თურქმენეთში წარმატებით ჩატარდა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 აგვისტო 2019 14:52

კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 12 აგვისტოს თურქმენბაშიში, ტურისტულ ზონა „ავაზაში“ გაიმართა, ძირითადად საპილოტე ღონისძიება იყო, რომლის მიზანს მრავალი წლის განმავლობაში არსებული „კასპიის ხუთეულის“ ფორმატის შენარჩუნება იყო. ფორუმის ჩატარების იდეა შემოგვთავაზა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, კასპიის ზღვის სახელმწიფოების მეთაურების მეხუთე სამიტზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. სამიტზე ხელი მოეწერა კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კასპიის ზღვის ხუთი ქვეყნის /თურქმენეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ირანი/ მთავრობის ხელმძღვანელელმა პირებმა. ფორუმის მთავარი ამოცანაა კასპიის სიმდიდრის ოპტიმალური გამოყენების პრობლემების მოგვარება საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში.

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა შექმნან ინოვაციური ქალაქი - "კასპიური". „მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი პლატფორმა ტექნოლოგიური და ინოვაციური გაშვებისთვის. ამ მიზნებისათვის, ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნას. მას შეიძლება ეწოდოს ინოვაციური ქალაქი "კასპიური". აქ, იდეების ამ თავისებურ ლაბორატორიაში, მეცნიერები, ექსპერტები კასპიის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების საკითხებში, ერთად იმუშავებენ, რათა შეიქმნან ახალი ტექნოლოგიური გეგმა კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის” - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

კასპიის პირველ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლების დროს, კასპიის ზღვის სახელმწიფოების მთავარობების მეთაურებმა გამოხატეს თავიანთი მიდგომები კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების მიმართ. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების ინტეგრაციის საკითხი, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური მიდგომებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების არსებობის პირობებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ყველა ნავთობის ექსპორტიორია და, ფაქტობრივად, კონკურენტები, ცდილობენ გაიგონ და გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები.

თურქმენეთში გამართული ფორუმის დროს ბევრი ითქვა სატრანსპორტო გადაზიდვების შესახებ, ასევე ნახშირწყალბადების რესურსების თაობაზე, რომლითაც კასპიის ზღვა მდიდარია და რომელიც ევროპულ ბაზრებზე უნდა იქნას ექსპორტირებული.

კერძოდ, ვრცელი დისკუსიები გაიმართა რუსული მხარის წინადადებაზე თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ - ტურისტული საკრუიზო კატარღების გაშვებასა და საქონლის ტრანსპორტირებაზე თურქმენეთიდან რუსეთში კასპიის ზღვის გამოყენებით.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა უცხოელმა სტუმარმა, მათ შორის 19 მაღალი რანგის პოლიტიკოსმა 19 საერთაშორისო ორგანიზაციიდან. სხვათა შორის, ხუთივე ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად, თურქმენეთში ჩავიდნენ დელეგაციები მეზობელი რეგიონებიდან - კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. მსგავსი ფაქტი მიუთითებს კასპიის მზარდი გავლენის გავლენა ევრაზიის მეზობელ რეგიონებზე.

ფორუმის მუშაობის შედეგად, კასპიის ზღვის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს სავაჭრო ტვირთბრუნვა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თურქმენეთში სამიტს შეიძლება ეწოდოს ისტორიული და მთავარი რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში, არის საკრუიზო მომსახურების დაწყება კასპიის ზღვისპირა ხუთ ქვეყანას შორის.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მიიწვია ასტრახანში, სადაც დაგეგმილია მომავალ წელს შემდეგი ასეთი ფორუმის ჩატარება.

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-თურქმენბაში-თბილისი

დიმიტრი მედვედევი ნატო საქართველოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:41

ნატო 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის მოვლენების შემდეგ, არაერთხელ დაემუქრა რუსეთს ურთიერთობების გაწყვეტით - ამის შესახებ euronews-თან ინტერვიუში რუსეთის პრემიერმა განაცხადა.

აქვე დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს ალიანსის ნებაა და მას შეუძლია მოსკოვთან ნებისმიერ დროს გაწყვიტოს ურთიერთობა.

რუსეთის პრემეირმა სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, სირიაში ხანგრძლივი ომი დაიწყება, რაც არავის სურს.

რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, რუსეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკურად ევროკავშირსაც აზარალებს

თეთრი სახლის უარი რუსული დელეგაციის მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 14:28

თეთრი სახლი რუსული დელეგაციის ოფიციალურ მიღებაზე უარს აცხადებს და მის მიზეზებს განმარტავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  ბარაქ ობამას ადმინისტრაციის პრესსპიკერის ჯოშ ერნესტის განცხადებით, „მოსკოვი არ ცდილობს კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთში აკრძალულია.“

ოფიციალურმა კრემლმა აღნიშნულ განცხადებას სამწუხარო უწოდა. ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო აშშ-ში დელეგაცია გაეგზავნა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური