ლიბერთიმ კურსდამთავრებულ პენსიონერებს დიპლომები გადასცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 18:47

ლიბერთიმ დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი  გადასცა. სწავლება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall მიმდინარეობდაპენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და  სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს.

,,ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა,რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად  ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა.  პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი  როექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“  განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

თბილისში მედიაკომუნიკაციების 2017-18 წლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 16:47

16 მაისს, თბილისში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედიაკომუნიკაციების“ 2017-2018 წლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

კურსდამთავრებულებს გულითადად მიულოცეს და საზეიმო სიტყვით მიმართეს თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა და  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა ჰუსეინ სანლიმ. მათ ახალგაზრდებს კურსების დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს და ცხოვრების გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისთან ერთად ანხორციელებს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TİKA) თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს განათლება, ჯანდაცვა; თუმცაღა TİKA'-ს მოღვაწეობა მრავალმხრივია და მოიცავს ფართო სპექტრის პროგრამებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური