"მცხეთაში პირველი ტური უჩვეულოდ ჩატარდა" - დიმიტრი ხუნდაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 13:55

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე  მცხეთაში არჩევნების პირველ ტურს უჩვეულოს უწოდებს.დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას გეგმავს. ხუნდაძემ პარლამენტში მანდატი პროპორციული წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად პარტიული სიით მიიღო, თუმცა მისივე განცხადებით, ის პარლამენტში შესვლას, როგორც მაჟორიტარი, ისე აპირებს.

"მცხეთაში პირველი ტური უჩვეულოდ ჩატარდა, უჩვეულობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ პირველ ტურში და მეორე ტურშიც გავიმარჯვებთ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სიით შესული ვარ, მე მცხეთას არ ვთმობ, მე მისთვის ჩემი ძირითადი პროფესია, ექიმობა დავთმე,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

30 ოქტომბერს მცხეთაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური არის ღირსების ტესტი, - დიმიტრი ხუნდაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:49

"უფრო მეტი ყურადღება მართებს ამომრჩეველს, რომ არ შევიდეს შეცდომაში და მხარი დაუჭიროს პროგრესს. მცხეთაში არჩევნების მეორე ტური არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის ღირსების ტესტი, რამდენად არის მცხეთა მზად უარი უთხრას ძალადობას, - აღნიშნული განცხადება  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
ხუნდაძის თქმით, მეორე ტურში  მისი უშუალო კონკურენტი ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, არამედ ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და ვანო მერაბიშვილის მეგობარია. 

დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:12

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. “საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, - განაცხადა ხუდნაძემ . მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა. „ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაში ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 18:13

 მონაწილეობა ხელოვანების სფეროს წარმომადგენლებმა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, დიმიტრი ხუნდაძისა და ამომრჩევლების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზაზა პაპუაშვილმა, გოგი ქავთარაძემ, გია ჯაფარიძემ, აკაკი მესალბიშვილმა, ნანა ხურითმა. როგორც რეჟისრომა გოგი ქავთარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის პროექტებთან ერთად, დიმიტრი ხუნდაძის სახელს უკავშირდება დემოგრაფიული პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამავე საკითხებზე ისაუბრა ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, ამ დემოგრაფიული პროგრამების განხორციელების შემდეგ ონში შობადობა გასამმაგდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამუშაოზე ისაბურეს მისაქცილის მცხოვრებლებმაც. მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში, მცხეთაში და კონკრეტულად მისაქციელში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დიმიტრი ხუნდაძესთაბ შეხვედრას მისაქციელში ასობით ადამიანი ესწრებოდა.

დიმიტრი ხუნდაძემ წეროვნის დევნილთა დასახლებაში შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 16:19

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს - ახალგორელებსა და სოფელ ერედვის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. საუბარი ეხებოდა ყველა პრობლემას, რაც დევნილებს აწუხებთ. დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლებს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. „გასული წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად მცხეთის რაიონში წეროვნის დევნილთა დასახლებაში მომიწია მისვლა. აქ გავხსენით რამდენიმე ობიექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვიცი, რომ მათთვის ყველაზე დიდი შვება საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. გაორმაგდა სოციალური დახმარება, დევნილებს გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, დაუკანონდათ საცხოვრებლები წეროვანსა და სხვა დასახლებაში. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ცალკე პუნქტად შევიტანე დევნილთა და ვეტერანთა საკითხები. მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და მომავალი 4 წელი მცხეთასა და მცხეთის რაიონში ყოფითი პრობლემების დასასრული იქნება“,-აღნიშნა ხუნდაძემ. თავის მხრივ, წეროვნში მცხოვრებმა დევნილებმა ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების, მათ შორის კანდაცვის პროგრამების გამო კმაყოფილება გამოთქვეს. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მორიგ შეხვედრას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.

დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:22

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრის ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა. ამ დროისათვის ცეზარ ჩოჩელი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ მმართველი ორგანოს უმაღლეს პირს. ამ კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადაურიცხა 12 145 ლარი. “ეს გადარიცხვა მოხდა მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელი უკვე დარეგისტირირებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატად. მსურს მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს, შეისწავლონ ეს ფაქტი და გააკეთონ დასკვნა“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისივე თქმით, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში 29 სკოლა და 21 საბავშვო ბაღია, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ცეზარ ჩოჩელს და მის კომპანიებს არც ერთი თეთრი არ აქვთ ქველმოქმედების სახით გადარიცხული არც სკოლებში და არც ბაღებში. „ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს, ბაღებს. თუკი ვინმე სახელმწიფოს გვერდით დაუდგებოდა, უარს ნამდვილად არ ვეტყოდით, მაგრამ ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის“,-განაცცადა ხუნდაძემ. ასევე, ხუნდაძის ინფორმაციით, 2015 წელს ახალგორიდან დევნილი ბავშვები მიემგზავრებოდნენ საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში, მათ სამგზავრო თანხაზე დასამატებლად 2000 ლარი თხოვეს ცეზარ ჩოჩელს, მაგრამ უარი მიიღეს. 

„ამ ბავშვების გამგზავრება ესპანეთში ჩემი და კულტურის მინისტრის დახმარებით სრულად დაფინანსდა. დევნილმა ბავშვებმა ამ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღეს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ქველმოქმედებას, კიდევ ერთხელ მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გამოიძიონ საგურამოს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. რაც შეეხება ჩოჩელის ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებას, მინდა განვაცხადო, რომ მცხეთელები ამით არ მოტყუვდებინა“,-აღნიშნა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 17:20

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჯორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ადგილობრივი მცხოვრებლები, მცენიერები, მეუფე დავითი (ალავერდელი), სამთავროს ტაძრის სასულერო პირები. შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში 2012 წლამდე განხორციელებულ პროექტებზე, რის გამოც მცხეთა იუნესკო-მ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი აღდგენილია.

„მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და მასზე თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რაც ხორციელდებოდა მცხეთაში, აღარასდროს აღარ განმეორდება. მცხეთელებს ვპირდები, რომ ის შეუსაბამო პროექტები, მაგალითად ხიდი, კანალიზაციის კოლექტორი, რომლის გაკეთებაც საბედნიეროდ სააკაშვილმა ვეღარ მოასწრო, მომავალში არც კი განიხილება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომ მცხეთა იუნესკო-ს კულტურული ძეგლების სიაში დაბრუნდა. „ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პროექტი არის საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან აკავშირებდა. ეს ხიდი ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვთარებას მცხეთაში. როდესაც საპატრიარქოში ეს პროექტი გამაცნეს, ძალიან მომეწონა. ვპირდები მცხეთელებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე დღიდან, თუ მე კვლავ არჩეული ვიქნები, ეს პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, აუცილებლად განხორციელდება. მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში. მას მიეცემა როგორც განვითარების პერსპექტივა, ასევე შევინარჩუნებთ ძველ ღირსებას”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ამასთან, როგორც მეუფე დავითმა (ალავერდელი) აღნიშნა, საუბარი არ არის იმაზე, რომ მცხეთა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, პირიქით, მცხეთაში განსახოეცილებელ ყველა პროეტს პროფესიონალიზმით და დიდი ოსტატობით უნდა მიდგომა. 

„დიმიტრი ხუნდაძემ გვიჩვენა პროექტები, რომელიც უკვე აშენებულია ამ ქალაქში. სწორი გადაწყვეტაა, ყველა დიდი პროექტი გატანილია ძველი მცხეთიდან, არ დაირღვეულა კულტურული ძეგლის სახე და ქალაქსაც დიდი განვითარების პერსეპქტივა მიეცა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის პროექტები, რომელიც შეჩერდა 4 წლის წინ, არასოდეს აღარ აღსდგება, რადგან ამ პროექტებმა ჩვენ მცხეთა დაგვაკარგვინა. ჩვენი ეკლესიის და ხელისუფლების მონდომებით, მცხეთა დაუბრუნდა იუნესკო-ს ნუსხას, თუმცა ბრძოლა მცხეთის გადასარჩენად გრძელდება. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაზე აღმატებულია ის, რასაც ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ“,-აღნიშნა შეხვედრაზე მეუფე დავითმა (ალავერდელი).

დიმიტრი ხუნდაძე წეროვანის დევნილთა დასახლებაში კახა კალაძემ წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 11:53

 წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად წეროვანში ჩავიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და სხვა საზოგადო სახეები. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად 1000-მდე ადგილობრივი მოსახლე გამოვიდა.

  კახა კალაძემ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და ამომრჩეველს ოცნებისა და მისი კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო მოღვაწეობაზე ისაუბრეს სოზარ სუბარმა, გიორგი ვოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა.

 განსაკუთრებით კრიტიკული იყო ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლა, რომელმაც ხუნდაძის ოპონენტზე, ცეზარ ჩოჩელზე ღიად ისაუბრა და დევნილებს შეახსენა გასული წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეები, განსაკუთრებით, ახალგორის დაკარგვა და მცხეთის გაყიდული მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ლიახვის ხეობის მკვიდრმა გურამ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ახალგორელებს და ხეობელებს „ქართული ოცნების“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბოლოს, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული პროექტები. ასევე, წარმოადგინა საკმაოდ გრძელი სია იმ დაპირებების, რასაც მომავალ 4 წელიწადში განახორციელებს. დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან სუფთად გაიარა სადეპუტატო პერიოდი და თავისი დაპირებების 90%-ზე მეტი აასრულა.

დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 17:42

 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზარაზეცჩოჩელი დასთანხმდათუმცადღეს მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდადიმიტრი ხუნდაძე ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: -„დღესჩოჩელმა თავად აღიარა რომ ხალხს ატყუებდათითქოს ის ოცნების ფარული კანდიდატი იყოეს უკვე დიდი მიღწევაარაც შეეხება მის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელბრალდებებსეს მის სისუსტეზე მიუთითებსამაზე კომენტარს არ გავაკეთებრადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკამე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ.ვფიქრობჩვენი დებატები ნამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისამასთანავედღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციასთხოვნით მივმართავ ჩემი პარტიისხელმძღვანელობასარ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაშიმე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლისგანმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელიასევეჩემს გუნდთან ერთად ბევრირამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონშისწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი - ფასიანი გახდეს“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 13:06

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი ფასიანი გახდეს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც აღნიშნულ კანონმდებლობაზე იმუშავებს.ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბავშვები საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარენ ინტერნეტს და უნდა დავიცვათ საფრთხეებისგან.„ამ საფრთხეებში მე ვგულისხმობ პორნო საიტებზე ამ ინფორმაციის წვდომის სიადვილეს. ინფორმაციები, რომლიც შეიძლება ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, ის უნდა დაიბლოკოს, თუმცა თუ ვინმეს წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ინფორმაციაზე, მათ შეეძლებათ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დეპუტატმა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური