ჩინეთი მზად არის აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს-აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 მარტი 2020 13:02

ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმო უკვე აღმოუჩინა დახმარება აშშ-ს. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა სი ძინპინმა

ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ ითანამშომრლებს ჩინეთთან და ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას, რაც მისივე თქმით, „ორივე ქვეყნის ინტერესებშია“.

მისივე განცხადებით, ჩინეთი გააგრძელებს აშშ-თან თანამშრომლობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 27 მარტის მონაცემებით, ჩინეთში დაავადებული პირების რაოდენობას აჭარბებს.

ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 17:18

ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების, ლიდერების დონეზე, სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ნატო-ს შტაბ-ბინა ხვალ ახალ შენობაში გადავა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის“. 
სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალინდელი სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. 

დონალდ ტრამპი - მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 მაისი 2017 16:54

ბევრი ახალგაზრდა და ლამაზი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა მანჩესტერში მომხდარს, ისინი ბოროტი და ხელმოცარული ადამიანების გამო დაიღუპნენ, - ასე გამოეხმაურა მანჩესტერის აფეთქებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

„მე მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ ეს ტერმინი მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ეს დიდებული სახელია. მე მათ დღეიდან ხელმოცარულებს ვუწოდებ. ჩვენი საზოგადოება არ უნდა შეეგუოს სისხლისღვრის გაგრძელებას. ეს მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქებამოხდა.
მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. 
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

დონალდ ტრამპი თურქეთის რეფერენდუმის შესახებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:21

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  თურქეთის ლიდერს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.

 სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ქმედებების მხარდაჭერისთვის, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის თავდასხმის საპასუხოდ განახორციელეს. 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინმა, რომელიც ტრამპმა თანამდებობიდან დაითხოვა, თურქეთის მთავრობისგან 530 ათასი დოლარი მიიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 მარტი 2017 18:04
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ ფლინისათვის თურქეთის მთავრობის მიერ ფეთჰულაჰ გულენის ექსტრადიციის სანაცვლოდ 530 ათასი დოლარის გადაცემის საკითხი ისევ განხილვის საგანია. თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპი, ყოფილი მრჩევლის გათავისუფლებამდე, არ ფლობდა ინფორმაციას ფლინის ლობისტურ საქმიანობაზე სხვა ქვეყნის სასარგებლოდ. მედიისათვის გამართულ ერთ-ერთ რიგით ბრიფინგზე აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვაზე, შონ სპაისერმა უპასუხა, რომ მას არ სჯერა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ფლინის ლობისტური საქმიანობის შესახებ. ამერიკული საინფორმაცო სააგენტო Associated Press -ის მტკიცებით, ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი, რომელიც ფეთჰულლაჰ გულენისათვის ამერიკის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფლინი ასევე ადასტურებს, რომ თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა. Associated Press -ის ინფორმაციით, ფლინი და მისი კომპანია „Flynn Intel GroupInc„ სამშაბათს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტებში ადასტურებს, რომ წარსულში თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა. აღნიშნული საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება 8 ნოემბერს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაუქმდა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფლინის კომპანია აგროვებდა ინფორმაციას ფეთჰულლაჰ გულენის შესახებ და ცდილობდა მის წინააღმდეგ განეწყო ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქი ბიზნესმენის ექიმ ალფთექინის ჰოლანდიაში დაფუძნებულმა კომპანიამ “ Inovo BV“-მ ლობისტური საქმიანობის სანაცვლოდ ფლინის კომპანიას 2016 წლის 9 სექტემბერიდან 14 ოქტომბრამდე 530 ათასი დოლარი გადაუხადა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 იანვარი 2017 11:02
ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის გუნდის განცხადებით, მზად არის არჩეული ლიდერის სიტყვაც, რომელიც, როგორც გუნდში ამბობენ, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.
დონალდ ტრამპი ფიცს დადებს ორ ბიბლიაზე, რომელთაგან ერთი აბრაამ ლინკოლნის არის და ეს უკვე პრეზიდენტების ტრადიციად იქცა. მეორე ბიბლია კი პირადად ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მას დედამ აჩუქა. საზეიმო ღონისძიებაზე, ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს მომღერალი, ჯეკი ივანკო შეასრულებს. სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, 3 ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში. 58 დემოკრატი კონგრესმენი კი ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. დედაქალაქში უსაფრთხოებას 28 ათასი სამართალდამცველი, სპეც რაზმი და სნაიპერი დაიცავს.
პრეზიდენტად არჩეულმა პირობა დადო, რომ ამერიკას ისევ დიდებულ ქვეყნად აქცევს ყველა ამერიკელისთვის: "ეს მოგზაურობა დაიწყო 18 თვის წინ და თქვენ ამ ყველაფერში ჩემზე მეტი წვლილი შეიატანეთ. ამერიკას ყველა თქვენგანისთვის ისევ დიდებულს გავხდით. გპირდებით მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ შევქმნა სამუშაო ადგილები, ძლიერი არმია, გავამტკიცო საზღვრები და ვაკეთო ისეთი საქმეები, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გაკეთებულა," - განაცხადა ტრამპმა.
ინაუგურაციამდე კი, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები არ წყდება. მსვლელობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის ორგანიზატორები ანტი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპისა და პენსის მთავრობა ფაშისტურ მმართველობას დაამყარებს.
საუბრის დასასრული
 
 
 
 

დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 16:40

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს ბრალდება სასაცილოა. მისივე თქმით, ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამერიკის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის მიმართ, რომელშიც წერია, რომ ოფიციალური მოსკოვი, არჩევნების დროს კიბერთავდასხმებში აქტიურად იყო ჩართული, რაც ტრამპის გამარჯვების საწინდარი გახდა. მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა და დასძინა, რომ „დემოკრატები“ არჩევნებში დამარცხების ამგვარი გზით გამართლებას ცდილობენ.დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მათ გააკრიტიკეს აშშ-ის ახლად არჩეული  რუსეთის ჩარევის არ აღიარების გამო.  „შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სადაზვერვო მონაცემები რუსეთის ქმედებებზე აშშ-ში არჩევნების მსვლელობაში თავიდანვე აღიქმება როგორც ცრუ ან პოლიტიზებული“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა აშშ-ის სადაზვერვო უწყობის თანამდებობის პირის წერილს. მის თანახმად,  მსგავსი სადაზვერვო ინფორმაციის იგნორირება ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც წმინდაა ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

დონალდ ტრამპი ვიდეომიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 12:45

პირველი რასაც აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკეთებს,  ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორული სავაჭრო შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გამოსვლა იქნება. შეთანხმება, რომლის მისაღწევადაც მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპის აზრით, შეერთებული შტატებისთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს, - ამის შესახებ  აშშ-ის  პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

დონალდ ტრამპი ასევე  შრომის სამინისტროს მიმართავს, გამოიძიოს სავიზო საკითხებში ბოროტად სარგებლობის შემთხვევები. 

 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ნიუ-იორკში სტუდენტები აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 13:37

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ნიუ-იორკში სტუდენტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ იმ თანაკურსელების დაცვას, რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან და სწავლობენ. არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება. 21 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ვაშინგტონში ლინკოლინის მემორიალთან ქალთა ორგანიზაციების ყველაზე მასშტაბური მარშია დაგეგმილი.

თეთრ სახლში ობამას და ტრამპის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:45

თეთრ სახლში  ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა, რომელიც 15 წუთი უნდა ყოფილიყო  საათნახევარი გაგრძელდა. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამამ და ტრამპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური