დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ღირსებას 7 ძიუდოისტი დაიცავს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 12:13

23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას.

დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ დიუსელდორფში წლების მანძილზე ძიუდოს გრან პრი ტარდებოდა, წელს კი პირველად ქალაქი გრან სლემს მასპინძლობს, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უფრო პრესტიჟული რანგის ტურნირია.
შეიცვალა ტურნირის სპორტული არენის ადგილმდებარეობაც. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გრან სლემი ქალაქის გაცილებით დიდ სპორტულ დარბაზში - „ISS DOME"-ში გაიმართება, რომელიც 13.000 მაყურებელს იტევს.

დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გერმანიაში სულ 7 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, მათ შორის არიან - ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ადამ ოქრუაშვილი.

გრან სლემის გამარჯვებულები 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, მე-2 ადგილოსნები 700 ქულას, მე-3 ადგილოსნები კი 500 ქულას მიიღებენ. ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა 154.000 დოლარია. საპრიზო თანხები თითოეულ წონით კატეგორიაში შემდეგნაირად ნაწილდება - 1 ადგილი - 5.000 დოლარი, მე-2 ადგილი 3.000, მესამე ადგილი 1.500-1.500.

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ხილვა ტელეკომპანია „სილქ უნივერსალზე" და „სილ სპორტ HD3"-ზე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტტრანსლაცია კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არხზე - www.ippon.tv გადაიცემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+ 100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.


სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური

ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 13:04

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მარტს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურისაერთაშორისო გამოფენა ProWein-2016 ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინისეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ მხარდაჭერითქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრო.

გამოფენაში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქციამსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოადგინონ.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის,რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონთანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებებიიმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებულიშტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ შემდეგი ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანიების ღვინოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „თამადა“, „კახური ტრადიციულიმეღვინეობა“, „კონჭო და კომპანია“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანიკომპანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინი“ და „თელიანი ველი“.

ქართული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარებისხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმკომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.

წელს ProWein-ზე თავს მოიყრის მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობითწარმომადგენელი მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

გამოფენა ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციისპოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაშისაქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაშიმონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდანგამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 15ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური