დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:04

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს. ასევე, მემორიალს ესტუმრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, მილი მეჯლისის დეპუტატები, მინისტრები, კომიტეტების ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები და  ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მიტინგები ჩატარდება, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აგდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. 

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი – ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

ცნობისთვის, 1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ჰოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

მ. ბახტაძემ ევროპელი დეპუტატების ყველა კითხვას ზუსტი პასუხები გასცა - დ. ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა არც ერთ კითხვას და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რომელიც დასმული იყო, ყველაზე ზუსტი პასუხი გაიცა“, – განაცხადა დ. ზალკალიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ევროპელი დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისევ ისმის შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი ჩვეულებრივი, პოლიტიკური დებატების ფორმატია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს დებატებს არ გაურბის.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკაა. ეს არის პოლიტიკური დებატების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მათ თავიანთი ინტერესი და მიდგომა აქვთ ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსგავს დებატებს არ გავურბივართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეკითხვები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც გაისმის, რადგან ეს არის ორგანიზაცია და მისი ეს ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებს, სწორედ მსგავსი სახის ურთიერთობების ფორმატია. 

„აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი დებატებია და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა“, – დასძინა დ. ზალკალიანმა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ფიცი დადეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:16

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 143-მა გაიარა.

ახლად არჩეულმა დეპუტატებმა ფიცი უკვე დადეს.

პრეზიდენტი დეპუტატებს საკუთარ მოვალეობებს ახსენებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 17:39

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფახალაძე  "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, 

პრეზიდენტის მრჩეველი დეპუტატებს კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ახსენებს:

"ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონი ლევან ბერძენიშვილის დიდაქტიკურ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რით უნდა ინტერესდებოდეს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი . მე მინდა დავეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას, ეს მოქმედი რედაქცია სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაეგზავნა პარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ გვაქვს 48-ე მუხლი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ამავდროულად აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და 69-ე მუხლი, სადაც ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, იმ უმნიშვნელოვანესი თემით დაინტერესება, სარაც ქვია საქართველოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ამ თემით დაინეტერესება პირდაპირი მოვალეობაა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე პარლამენტის" განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

ევროკომისიის გადაწყვეტილების - პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:04

ევროკომისარმა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის წინადადებით მიმართა.

„ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ გადადგმული ნაბიჯი“, - ასე აფასებენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქართველი კანონმდებლები. 

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტისა და ევროპულის საბჭოს საბოლოო დასკვნა დადებითი იქნება და საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა რაც შეიძლება მალე შეეძლებათ. 

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, პროცესი დადებითად დასრულდება.

დეპუტატთა ნაწილს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 11:09

დეპუტატთა ნაწილს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს, რაც ხელფასის 20%-ის დაკავებით განისაზღვრება. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენების ეჭვი გაჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ის კანონმდებლები დაასახელა, რომლებიც კენჭისყრის პროცედურებში ფიზიკურად არ მონაწილეობდნენ, თუმცა, მათი ხმები მაინც დაფიქსირდა. მათ შორის ანი მიროტაძე, გოგი ლიპარტელიანი, ირაკლი სესიაშვილი, ნანა ყეინიშვილი და მარიკა ვერულაშვილი არიან. საკითხის შესწავლა მანდატურის სამსახურს დაევალა.

საკრებულოს დეპუტატები მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 15:58

 მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. 

 პრეზენტაცია ა.მიზანდარის სახელობის N1ხელოვნების სკოლაში გაიმართა,  რომელსაც კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია უძღვებოდა. 

პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, კომისიის წევრები   და დეპუტატები- რიმა ბერაძე, ზაქარია კოლელიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ია მაკასარაშვილი  ესწრებოდნენ.

 პრეზენტაციაზე ია მაქაცარიამ კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ  2015 წელს განხორციელებული პროექტების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამსახურის მიერ გასულ წელს  კულტურის მუნიციპალური ობიექტების კვლევა ჩატარდა, შემუშავდა რეკომენდაციები და მომზადდა რეფორმის პროექტი. 

 მისივე თქმით, ხელოვნების სკოლებს ფართობები უზუფრუქტით გადაეცათ და მოხდა აღნიშნული შენობების გაზიფიცირება, თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობის მიზნით  კი ქალაქში  თეატრალური აფიშების განსათავსებელი სტენდები დამონტაჟდა. 

 ია მაქაცარიამ 2015 წელს თბილისში  არქეოლოგიური კვლევების განახლებასა  და კულტურის სფეროში განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა.

 ანგარიშის წარდგენის გარდა  ღონისძიებაზე სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

 ხელოვნების სკოლაში მისული სტუმრები პანტომიმის თეატრის პერფორმანს და კულტურილი მეწარმოების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრნენ. 

 ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები მე-19 ხელოვნების სკოლის ბავშვთა ორკესტრმა შეასრულა. 

პრეზენტაციას თბილისის მერი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის თანამშრომლები, ასევე   კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები დაესწრნენ.

პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 09:57

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს ელოდებიან.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ძირითადად განხილვის თემა შეეხება ლარის კურსს და იმ პრობლემებს, რომელიც ამასთან დაკავშირებით შეიქმნა რეგიონში.

„არ მინდა რომ ბრალეულობაზე ვილაპარაკო, მინდა პრობლემაში გავერკვეთ, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ლარის კურსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა.

„კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია და ეს არ არის, არც გარე შოკუნიების ბრალი და არც ვალუტის კურსის ცვლილების. დიდი მოლოდინი იმისა, რომ ქვეყნაში მდგომარეობა გამოსწორდება არ მაქვს,“ - აცხადებს თარხნიშვილი.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სასურველია ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ითანამშრომლონ ერთმანეთთან, იმისათვის რომ ლარი დასტაბილურდეს.

დაესწრება თუ არ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრას, ჯერ-ჯერობით უცნობია. შეხვედრაზე ლარის კურსის გარდა საუბარი რეზერვებსაც შეეხება.

დეპუტატები დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 10:19

პარლამენტი საგაზაფხულო სესიისთვის ემზადება. დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზეც ისაუბრებენ, შეთანხმდება ფორმატი და დრო.

საპარლამენტო უმცირესობის აზრით, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობაც უნდა დაესწროს სრული შემადგენლობით. ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს დებატების ფორმატი და დეპუტატებს მიეცეთ შეკითხვების დასმის საშუალება.

უმრავლესობაში წინასწარ ვერ საუბრობენ რა ფორმატით გაიმართება პრეზიდენტის გამოსვლა და დაესწრება თუ არა მას მთავრობა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, სავარაუდოდ, 15 იანვარს განაახლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 11:51

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, სავარაუდოდ, 15 იანვარს განაახლებს. დეპუტატები საკომიტეტო განხილვების ფორმატში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში იმუშავებენ.
მანამდე დეპუტატები შეხვედრას გამართავენ და კომიტეტებში განსახილველ საკითხებზე შეთანხმდებიან. კანონმდებლებმა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ და ახლად ინიცირებულ კანონპროექტებზე უნდა იმსჯელონ. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის თვეში დაიწყება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური