გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:22

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ლევან იზორიამ  ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოში სტაბილურობას განამტკიცებას, ასევე ქართველი  სამხედროების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა.

სერ მაიკლ ფელონმა ქართველ კოლეგას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, მის იმპლემენტაციაში კი, დიდი წვლილი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიუძღვით. თავის მხრივ, სერ მაიკლ ფელონმა უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება.

Visa აფართოებს გლობალური ტრანზაქციების დამუშავებას სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრების მეშვეობით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 31 ივლისი 2017 18:14

ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრები შექმნილია ციფრული გადახდების მიმართ მსოფლიოშიგაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

სან-ფრანცისკო –2017წლის 26 ივლისი—საერთაშორისო გადახდების ტექნოლოგიების კომპანიამ - Visa (NYSE:V), დღეს განაცხადა ტრანზაქციების დამუშავების გაფართოება სინგაპურსა და დიდ ბრიტანეთში მდებარე ორი ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის მეშვეობით. ახალი გლობალური დაცვის ცენტრები გაზრდის Visa-ს ინფრასტრუქტურის სიჩქარეს, მოქნილობასა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას. ამავე დროს გააუმჯობესებს კომპანიის შესაძლებლობას უზრუნველყოს ახალი და კიდევ უფრო დახვეწილი გადახდის შესაძლებლობები დღევანდელი ურთიერთდაკავშირებული გლობალური ეკონომიკის პირობებში.

„კომერცია და გადახდები ანალოგურიდან ციფრულზე ისტორიული გადასვლის პროცესშია. სულ უფრო მეტი ადამიანი ნაღდი ფულის ნაცვლად გადახდებს ბარათებისა და ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ახორციელებს,“ განაცხადა Visa-ს ტექნოლოგიების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რაჯატ ტანეიამ. „აზიასა და ევროპაში ტექნოლოგიური ინვესტიციების მეშვეობით ჩვენ ვხვეწთ ინფრასტრუქტურას, რათა დავაკმაყოფილოთ ციფრული და მობილური გადახდების სწრაფი ზრდის ტემპი. ამავე დროს შევინარჩუნოთ უსაფრთხო, მოსახერხებელი და მუდმივად ხელმისაწვდომი მომსახურება, რომელსაც ჩვენი კლიენტები და პარტნიორები მოელიან.“

სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრები დაემატება ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე Visa-ს მონაცემთა ცენტრებს. ოთხი სინქრონიზებული მონაცემთა ცენტრის მეშვეობით Visa-ს გაფართოებული მომსახურების ზონა გაზრდის მის ინფრასტრუქტურულ რესურსებსა და მოქნილობას და მინიმუმამდე შეამცირებს სერვისის შეფერხების ალბათობას Visa-ს 16,600 ფინანსურ უწყებაში, მილიონობით სავაჭრო წერტილსა და 3 მილიონ ბარათზე[i]. ორი ახალი ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი კლასის ტექნოლოგიით, მათ შორის მაღალი მახასიათებლების მქონე ტექნიკით და ენერგოეფექტური ელექტრო და გამაგრილებელი ინფრასტრუქტურით. ორ ახალ ცენტრში ტრანზაქციების დამუშავებას Visa 2018 წლიდან გეგმავს.

 

სინგაპურის მონაცემთა ცენტრი

სინგაპურში, 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე მდებარე ცენტრი Visa-ს ტრანზაქციების დამუშავების პირველი ცენტრია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. იგი მოემსახურება  კლიენტებს, ბარათის მფლობელებსა და სავაჭრო ობიექტებს როგორც მთელ რეგიონში ასევე Visa-ს ქსელს გლობალურად.

„სინგაპურში უკვე მდებარეობს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ჩვენი მთავარი ოფისი  და ეს ადგილი უკვე მნიშვნელოვანი ცენტრია Visa-ს ბიზნესისთვის“ განაცხადა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის Visa-ს კომპანიათა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კლარკმა. „სინგაპურში ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრის გახსნით ჩვენ ვაძლიერებთ ციფრულ გადახდებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ამავე დროს  ვაგრძელებთ გადახდების დარგში ინოვაციების შემოტანას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.“

„მოხარულნი ვართ, რომ ახალი მონაცემთა ცენტრის გასახსნელად Visa-მ სინგაპური აირჩია, რაც აძლიერებს სინგაპურის, როგორც სანდო კომერციული და ტექნოლოგიური პარტნიორის პოზიციას“, განაცხადა სინგაპურის ეკონომიკური განვითარების საბჭოს გენერალური მენეჯერის თანაშემწემ, ბატონმა კელვინ უონგმა. „ეს ინვესტიცია მოახდენს Visa-ს ბიზნესის მომსახურების ზონის სრულყოფას სინგაპურში და ადასტურებს, რომ სინგაპური რეგიონული ლიდერია მონაცემთა მართვისა და კავშირის საკითხებში.“

ახალი მონაცემთა ცენტრი Visa-ს მიერ სინგაპურში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული მესამე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. 2016 წლის სექტემბერში Visa-მ გახსნა Visa-ს უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო კამპუსი სინგაპურის სათავო ოფისში. 2016 წლის აპრილში Visa-მ გახსნა სინგაპურის ინოვაციური ცენტრი, რომელიც რეგიონში კლიენტების, პარტნიორებისა და დეველოპერებისთვის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს Visa-ს ექსპერტებთან ერთად მომავალი თაობის კომერციული აპლიკაციების შესაქმნელად.

დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრი

 

2016 წლის ივნისში კორპორაცია Visa-მ განაცხადა, რომ დაასრულა Visa Europe-ის შესყიდვა და დაიწყო ორი კომპანიის საერთო ტექნოლოგიური პლატფორმის მქონე ერთიან გლობალურ ორგანიზაციად გაერთიანების მრავალწლიანი პროცესი. აღნიშნული ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს Visa-ს გლობალური ტრანზაქციების დამუშავების ქსელთან - VisaNet-თან 3,200 ევროპელი კლიენტის შემოერთება  და აგრეთვე არსებული მონაცემებთა დამუშავების ცენტრის მოდერნიზება დიდ ბრიტანეთში.

სრული მოდერნიზების შემდეგ 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე განლაგებული მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რეგიონში არსებულ კლიენტებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ოპერაციული სტაბილურობით და ამავდროულად დააჩქარებს ახალი საგადამხდელო ინოვაციების გამოშვებას ევროპის ბაზარზე.

„ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის გახსნა ევროპაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ყველა ჩვენს კლიენტსა და პარტნიორს Visa-ს საერთაშორისო რესურსებით და აქტივებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს,“ განაცხადა კორპორაცია Visa-ს ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ შიდიმ.

# # #

Visa-ს შესახებ

Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს,  მათ  მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

 

 



[i] Visa ბარათების რაოდენობა ემყარება Visa-ს საოპერაციო სერტიფიკატების რაოდენობას 2016 კალენდარული წლისთვის. Visa ბარათების რაოდენობა მოიცავს: Visa, Visa Electron, V PAY და Interlink-ს, ასევე სავაჭრო ობიექტების PLUS ტიპის ბარათებს. მომხმარებელი ფინანსური უწყებების რაოდენობა აღებულია კვარტლის დასასრულის, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით.  

ბრიტანეთის პარლამენტი - თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთს″ კავშირი არ აქვს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 მარტი 2017 19:59

ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიამ თურქეთში მომხდარი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 70 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობის მიერ 15 ივლისის მოვლენებში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ დადანაშაულების მიუხედავად, ამ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესაძლო მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს.

″გიულენის მომხრე ზოგიერთი პირების გადატრიალებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად არაოფიციალური მონაცემები ან და მესამე პირის მიერ გაკეთებული განცხადებებია″.-ნათქვამია ანგარიშში.

″მიუხედავად ამისა, რომ ეს ანგარიში გადატრიალების მცდელობიდან  9 თვის შემდეგ გამოქვეყნდა, ვერც თურქეთის მთავრობამ და ვერც ბრიტანეთის მთავრობამ გადატრიალებაში მცდელობაში მონაწილე გიულენის მომხრეების ჩვენება კი არა, სასამართლოს მხრიდან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნობილი ერთი პირიც კი არ არის. ასევე, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ თურქეთის მთავრობამ ამერიკის შერთებულ შტატებს გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით 80 ყუთი მტკიცებულება გაუგზავნა მაგრამ აშშ-მ არავითარი რეაგირება არ მოახდინა.″- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, მხოლოდ გიულენისტების ორგანიზებით გადატრიალების მცდელობის განხორციელება შეუძლებელი ჩანს. გადატრიალების მცდელობაში დიდი ალბათობით არმიაში მომუშავე, მმართველი პარტიის(AKP) მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ქემალისტთა ჯგუფები ან და საკუთარი პოზიციების გამყარების მსურველი ძალები არიან გარეული. ისე ჩანს, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით დაბალი წოდების ჯარის მოხელეებმა დასაწყისში არც კი ქონდათ ინფორმაცია, რომ გადატრიალებაში მცდელობაში იღებდნენ მონაწილეობას.

ანგარიშში, მიუხედავად თურქეთის მთავრობის მოწოდებისა, რომ მთელ მსოფლიოში ″მოძრაობის ჰიზმეთი″ ტერორისტად ეღიარებინათ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამისათვის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

წყარო: http://aktifhaber.com/dunya/ingiltereden-15-temmuz-raporu-h93338.html

 

ევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 09:08

„სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (79%), საფრანგეთის (67%) და დიდი ბრიტანეთის (53%) მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ბოლო წლის განმავლობაში მათ ქვეყნებში მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა. გერმანიასა და ესპანეთში უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვმა 45% შეადგინა, პოლონეთში კი მათი წილი მინიმალურია — 35%. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ“-ის დაკვეთით ჩაატარა.

მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ გერმანელების 16%, ფრანგების, ესპანელებისა და ბრიტანელების 7%, პოლონელების 6% და იტალიელების 2% აფიქსირებს.

უკმაყოფილოთა შორის ძირითადად, მემარჯვენე პარტიების ფრთის მხარდამჭერები და 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს პოლონეთი, სადაც განსხვავება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრებს შორის არ აღმოჩნდა, და გერმანია, სადაც დაახლოებით ერთნაირი აზრი დააფიქსირეს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტებმა.

აშშ-ში მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების შესახებ განაცხადეს რესპონდენტების 38%-მა. პოზიტიური ცვლილება აღნიშნეს გამოკითხულთა 19%-მა, ხოლო 33% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop –მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში შერჩეული 7043 რესპონდენტი.

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სპუტნიკ საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. სპუტნიკი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. სპუტნიკ-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

Open Call ჟურნალისტებისთვის

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 23:56

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ჟურნალისტებს კიევში, თბილისსა და კიშინიოვში სამ ორდღიან ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ (2017 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში). პრაქტიკუმების თემა — „თანამედროვე კულტურის სფეროს ჟურნალისტიკა“.კურსის ლექტორები არიან დარგის წამყვანი ექსპერტები: ჟურნალისტი, რომელმაც ნობელის პრემიის 12 ლაურეატთან ჩაწერა ინტერვიუები — მაია ჯაგი(დიდი ბრიტანეთი) და 18 წლიანი გამოცდილების მქონე არტ-კრიტიკოსი ეკატერინა ბოტანოვა (უკრაინა). ვორქშოფების მონაწილეები ეზიარებიან ისეთ უნარებსა და უპირატესობებს, როგორებიცაა: ტექსტების შექმნა ცნობილი ლექტორების კურატორობით; მსოფლიოს საუკეთესო გამოცემების ჟურნალისტური ქეისების პროფესიონალური ანალიზი; პროგრესული ონლაინ-ინსტრუმენტების შესწავლა; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა;  გამოცდილების გაცვლა და ასევე ახალი ცოდნა კრეატიული ინდუსტრიის სფეროში.ტრენინგების თემატიკა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:1. კულტურის მნიშვნელობა და კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის როლი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში: კონფლიქტები, მიგრაციები, კლიმატური ცვლილება. 2. კულტურა და კრიზისი, სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკა.3. ინტერვიუებისა და კრიტიკული ტექსტების დაწერის თავისებურებები.4. „ახალი“ მედია კულტურის სფეროს ჟურნალისტიკაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები.5. ჟურნალისტი როგორც ბრენდი: პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. მონაწილეობის მისაღებად მიიწვევიან ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ეს ონლაინ-ფორმა http://bit.ly/applyCJ ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
განაცხადების შეტანის დედლაინი: 2016 წლის 17 დეკემბერი, 23:00 საათამდე.მონაწილეები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: გამოცდილება ჟურნალისტიკაში და კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების მუშაობის გაშუქებისადმი ინტერესი; წინა ჟურნალისტური და/ან კრიტიკული მასალების ხარისხი; ტრენინგებიდან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მიღებული ცოდნის გასაზიარებლად მზადყოფნა; ინგლისური ან რუსული ენების იმ დონეზე ცოდნა, რომ ტრენინგებში მონაწილეობა და დავალებების შესრულება იყოს შესაძლებელი; პროექტის ყველა ეტაპში მონაწილეობის გარანტია.ამ კრიტერიუმების საფუძველზე თითოეული ქვეყნიდან სამი მონაწილე შეირჩევა.მონაწილეთა შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 23 დეკემბერს. ორგანიზატორები ფარავენ კურსის მსმენელების მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. კონკურსთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ კოორდინატორს: აზერბაიჯანში (JLIB_HTML_CLOAKING ), სომხეთში (JLIB_HTML_CLOAKING ), ბელარუსში (JLIB_HTML_CLOAKING ), საქართველოში (JLIB_HTML_CLOAKING ), მოლდოვაში JLIB_HTML_CLOAKING , უკრაინაში (JLIB_HTML_CLOAKING ). ვორქშოფების თარიღები:2017 წლის 26-27 იანვარი — თბილისი, საქართველო2017 წლის 23-24 იანვარი — კიშინიოვი, მოლდოვა2017 წლის 26-27 აპრილი — კიევი, უკრაინაკურსის ექსპერტები:მაია ჯაგი (Maya Jaggi) — მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანელი კულტურისსფეროს ჟურნალისტი 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით. მუშაობდა The Guardian-თან, The Economist-თან და FT Weekend Arts-თან. კარიერის განმავლობაში მაია ჯაგიმ ინტერვიუები ჩაიწერა ნობელის 12 ლაურეატთან ლიტერატურის დარგში და ასევე ინტერვიუები კულტურის საკვანძო მოღვაწეებთან, მწერლებთან, რეჟისორებთან, მუსიკოსებთან, ქორეოგრაფებთან და ისტორიკოსებთან მთელ მსოფლიოში. მაია ჯაგიმ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის გაფართოებასა და ტრანსფორმაციაში. „ჩემთვის კულტურა ვრცელდება ხელოვნებიდან ტექნოლოგიურ სტარტაპებამდე. ტრენინგების მონაწილეები ბევრი რამის მიღებას
შეძლებენ კულტურის ჩემეული თეორიული გაგებიდან და ასევე შეიტყობენ კულტურის სფეროს ჟურნალისტიკის პოტენციალის თაობაზე სოციალური და პოლიტიკური პრობლემების (კონფლიქტები, მიგრაციები, კლიმატური ცვლილებები, მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა) გადაწყვეტის საქმეში. მათთვის ასევე სასარგებლო იქნება ჩემი პრაქტიკული გამოცდილება“. კატერინა ბოტანოვა, კულტურის სფეროს კრიტიკოსი, ჟურნალისტი, კურატორი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, რომელიც სპეციალიზდება კულტურისა და ხელოვნების — როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცვლილებათა აგენტების, საკითხებში. კატერინა გახლავთ ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ დამოუკიდებელი ექსპერტი მისი შექმნის მომენტიდან — 2011 წლიდან. ის კონსულტაციას უწევს ევროპის კულტურის სფეროს დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობს კიევში, მათ შორის, გოეთეს ინსტიტუტსა და ბრიტანულ საბჭოს. 2015-2016 წლებში კატერინა გახლდათ უკრაინის უმსხვილესი ინტერნეტ-ჟურნალის, „უკრაინსკაია პრავდას“ კულტურის განყოფილების მთავარი რედაქტორი. კატერინა ბოტანოვა ასევე მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების CSM/ფუნდაცია ცენტრის დირექტორად და გახლავთ თანამედროვე ხელოვნების ინტერნეტ-ჟურნალ Korydor-ის დამფუძნებელი. როგორც კულტურის საკითხების მიმომხილველს, მას საკუთარი წვლილი შეაქვს უკრაინის მრავალრიცხოვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მისი საერთაშორისო პუბლიკაციები მოიცავს Eurozine-ს, NZZ-სა და OpenDemocracy-ს.„მიმაჩნია, რომ უკარინასა და რეგიონში მედიაგარემოს ჩემეული გაგება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან როგორც მკვლევარისა და კულტურის სფეროს მენეჯერის მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე ასობით ჟურნალისტთან რედაქტორად მუშაობის წლები, სასარგებლო იქნება ამ კურსის მონაწილეებისთვის“.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 15:26

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ, 23 ივნისის რეფერენდუმზე მიიღო. შედეგების თანახმად, ადგილობრივების 52-მა პროცენტმა ევროპული ბლოკიდან გასვლას, ხოლო 48 პროცენტმა დარჩენას დაუჭირა მხარი. როგორც ცნობილია, ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, ხოლო უელსსა და ინგლისის სხვა საგრაფოებში ბლოკის დატოვების სურვილი გამოითქვა. გადაწყვეტილების გამო, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროპული სხვა ქვეყნების ლიდერები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. შედეგებს გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენი, რომლის თქმითაც, რეფერენდუმის საჭიროება ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაშია. შეფასება გააკეთა ევროპარლამენტის პრეზიდენმაც. მარტინ შულცის თქმით, ბრიუსელი ლონდონის გასვლისთვის მზად არის და მოლაპარაკებები სწრაფად უნდა დაიწყოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ კი შედეგებს „სამწუხარო“ უწოდა. რაც შეეხება მის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საკუთარ იმედგაცრუებას გამოხატავს.

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 აპრილი 2016 09:53
 დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ განცხადებები ლონდონში გაკეთდა, სადაც უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.დავით ბაქრაძე სამეცნიერო წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრაზე კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ნატოს ვარშავის სამიტის საკითხებიც განიხილეს

დიდი ბრიტანეთის ელჩმა პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:09

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ. 

შეხვედრა პროექტ „პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად  „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ და „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“ ახორციელებენ. 

პანკისელი ახალგაზრდების სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩართვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე თვეებია, აქტიურად მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ქართულ ჯარში და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღების წესებსა და პირობებზე რეგულარულად ესაუბრებიან.

"დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს"

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 11:26

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს - განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გააკეთა, თუმცა როგორც ოლანდი აცხადებს არც ერთ ქვეყანას არ ექნება უფლება თავიდან აირიდოს საერთო რეგულაციები. ოპტიმისტურად არის განწყობილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აცხადებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი აქვთ. რაც შეეხება თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს, მისი თქმით, ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის მოთხოვნები ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება დააღნიშნა, რომ იგი იბრძოლებს ბრიტანეთისთვის. ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის მიერ შემუშავებულ ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით სამიტი მიმდინარეობს. რეფორმები ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას განსაზღვრავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 13:04

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა, სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ხულორდავაც მონაწილეობდა. ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებისა და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მათი დასაქმების პერსპექტივებზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში აღმოფხვრა არაადამიანური მოპყრობა. 
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ქართული მხარისთვის საინტერესოა, ის წარმატებული პროგრამები და რეფორმები, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასჯელაღსრულების სფეროში წლებია ხორციელდება. 
„ჩვენს სისტემაში რეფორმები მუდმივად ტარდება. ამ პროცესში ბრიტანეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, მხედველობაში მაქვს კერძო ციხეების, პატიმრების დასაქმებასთან და მსჯავრდებულთა თავისუფლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ბრიტანეთში მსგავსი სახის პროგრამების განხორციელების სერიოზული გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა. 
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების უწყებაში გატარებული რეფორმები და მიღწევები. ელჩი სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა. მან განმეორებითი დანაშაულის რიცხვის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების დადებით მხარეებზეც ისაუბრა. 
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას გამუდმებით ვადევნებ თვალყურს. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო პენიტენციურ სისტემაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის. ძველ და ახალ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრის სურვილია დაეხმაროს პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებაში, უზრუნველყოს მათთვის საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და სამედიცინო მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლების შემდეგ პირის საზოგადოებაში ჯანსაღი ინტეგრირება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. 
მხარეებმა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავალო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური