მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - GM Pharma-ს მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მარტი 2020 11:14

საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma (ჯი-ემ-პი) 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რომ უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა ესენციური მედიკამენტებით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი.

გვინდა ასევე განვაცხადოთ, რომ ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას.

GM Pharma-ში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები - ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System), WMS (warehouse management system) - რაც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს, რომელშიც ვიმყოფებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

შესაბამისად, გვინდა მოგმართოთ, რომ ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს.

ლევან კალანდაძე: „საქართველოში დღეს სასტარტო კაპიტალის დეფიციტია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 18:18

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს სასტარტო კაპიტალის დეფიციტია.

 „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე, საქართველოს ხვალინდელი დღე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს კაპიტალის დეფიციტია. არა სასესხო კაპიტალის, არამედ, ძირითადი საინვესტიციო რესურსის, რომელიც, თავისთავად, წარმოადგენს კაპიტალს, ნებისმიერი მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად“,–აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის  მთვარი აქცენტები, განსაკუთრებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გააკეთოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური