საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა დახმარება გაუწია 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 12:37

COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანი, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში (250 ოჯახი), ბოლნისში (150 ოჯახი), თელავში (100 ოჯახი), საგარეჯოში (100 ოჯახი), ლაგოდეხში (100 ოჯახი), დმანისში (100 ოჯახი), გარდაბანსა (100 ოჯახი) და რუსთავში (100 ოჯახი) მცხოვრები, დროებით სირთულეების წინაშე დამდგარი დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართედ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსზე ნათქვამი იყო: „საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 მაისი 2020 12:57

5 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდნენ.
"აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.
სოციალურ ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი სუბარი, არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი -პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 11:08

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 სოფლის 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფის რეჟიმი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. ჩატარებული 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 44 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

 

 

 

4,8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები - ეპიცენტრი სოფელი სოღუთლო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:21

რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა თბილისში. 4.8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ბიძგები დაახლოებით 14 საათზე და 14 წუთზე მოხდა, თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა. ეპიცენტრი სავარაუდოდ, სოფელი სოღუთლო იყო. 

მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

 

დმანისის უნიკალური აღმოჩენები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამოიფინა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 13:46

ფილიპინების დედაქალაქ მანილას ათენეოს უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით - ,,მოგზაურობა კაცობრიობის ისტორიაში: პირველი ადამიანები აფრიკის გარეთ – ჰომინიდები დმანისიდან“. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დმანისში აღმოჩენილი, 1.8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის თავის ქალების, ცხოველთა ნაშთებისა და ქვის იარაღების ასლები. გამოფენა მიზნად ისახავს დამთვალიერებელთათვის დმანისის უნიკალური აღმოჩენების და ადამიანის წარმოშობის ისტორიის გაცნობას მეცნიერული მტკიცებულების საფუძველზე. 

მსგავსი ფორმატის გამოფენა ფილიპინებში პირველად იმართება.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა ლექცია ,,პირველი ადამიანები ევრაზიაში“.

აღნიშნული გამოფენა ფილიპინებში შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და იმოგზაურებს ქვეყნის შვიდ წამყვან უნივერსიტეტში, სადაც 200 000-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა გამოფენის ხილვის შესაძლებლობა.

გამოფენის პარალელურად, მასპინძელ უნივერსიტეტებში გაიმართება ლექციები და არქეოლოგიის ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამები. ფილიპინებში მოგზაური გამოფენის მონაწილე უნივერსიტეტებია: მანილას ათენეოს უნივერსიტეტი, ხოსე რიზალის უნივერსიტეტი, სანტო ტომასის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტი, დე ლა-სელის უნივერსიტეტი და ფილიპინების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო ქალაქ კესონის ვიცე მერი ჯოი ბელმონტე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფილიპინებში ბატონი ზურაბ ალექსიძე, საქართველოს საპატიო კონსული მანილაში ხოსელიტო კარლსონ ასენიერო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე, მანილას ათენეოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯეტ ვილარინი და გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტი ორგანიზებულია ,,ფილიპინების მოგზაური მუზეუმის”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ,,Crania Heritage Sciences Inc”-ისა და ,,Cozoz Inc”-ის თანამშრომლობის საფუძველზე. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო ფილიპინებში და საქართველოს საკონსულო მანილაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური