დედოფლისწყაროში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 11:28
დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩა N29-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ PSP-ს მრავალრიცხოვან (5000-იან) კოლექტივს შეუერთდა. „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. დღეიდან უკვე დედოფლისწყაროშიც, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები“ - აცხადებენ PSP-ში. ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის, საჩხერის, ბაკურიანის მოსახლეობა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2015 12:18

ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს დედოფლისწყაროში. ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით მოხდა.პარტიის ინფორმაციით, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. ტყვიებმა ოფისის შიდა კედლებიც დააზიანა. თუმცა, ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.უცნობია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:17

დედოფლისწყაროში ძველ ამორტიზებულ საავადმყოფოს ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ დედოფლისწყაროში ახალ მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს.

სამუშაო პროცესი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა, დედოფლისწყაროს გამგებელმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ქალაქის მოქმედი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ხათუნა ზურიკაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანი იქნება თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. ახალი კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. მრავალპროფილური სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.  პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარია. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 24 ადამიანია დასაქმებული.

მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროში 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური