2000-დე დევნილი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 16:47

დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია  90  მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მთავრობის მეთაურის თქმით, თანხები განკუთვნილია როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის ასევე, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.

„დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო.  მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.  დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა  შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.  მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც.  

„აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თაღლითური სქემა და მოტყუებული დევნილები - საგამოძიებო სამსახურმა 5 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017 13:16

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს.

ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგგარეშე მიღებაში.

აღნიშნული თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 აშშ დოლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით"- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 12:41

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილები ბინებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 15 ათასამდე დევნილ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი გრძელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს შევუქმნათ შეგრძნება, რომ პირველ რიგში მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოზარ სუბარი - მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 15:05

მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნასა და ამ თემაზე შეფასებებს გამოეხმაურა.

”განსაკუთრებით ცინიკური არის ზოგადად ის, რომ საქართველოს ტერიტორიებზე არის რუსეთის ბაზები, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთს აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგრამ ყველანაირ ოკუპაციას აქვს დასასრული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. დანარჩენი ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს, რასაც ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო მმართველები აკეთებენ, ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ამის გარანტია არის საერთაშორისო თანამეგობრობა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პროფესიული განათლება დევნილი ახალგაზრდებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 15:28

„დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინაარსსაც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.

რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოისმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დევნილთა საცხოვრებელი შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:19
თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრნენ და ერთ-ერთ ოჯახში, სიმბოლურად, გაზქურა აანთეს. კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა, გაზიფიცირების თხოვნით, კახა კალაძეს მიმართეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შენობის გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 7000 ლარი შეადგინა. ჩაჩავას ქუჩაზე 16 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან კერძო მესაკუთრის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ობიექტი მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 3717 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა.

149 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 11:19

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 16:36

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. 

დღეს, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს. 

თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ. 

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით 200 დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდება. 

„400 დევნილ ოჯახზე გავანაწილეთ ბინები ერთი კვირის წინ. ამ 400 ბინიდან 200 არის თბილისის ზღვაზე, 200 ოჯახს კი თბილისის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე გადავცემთ ბინებს. თუ ვის სად და რომელ სართულზე შეხვდებოდა ბინა კენჭისყრის პროცედურის დროს თავად დევნილებმა აირჩიეს. ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პირველი სართულები იყო განკუთვნილი და კორპუსს აქვს ადაპტირებული შესასვლელი. 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას და შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ. რაც შეეხება დარჩენილ 200 ოჯახს, ვინც თბილისის ზღვაზე მიიღებს ბინებს, სავარაუდოდ მოვასწრებთ რომ ძველით ახალ წელს ისინიც საკუთარ სახლებში შეხვდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი. 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული. 

2012 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

კონფერენცია დევნილთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 18:09

ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით თემაზე - „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და პერსპექტივები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს გააჩნია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შეიმუშავა. 

„ სრულ თანხვედრაშია ის მიდგომები, რაც გააჩნიათ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს. სამინისტროს პრიორიტეტი არ არის მხოლოდ გრძელვადიანი განსახლება. თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე აუცილებელია დევნილებისთვის როგორც ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე მნიშვნელოვანია მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაც“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძე. 

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები და ადგილობრივ სერვისებზე დევნილთა წვდომის მექანიზმები. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ. 

საერთაშორისო კონფერენცია პროექტის „დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა. 

შეხვედრას დევნილებთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 12:49

საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჩალოკა ბეიანიმ განაცხადა. 

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალაშენებულ კორპუსებში გადაცემული ბინები დაათვალიერა, დევნილებს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. 

ჩალოკა ბეიანის განცხადებით, მისი წინა ვიზიტისას გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას უკავშირდებოდა და მოხარულია, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დევნილები ახალ სახლებში ბედნიერები არიან. 

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. 

„ეს არის გაეროს სპეციალური მომხსენებლის მეორე ვიზიტი საქართველოში. წინა ვიზიტის დროს მან მოგვცა ფასეული რეკომენდაციები. დღეს, ჩვენ ვანახეთ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს. რეკომენდაციებს რაც შეეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძირითად ნაწილში რეკომენდაციები შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დევნილთათვის გადაცემული ბინების მონახულებამდე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა და განსახლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი ზუგდიდსაც ეწვევა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ჩასახლებას მოინახულებს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური