ჩოგბურთი: საქართველოVSდანია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 05 მარტი 2016 15:08

ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.
ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.
ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

დევისის თასი ბასილაშვილის თამაშით იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:20

4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოსა და დანიის ნაკრებების შეხვედრის კენჭისყრა თბილისის საკრებულოს ჰოლში გაიმართა, სადაც მეტოქეთა ზუსტი განრიგი გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეგტაპზე 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება. კენჭისყრის თანახმად, პირველ შეხვედრას 4 მარტს 13:00 საათზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაატარებს, რომელიც კრისტიან სიგსგაარდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება უფასოა, ბასილაშვილი-სიგსგაარდის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 13:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ევროპის მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 18 ივლისი 2015 20:12

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა სან-მარინოში მიმდინარე „დევისის თასზე“ ასპარეზობა წამატებით დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იტყობინება.

„საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „დევისის თასზე“ ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და ევროპის მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გადამწყვეტი მატჩი ესტონეთის ნაკრებთან შედგა. სანდრო მეტრეველმა ესტონელი მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტი თამაში სამ სეტში 3-6 6-2 6-4 მოიგო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ჩოგბურთელი გამოდიუოდა: ნიკოლოზ ბასილაშილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე. ნაკრების მწვრთნელი ვოვა გაბრიჩიძეა.

ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, მალტის და ისლანდიის ნაკრები გუნდები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სან მარინოში „დევისის თასზე“ ევროპული ზონის მე-3 ქვეჯგუფის გათამაშება ჩატარდა. საქართველოს ნაკრები გუნდი თავის სარეიტინგო ქულებით მე-4 ნომრად იყო განთესილი და კენჭისყრის შედეგად დ-ე ქვეჯგუფში ასპარეზობდა, სადაც მასთან ერთად მალტის, ალბანეთის და ისლანდიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური