აშხაბადში გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 ივლისი 2019 11:50

29 ივნისს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია, რომელიც ითარგმნა თურქულ და უკრაინულ ენებზე.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, კულტურისა და მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და საერთაშორისო მას-მედიის წარმომადგენლებმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ახალი ნაშრომი, შესაძლებლობას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თურქმენეთის ისტორიული გზა, გაეცნონ ეროვნულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებს, ადათ-წესებს. ნაშრომში ფართოდ არის ასახული თურქმენული ხალხის მიღწევა მსოფლიოს მეცნიერებაში, ეკონომიკასა და კულტურულ პროგრესში.

გამომსვლელებს შორის იყვნენ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი საპარდურდი ტოილიევი, თურქეთის ელჩი თურქმენეთში მუსტაფა კაკუჯუ და უკრაინის ელჩი თურქმენეთში ვალენტინ შევალიევი. 

„დიდი აბრეშუმის გზა“ ნაშრომში განიხილება როგორც უნიკალური ისტორიულ-კულტურული მოვლენა. ავტორი მოგვითხრობს იმის თაობაზე თუ როგორი ღრმა ნაკვალევი დატოვა ამ ფენომენმა უძველესი დროიდან თანამედროვე თურქმენეთის მაგალითზე. სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით მოყვანილია დოკუმენტური მასალები, არქეოლოგიური და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მასალები. ასევე შეფასებულია თურქმენეთის როლი მის ერთ-ერთ ცერნტრალურ რგოლად წარმოჩენაზე „დიდი აბრეშუმის გზის გულში“, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე.

წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება „ჯეიხუნიდან ხაზარამდე“ და „მარშრუტები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ“. თითოეული მათგანი სამი თავისაგან შედგება. ისინი „დიდი აბრეშუმის გზის“ კონკრეტულ ნაწილებს აღწერენ  თურქმენეთის ტერიტორიაზე.  ნაშრომი სრულდება დამატებებით: „პიროვნებები და ქრონოლოგია დიდ აბრეშუმის გზაზე“ და „მოკლე არქეოლოგიური და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაკავშირებული დიდ აბრეშუმის გზასთან“.

წიგნი ილუსტრირებულია მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მასალებით, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნებით. ნაშრომში მოყვანილია არქეოლოგიური მონაცემები, აერო-კოსმოსური გადაღებები, უძველესი კარტოგრაფიული ოაზისები და სხვა მრავალი საინტერესო მასალები.

 

ავთანდილ ოთინაშვილი

აშხაბადი-თბილისი

ჩინეთმა მორიგი სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა „ბეიდოუ“ ორბიტაზე გაიყვანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:10

ჩინეთმა უკვე მე-20 სანავიგაციო კოსმოსური თანამგზავრი „ბეიდოუ“ გაუშვა კოსმოსში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

კოსმოსური თანამგზავრი მიმყოლ რაკეტასთან „ჩანჩჟენ-3ბ“ ერთად გაშვებული იქნა კოსმოდრომ „სიჩანიდან“, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მდებარეობს.

მიმყოლმა რაკეტამ თანამგზავრულ ორბიტაზე გაიყვანა „ბეიდოუს“ სისტემის ახალი თაობის მეოთხე თანმგზავრი, რომელიც აღჭურვილია წყალბადის ატომური საათით. კოსმოსური თანამგზავრი ორბიტაზე სხვადასხვა სახის საცდელ ოპერაციებს ჩაატარებს.

2012 წელს ჩინეთის სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა „ბეიდოუ“ ორბიტაზე გავიდა და დღეისათვის მან უკვე მან დაამტკიცა თავისი მდგრადობა. მოსალოდნელია, რომ 2018 წლიდან მისი მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და საზღვაო აბრეშუმის გზის ზონაში მდებარეობენ. ხოლო 2020 წლიდან იგი ხელმისაწვდომი გახდება მთელს პლანეტაზე.

ჩინეთის სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა „ბეიდოუ“ შემუშავებულია ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი და სარაკეტო ტექნიკის გამოკვლევის ინსტიტუტის მიერ.

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტი „ერთი სარტყელი–ერთი გზა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 16:43

ჩინეთის წამყვანი საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. „მე ვფიქრობ, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსის საზაფხულო ფორუმში მონაწილეობდა. „საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ინვესტიციების, წარმოების, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის“. მინისტრი მიესალმა მარტში, ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობის პროექტში საქართველოს თანამშრომლობის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებას და დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, არამედ პერსპექტივა რეგიონისა და მთლიანად ევრაზიული კონტინენტისთვის. „პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო მარშუტების მოდერნიზაცია და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ბიზნესი დაინტერესებულია ამ შეთანხმებითა და პოტენციური თანამშრომლობით“. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისათვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, განაცხადა მინისტრმა. ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის - ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველო გეგმავს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის მრავალმხრივი მართვის საბჭოს ჩამოყალიბებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური სატრანსპორტო მარშუტის ეფექტურად მართვას. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში შენდება რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებლებს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდნენ - რაც ფულისა და დროის დიდ რესურსს დაზოგავს. "თბილისი - აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელსაც საქართველო ოქტომბერში უმასპინძლებს, ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონალური თანამშრომლობას განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნებმა დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. "ჩინური კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საწარმო კომპონენტების ჩვენს ქვეყანში ექსპორტირებისათვის, რომელიც შეგროვდება საქართველოში და გაიყიდება ევროპის ქვეყნებში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე“,  განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. მინისტრის თქმით, 2014 წელს ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირველად ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე დიდი ინვესტორი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. ჩვენ მივესალმებით ჩინელი ინვესტორების მონაწილეობას შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროები. "ერთ-ერთი კერძო ჩინური მედია კომპანია ჩინური სილამაზის კონკურსს საქართველოში მართავს, რაც, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი კულტურულ ურთიერთობებსა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმი, ასევე არის ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ეფექტური ინსტრუმენტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური