჯანელების გენოციდის დღე.

ნეტარი მეხსიერება ეთნიკური წმენდის ყველა მსხვერპლს!

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ხოჯალის გენოციდისა და ეროვნული გლოვის დღე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 11:21

1992 წლის 26 თებერვალს სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტომსროლელთა დივიზიის მონაწილეობით აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ უანალოგო ხოჯალის გენოციდი განახორციელეს. სომხებმა ქალაქ ხოჯალის მოსახლეობა დაარბიეს, ასობით კაცი, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები მხეცურად აწამეს და მოკლეს, ტყვეებად აიყვანეს, ქალაქი მიწის პირისაგან აღგავეს. ხოჯალის ოკუპაციის დროს მოსახლეობას ქალაქიდან გასასვლელად დერეფანი არ დაუტოვეს, უმოწყალოდ ამოხოცეს ყოველი სულიერი. ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელერეპორტიორის მიერ გადაღებულმა საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ათობით მოხუცის, ბავშვის და ქალის გვამი ატყავებლი იყო, სახეები ტყვიებით და ავტომატისა კონდახებით დაჩეხილი ჰქონდათ. ამ არაადამიანურმა მოქმედებებმა სომხების ნამდვილი სახე წარმოაჩინა. 

ხოჯალის მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი - მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი და  საშინელი სომხური ტანჯვა-წამების  მსხვერპლად იქცა. 150 კაცის ბედი კი დღემდე გაურკვეველია, ისინი უგზოუკვლოდ არიან  დაკარგული. ხოჯალიში ამოხოცილი 613 კაციდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული, 24-მა ბავშვმა მშობლები 130-მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა.

ეს მასობრივი და მხეცური ჟლეტვის აქტი სომეხთა მხრიდან აზერბაიჯანელთა სახელმწიფო დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამანადგურებელი პოლიტიკის ერთ-ერთი  ეტაპი იყო. მათი ეს ნამოქმედარი როგორც  უსასტიკესი არაადამიანური დასჯის მეთოდით შესრულებული მხეცობა და შავი ლაქასავით შემორჩება მსოფლიო ისტორიას.

ხოჯალი გასული საუკუნის ყველაზე დიდი  ტრაგედიაა. ხოჯალის ტრაგედია,როგორც  გენოციდის აქტი  მრავალი წლების მანძილზე დაუვიწყარი დარჩება. ხოჯალის  ტრაგედია, ეს არის სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის სისხლიანი ფურცელი.

ქალაქ ხოჯალის ოკუპაციის დროს  მშვიდობიანი აზერბაიჯანელი  მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური სისასტიკის განმახორციელებლები და ჟენევის კონვენციის,”ადამიანის უფლებების შესახებ“ საერთო  დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის მიერ 10.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) 2,3,5,9 და 17 მუხლების, “ სამხედრო კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების დაცვის შესახებ “დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 14.12.1974 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული)“, გენოციდის დანაშაულთა წინააღმდეგ და დამნაშავეთა დასჯის შესახებ“ კონვენციის (გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 09.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) მოთხოვნათა უხეშად დამრღვევები დღემდე არ არიან დასჯილნი. დაუსჯელობის გარემო კი პირობებს ქმნის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 25 თებერვალი საქართველოში აღინიშნება, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დღე. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და განახორციელა საქართველოს ოკუპაცია. ამ თარიღს საქართველო ყოველწლიურად აღნიშნავს 2011 წლიდან. ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორივე ქვეყანა საქართველოც და აზერბაიჯანიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდენ და აგრესორი ქვეყნები ცდილობდნენ ამ მისწრაფების ჩახშობას. შემდგომმა მოვლენებმა მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ არც საქართველო და არც აზერბაიჯანი არ შეურიგდებოდნენ დამოუკიდებლობის დაკარგვას. ორივე ქვეყანამ გააგრძელა ბრძოლა და დღეისათვის ისინი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნების იმ რიგში დგანან, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

გიორგი გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 11:03

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა, სადაც მეზღვაურებს, კურსანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიალში, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით დაწესებული მამა ილია კარტოზიას სახელობის პირველი ჯილდო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის რამდენიმე მეზღვაურს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. 

გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ხუთი მეზღვაური საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც დააჯილდოვეს. მეათე ნავმისადგომზე გამართული ღონისძიება ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით დასრულდა, რითიც მთავრობის წევრებმა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. „ეს არის ხალხი, ვისაც უდიდესი ღვაწლი აქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ისინი ზრუნავენ არამხოლოდ თავიანთი ოჯახებისთვის, არამედ ასევე რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალია ამ ხალხის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროსტანდარტებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში, რაც ქართველი მეზღაურებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თუ დღეს ქართველი მეზღვაურებისთვის მსოფლიოს ფლოტის ოთხმოცი პროცენტი არის წვდომადი დასაქმებისთვის, ამ მიმართულებით გვექნება მეტი პროგრესი და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ. 

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 27 ნოემბერი 2016 18:14

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო უერთდებით საერთაშორისო კამპანიას სლოგანით - ვემხრობი! #შიდსის დამარცხებას.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში და საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ საინფორმაციო კვირეულის გამართვას.

28 ნოემბერს, 12:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (მის: მ. ასათიანის 9) გაიმართება მედია სემინარი - სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის, აივ დადებითი ადამიანების უფლებების და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური