თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 13:00

დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.

თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით - უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.

გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ   თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

"​საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი რომლის მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყნის მომზადება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 17:48

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას: „შეიძლება ითქვას, რომ საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ცალსახადაა ხაზგასმული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დოკუმენტი ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და მის მიღმა ევროკავშირთან უფრო ამბიციურ და ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები.

მინისტრის თქმით, დოკუმენტის ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

საგარეო უწყების ხელმღრვანელმა აღნიშნა, რომ  მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციის ზემოქმედების შეფასებას (RIA), რის შედეგადაც იდენტიფიცირებული აქტივობები აისახება ევროინტეგრაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის  შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ა.წ. 1 მარტს განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

ინკლუზიური განათლების განხორციელების დოკუმენტი

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 10:07

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელების წესთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.

დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომზადდა და იგი საჯარო სკოლებში  ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესებს დაარეგულირებს, აღწერს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მოხსნის მიზნით შეფასების პროცედურებს, ასევე სკოლების, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო პრეზენტაციაზე წარმოდგენილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს განიხილავს და ასახავს დოკუმენტში, რომელიც შემდგომში მინისტრის საკანონმდებლო აქტით დარეგულირდება.

დოკუმენტის შემუშავებაზე იმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სპეც მასწავლებლები და მულტიდისციპლინური გუნდის წევრები.

ყალბი დოკუმეტის დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:48

ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა,ორი პირი მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, თითქოსდა ერთერთ მეწარმე სუბიექტს მიაწოდეს 140 300 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რეალურად კი მსგავი სავაჭრო ქმედება არ განხორციელებულა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე 7 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 11:29

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰყავდათ ყალბი მონაცემები, რის შემდეგაც, ახორციელებდნენ რეალიზაციას.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 17:28
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვდრას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია გააცნო.
კომისიის წევრებმა, დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 
აღნიშნული უწყებათაშორისი კომისია, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, შეხვედრებს მომავალშიც გამართავს. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, კომისიის წევრები სტრატეგიაში ასახული ამოცანების შესრულებას გაუწევენ მონიტორინგს.
 

 

პარლამენტში არსებული პოლიტიკური პარტიები ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 10:25

პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით დოკუმენტი საქართველოს, როგორც ქვეყნის საგარეო ორიენტირებს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. ინფორმაცია ერთობლივი დოკუმენტის შესახებ დღეს თავისუფალი დემოკრატების წევრმა და დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გაავრცელა. 

ჩიქოვანი ამბობს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების მიუხედავად ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს, რომ მათავარი ამოცანაა საქართველოს დაახლოება მოხდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. 

დოკუემტნის შესახებ არ უსაუბრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიგი წერეთელს. ის ამბობს, რომ ქვეყანას აქვს შანსი მიიღოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მოკლე დროში. გიგი წერეთელი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს მათ შორის შერჩევით სამართალთან და მედია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დასაცავად ახალი დოკუმენტი შემუშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:39

არასრულწლოვანთა,უსაფრთხოება კულტურის სამინისტრომ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, ეს მას შემდეგ გადაწყდა რაც ქობულეთში ერთ ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად ქორეოგრაფიული ანსამბლის არასრულწლოვანი წევრები დაიღუპნენ,მინისტრის ინიციატივით შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი რომელიც არასრულწლოვნების 24 საათიანი მეტი დროით რაიმე ღონისძიებაზე წაყვანის შემთხვევაში უსაფრთხობეის სტანდარტებს აყალიბებს. დოკუმენტის შექმნაში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და პროექტის სამუშაო ვერსიას კომისის წევრები არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური