საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს, - აცხადებს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 11:57

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს. ამის შესახებ კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჰანსიურგენ ოვერშტოლცმა თბილისში გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცი თბილისში ყოველწლიურ შეკრებაზე ჩამოვიდა, და კომპანიის წინასაფინანსო წლის საქმიანობის ძირითადი მიღწევები და შედეგები წარმოადგინა. მან 2016 წლის მონაცემები დადებითად შეაფასა და 2017 წლის მოლოდინებზეც დაწვრილებით ისაუბრა. მისივე თქმით, 5 წლის წინ საქართველოზე გაკეთებულმა მოლოდინმა გაამართლა, და დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. ამის შედეგია, ის რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც კომპანია Bosch-ი თავის საქმიანობას აფართოებს.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცის თქმით, 2016 საფინანსო წელს დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინაში და საქართველოში ტექნოლოგიების და მომსახურებების მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიმწოდებლის, - “Bosch”-ის ჯგუფის ბრუნვამ 1,2 მლრდ. ევრო შეადგინა. „საქართველოში 2016 წლის გაყიდვების ზრდა 3-ჯერ აღემატება მთლიანს მსოფლიო ბაზარზე (+3.6%; €73.მლრდ). არასრული 2017 წლის სტატისტიკით ზრდა + 10%-ია და კომპანია წლის დასრულებას ორნიშნა მაჩვენებლით ვარაუდობს“, - აღნიშნა კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში.
როგორც ბრიფინგზე საქართველოში მოღვაწე “Robert Bosch Ltd.-ს კომერციულმა დირექტორმა დევიდ ოქერმა განაცხადა, პოზიტიურ როლი შეასრულა თბილისის აეროპორტის მახლობლად არსებული საწყობით მუშაობამ, რის ხარჯზეც 2 წლის განმავლობაში ელექტროხელსაწყოების დისტრიბუცია 5-ჯერ გაიზარდა. მთლიანობაში, “Bosch” ჯგუფის ბრუნვა საქართველოში 2016 წელს იყო 15 მლნ ევრო, 2017 წელს კი სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი 17 მლნ ევროს მიაღწევს. მისივე ინფორმაციით, ზრდა ძირითადად, ელექტროხელსაწყოების გაყიდვების ხარჯზეა.
დ. ოქერმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემული ზრდის მიუხედავად, საქართველოში ქარხნის აშენება არ განიხილება. ჰანსიუნგერ ოვერშტოლცის თქმით კი, კომპანია სტანდარტს და ტრადიციებს არ არღვევს, რომლის თანახმად ქარხნის გეოგრაფია გაყიდვების 50%-იან პროპორციაში უნდა იყოს. „კომპანია Bosch ცდილობს გახდეს ლიდერი ნივთების ინტერნეტის სფეროში, ვინაიდან კომპანია ამ სეგმენტში ხედავს უდიდეს პოტენციალს ბიზნესის განვითარებისთვის ინტელექტუალური ციფრული დამხმარეების ხარჯზე. ნივთების ინტერნეტი ხდება ინდივიდუალური. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვაქციოთ ქსელური ტექნოლოგიები უფრო პერსონალიზირებული“, - აღნიშნავს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლებიდან გაუმჯობესდა Bosch-ის პროდუქციის სერვისული მომსახურება, გაიხსნა ავტორიზირებული სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებებს.
კომპანია Bosch-ი წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვან გლობალურ პროვაიდერს, რომელიც მოღვაწეობს საავტომობილო გადაწყვეტილებების, ენერგეტიკის, სამშენებლო / სამრეწველო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებში. კომპანია ასევე აქტიურად საქმიანობს საავტომობილო, ენერგეო–სამშენებლო, სამრეწველო ტექნოლოგიების და ფართო მოხმარების საგნების დარგებში. დღეისთვის კომპანია Bosch–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შემდები კომპანიები არიან: საყოფაცხოვრებო პროდუქცია - „ელიტ ელექტრონიქსი“; საავტომობილო სფერო - „თეგეტა მოტორსი“ და „იტა“; გათბობა-კონდიცირება - „ქებული“. Bosch-ის“ ელექტროხელსაწყოები კი წარმოდგენილია საქართველოს მთელი მასშტაბით, ქვეყნის 80-მდე სპეციალიზირებულ სავაჭრო ქსელში, მათ შორის „ჯეოგრუპი“, „ბოში გრუპი“, „გორგია“, „დომინო“ და „ბრიკორამა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1886 წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ შტუტგარტში დაარსებული კომპანია დღეს ერთ-ერთი უმსხვილესია მთელს მსოფლიოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური