თეიმურაზ შაშიაშვილი - ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება აღარ გვაქვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 სექტემბერი 2018 03:20

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მოსახლეობას ზუგდიდიდან მიმართა. "ნიუს დეი საქართველო" აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  - ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე. ტაშმა და მოჩვენებითობამ, ხათრმა და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება -  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსებიც! წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას. სისტემა, რომელიც ძლიერზე - რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნა იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან -  15 დღის განმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს - საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას.

ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთში ქუთაისში. ამასვე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ,  გულშემატკივრები როგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

პოლიტიკის გასუფთავების პროცესი აუცილებლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების -  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს! ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქია, სამეგრელო  კი – ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა. ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს - პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა. თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად - შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა - აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს. საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

 

"ჰუავეი" ქართველ მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონს-Huawei Mate 10 Pro-ს სთავაზობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018 17:19

მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნური ინტელექტის მქონე Kirin  AI პროცესორით აღჭურვილი Huawei Mate 10 Pro უზრუნველყოფს მობილური ფუნქციების სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას, რაც მაქსიმალურად ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას.

ჰუავეის ინოვაცია - ლეიკასთან შემუშავებული კამერა სმარტფონში - ახალ მოდელებშიც გრძელდება  და Huawei Mate 10 Pro -ს ორივე  ძირითადი კამერაც ლეიკასთან შემუშავებული ლინზით არის აღჭურვილი. ამასთან Huawei Mate 10 Pro-ს კამერით გადაღებულ ფოტოებს დამუშავება აღარ სჭირდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კამერა გადაღების მომენტში, ავტომატურად განსაზღვრავს ყველა ოპტიმალურ პატამეტრს საუკეთესო შედეგის მისაღებად.

ახალი Kirin 970 პროცესორის მქონე უსწრაფესი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მძლავრი, 4000 mAh-იანი ელემენტია, რომელიც სტანდარტული მოხმარების რეჟიმში  2 დღე მუშაობს. ელემენტის 20%-მდე შევსებას მხოლოდ  10 წუთი, ხოლო 58%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ Huawei Mate 10 Pro-ს  ეკარნი აღჭურვილია IP67 დაცვის ხარსხით, რაც 1 მეტრ წყალში, ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას.

ჭკვიანი  Huawei Mate 10 Pro  უზრუნველყოფს  ზუსტ და დაჩქარებულ თარგმანს, მარტივი პროექტორის ფუნქცია კი მომხმარებელს სმარტფონის დიდ ეკრანთან მიერთბის საშუალებას აძლევს.

Huawei Mate 10 Pro,  Huawei Mate 10-თან ერთად, მსოფლიოში პირველი მოწყობილობაა, რომელსაც  ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარე  და ორმაგი 4G  SIM მხარდაჭერა  აქვს.

კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, Huawei Mate 10 Pro, უახლესი EMUIS 8.0-იანი Android™ 8.0 ვერსიის საშუალებით  მობილურის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

საქართველოში  Huawei Mate 10 Pro ყავისფერ ფერშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 2299 ლარს შეადგენს.  სმარტფონის შესაძენად და მიმდინარე აქციებისა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ  კომპანია Huawei-ს ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიათა ქსელს, ასევე კომპანია  Huawei-ს ბრენდ სერვის ცენტრს თბილისში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) და ბრენდ მაღაზიას ქუთაისში.

Huawei Mate  10 Pro–ს სხვა ტექნიკური მახასიათებლები:

  • პროცესორი: Kirin 970, 10nm (ნანომეტრი)
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.0 EMUI 8.0
  • კორპუსის პარამეტრები:   154.2 x 74.5 x 7.9 მმ
  • წონა: 178 გ.
  • კორპუსი: 3D მინა, ალუმინის ჩარჩოთი
  • SIM: 2 სიმბარათიანი
  • წყალგამძლე: IP 67 - 1 მეტრზე და 30 წუთის განმავლობაში
  • ეკრანი: AMOLED  (HDR10 - მხარდაჭერით)
  • რეზოლუცია:            1080 x 2160 პიქსელი
  • მეხსიერება: შიდა 128 GB, 6 GB RAM
  • ორმაგი კამერა: 20 MP +12 MP
  • ელემენტი: ჩაშენებული Li-Po 4000  მილი ამპერი საათში

კომპანია Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. 2015 წლის მსოფლიო მონაცემებით, კომპანია სმარტფონების ბაზარზე  მესამე ადგილს იკავებს. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში Huawei-ს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  Huawei Consumer BG არის კომპანიის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  Huawei-ის გლობალური ქსელი ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას ეყრდნობა  და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჰუავეის Facebook გვერდს: www.facebook.com/HuaweimobileGE

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური