"ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე!"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 11:24

,,ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც  20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი  მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.
ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს. 

დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ  ,,მადლობის სიგელი" გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

,,დღეს განსაკუთრებული დღეა - მადლობის თქმის დღე! 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, თავდაუზოგავად იშრომეს, ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ მთელი საზოგადოების სახელით“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

პრეზიდენტის თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში, სულ 24 პაციენტი შევიდა. მათ გადაუდებელი ოპარაცია ჩაუტარდათ და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. 

,,6 პაციენტის შემთხვევაში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია

მინდა დაჯილდოებით გამოვყო ქირურგ - ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას ღვაწლი, რომელმაც 21 ივნისს დაბადების დღესთან დაკავშირებით მორიგეობა გადაცვალა და სწორედ იმ ღამეს მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება. 

,,რეგიონულ ჰოსპიტალსაც“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს  პირობებში უწევდა მუშაობა და იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 
როცა ბელორუსიიდან დავრეკე პირადად, მითხრეს, რომ ვერ გადაარჩებოდა თვალი, მაგრამ სასწაულებიც ხდება და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ქირურგ - ოფთალმოლოგს, რეზო ომიაძეს, რომელსაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და დაბრუნდა საქართველოში, ესეც ღირსშესანიშნავია. 

სულ მუშაობდა 77 სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  მათ შეძლეს სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა. 

მაკა გვარამია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, იმ ღამეს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული, სოლომონ როსტომაშვილი - მოვალეობის შემსრულებელი,  არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სამსახურის მობილიზაცია შეძლეს და ამ სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა, რომ ყველას გადასცეთ მადლობა.

ჩვენ ამოვირჩიეთ ეს 4 ადამიანი, შეუძლებელია ყველას დაჯილდოება, მაგრამ მათი ჯილდო თქვენი ჯილდოცაა, ეს ყველას ჯილდოა - სხვადასხვა საავადმყოფოებში მობილიზებული ექიმების.  ეს იყო არნახული ერთად ყოფნა. 
ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არაერთი ტრაგიკული, მძიმე დღე, მძიმე ღამე და მძიმე პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას -  მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმ პერიოდში, მეორე მხარე, რომელიც იმედისა და გაძლიერების მომცემია და ეს მეორე მხარე, დღეს ხართ თქვენ, ყველა, ვინც ამ ქვეყნისა და მისი მომავლისათვის მზადაა იშრომოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ამისი მაგალითი ვნახეთ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო. 

ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. 

არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.
ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები,  სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ექიმებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო ჯილდოსა და ნდობისათვის.
,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის. 
ჩემთვის უდიდესი  პატივია ეს ჯილდო, მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. 
შემოსული იყო ორი უმძიმესი პაციენტი თვალის კაკლის დაზიანებით. საბედნიეროდ, მეც და პაციენტებსაც გაგვიმართლა, რომ მოვახერხე  თვალის მთლიანობის აღდგენა. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოფთალმოლოგიურ ცენტრში ნინო ბერაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა,  ასევე მადლობა ჩემს კოლექტივს ოფთალმოლოგიურ ცენტრს ერთად დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რეზო ომიაძემ.
 

მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:47

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

„დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 17:04

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და მეორედ გადატრიალების მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლი იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით რომც გვდევნიდნენ, ანტი-დემოკრატიული გზებით მათ დამხობას არასოდეს არ დავეთანხმები.
ყოველგვარ გადატრიალებას, გადატრიალების მცდელობას და გადატრიალების შესახებ ფიქრებსაც კი ვგმობ. ამ აზრის მატარებელნი მოძრაობა ჰიზმეთშიც თუ იქნებიან, მათ სიტყვით და ქმედებით შევეწინააღმდეგები.
ჩემი განცხადების გაკეთების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისს ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, ზოგიერთი ადამიანის ამ გადატრიალების მცდელობის ჩემთან დაკავშირებას და ჩემს ამ ამბოხების არქიტექტორად გამოცხადებას კატეგორიულად ვგმობ. როგორც ამბობენ, თუ ჩემთან ახლოს მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს, ამით იმ ადამიანებს გაუწიეს სამსახური რომლებიც მშვიდობისა და სიმშვიდის გარდა სხვა არანაირი მიზანის მქონე ჩემი და მოძრაობა ჰიზმეთის გადატრიალების მცდელობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებას ცდილობენ.
ვერაგულად დაგეგმილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, უსაფუძვლო ბრალდებებით ჩემი დადანაშაულების შემდეგ, ამ მცდელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისიის შექმნა მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავთანხმდებოდი. ჩემი ასეთი შეთავაზების მიუხედავად, ამ მხრივ არანაირი უმოქმედობა, კვლევის არ ჩატარება და დაჟინებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრების უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება, იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილი დამნაშავეების გამოააშკარავება არ უნდათ. წამების გზით მოპოვებული ჩვენებების საფუძველზე ″გამოკვლევა საჭირო არ არის″ მსგავსი განცხადებების გაკეთება ეჭვებს ზრდის.
შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ტანკების ქუჩაში გამოსვლამდე გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ამ მცდელობის განხორციელებაში მოძრაობა ჰიზმეთის დადანაშაულება, თავდაპირველი განზრახვის ნათელი დასტურია.
ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წარმომადგენელ ამ მოძრაობის ადრე სხვა მიზეზების გამო, ახლა კი ვერაგულად დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის გამო, ძალადობასა და ტერორიზმთან დაკავშირებას რომ ცდილობენ ეს ნათლად და მკაფიოდ ჩანს. თუმცა მოძრაობის მიმდევრების წინააღმდეგ განხორციელებული ადამიანის უფლება დარღვევის, დევნისა და წამების მიუხედავად ძალადობისთვის არ მიუმართავთ, თავიანთი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზებით გააგრძელეს და მათ ცილისმწამებლებს იმედები გაუცრუეს.
ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში მეორე გადატრიალების მცდელობის შესახებ ჭორები ამ კონტექსტში შეგნებულად გავრცელდა და შეშფოთებული ვარ იმით, რომ შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ახალ მახეს უგებენ. ამ კონტექსტში მედიაში გავრცელებული მუქარა იმის თაობაზე, რომ ციხეში მყოფ მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ერთად შეკრებენ და სიკვდილით დასჯიან შემაძრწუნებელია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ მსოფლიოს განვუცხადო, რომ ყველაზე სასტიკი დევნას, ზეწოლას, დისკრიმინაციას, წამებასა და დასჯას რომც დაექვემდებარონ ამ მოძრაობის მიმდევრები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგული დარჩებიან. ამ ადამიანების მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად აზრთა სხვადასხვაობის, უცოდინრობისა და სიღარიბესთან ბრძოლა და ამ ლოზუნგებით ყველა დაბრკოლების მიუხედავად ″პოზიტიურ მოძრაობად″ დარჩენა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაა.″-ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: http://afsv.org/fgulen-message-regarding-rumors-about-a-second-coup-attempt-10022016/#.V_MyFvmLTIW

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური