ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 აპრილი 2019 15:58

ავღანეთში საქართელოს თავდაცვის ძლების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

უმცროსმა სერჟნტმა მერაბ ირემაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვეითად გადაადგილებისას იპოვა საფულე დიდი ოდენობის თანხით და დოკუმენტაციით, რომელიც წარადგინა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაპოვნი ნივთი დაუბრუნდა მესაკუთრეს. ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ კაპრალმა ბადრი ფუტკარაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე იპოვა საფულე 1200 დოლარის ოდენობის თანხით, კაპრალ სპეციალისტმა ზვიად ქადარიამ და სერჟანტმა ირაკლი ტაბატაძემ კი ამოცანის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას დიდი ოდენობის ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები იპოვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამხედრო პოლიციას და დაკარგული ფული, ასევე, პირადი ნივთები მფლობელებს დაუბრუნდათ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 22-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გამოეცხადათ.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბშიც მოხდა, როდესაც ქართველმა სამხედროებმა დიდი რაოდენობის თანხა იპოვეს და მესაკუთრეს დაუბრუნეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოება ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 15:40

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.

კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს საფულე დიდი ოდენობის თანხით იპოვნა. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

დღესვე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 18:25

15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.

JAKO FM-ის შესახებ:

JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.

რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.

ირინა აბულაძემ „მთის შვილის“ სტატუსით მაღალ მთაში მოღვაწე ჭადრაკის მწვრთნელი დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 16:59

არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 15:56
15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:30 საათზე დაიწყება.
 
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
 
ღონისძიებას დაესწრებიან: კულტურისა და სპორტის მინისტრი, განათლების მინისტრი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მერიისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

SNGP-ის ამერიკელი მრჩევლის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 15:09

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტის აშშ-ის მრჩეველი ჯეფრი შოთი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

SNGP-ის ლოგისტიკის სფეროს ამერიკელი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თხუთმეტი თვის განმავლობაში ასრულებდა.

ლელა ჩიქოვანმა ჯეფრი შოთს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 16:12

15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.

საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 19:30 საათზე დაიწყება.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ტურიზმის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.

 

საბურთალოს რაიონის გამგებელმა სტუდენტები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 15:07

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს.

ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ამავე ფაკულტეტის ,,გარემოს დიზაინის,, მოდულის პედაგოგები, ასევე გამგებლის მოადგილეები და საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის დეკანატს კონკურსის ორგანიზებისათვის და თავად იდეის ასეთი მხარდაჭერისათვის და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, სტუდენტებს, რომლებმაც ასეთი მონდომებით იმუშავეთ და მართლაც, შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეთ. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. თქვენი პროფესიის ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება და გპირდებით, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ამ წარმოდგენილ პროექტებს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა. გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული კვარტლის 20-მდე კორპუსის მოსახლეობას ექნება სრულად კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო, დასასვენებელი ზონების მოწყობა. აქ იქნება სპორტული კუთხე ტრენაჟორებით. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ 10 000მ2 ფართობის შიდა-კვარტალური გზა კეთილმოაწყო.

საკონკურსო ტერიტორიის პროექტირებაზე 30-მდე სტუდენტმა იმუშავა, გამოფენაზე კი, რომელიც 11 თებერვალს სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ გაიმართა, 22 ნამუშევარი გამოიფინა.

პროექტის მთავარი იდეაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გარემოს დიზაინერის პროფესიას ეუფლებიან, მათ სპეციალობით სწავლის პროცესშივე მიეცეთ პრაქტიკული მუშაობის საშუალება.

ღონისძიებაზე კონკურსში წარდგენილი პროექტების ჩვენებაც გაიმართა. სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, კი საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, გამოიცემა კონკურსში მონაწილე პროექტების კატალოგი.

მსგავსი თანამშრომლობა გამგეობასა და გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგებს შორის კვლავაც გაგრძელდება.

ახალი Samsung Galaxy A სმარტფონის პრეზენტაცია და ფოტოკონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:52

კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსი" წარმოგიდგენთ ახალ სმარტფონს Galaxy A (2016) პრემიუმ დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით.

 უახლესი Galaxy A სმარტფონი გთავაზობთ შეუდარებელ სტილსა და ტექნოლოგიურ სრულყოფას.

"სამსუნგ ელექტრონიქსი" აცხადებს, რომ უახლესი Samsung Galaxy A სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით, გაუმჯობესებული კამერით. Galaxy A (2016) აერთიანებს სამსუნგის ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა იმ სიახლით, რასაც ეკრანის სამი განსხვავებული ზომით წარმოგვიდგენს: 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5-ისთვის და 4.7-ინჩიA3-ისთვის. 

 "სამსუნგში ჩვენ საკუთარ თავს ვუძღვნით ჩვენს საქმეს, მუდმივ განვითარებას, ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებსა და გამოხმაურებებს"-ბრძანა ბატონმა შინმა, სამსუნგის აღმარულებელმა დირექტორმა და IT-ის და მობილური ბიზნესის ხელმძღვანელმა. "Galaxy A (2016) შექმნისას, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურება Galaxy A მოდელზე, ანუ ჩვენ ერთად ვიფიქრეთ და უფრო ეფექტურად გავაუმჯობესეთ ფუნქციები, რომ მეტად შეიგრძნოთ სტილისა და ტექნოლოგიური წარმადობის შერწყმა ყოველდღიურ ცხოვრებაში."

Galaxy A (2016) არ ღალატობს Galaxy სერიის მემკვიდრეობას დიზაინში, ქმნის რა მეტალისა და შუშის ერთობლიობით ლამაზ და ჰარმონიულ პრემიუმ დიზაინს. ახალი Galaxy A უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობის გამოცდილებას დავიწროებული გარე პანელის საშუალებით.

Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIS) რომ მინიმალურამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება, ის ასევე შეიცავს იშვიათ F1.9 ლინზას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი. მეტიც, სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, „სახლის“ ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.

 2016 წლის 25 იანვრიდან  7 თებერვლის ჩათვლით Samsung Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდება ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონით.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 12:09

15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში 2015 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ათეულს ქართული ტელევიზიების, რადიოების და პრესის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ. გამოკითხვაში მონაწილეობას მედაჰოლდინგ "სატვიზიის" ჟურნალიტიც მიიღებს. საუკეთესოებს ოლიმპიური ჩემპიონები, მინისტრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტული გაზეთის რედაქტორები დაასახელებენ.   გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
საღამოზე სპეციალური ჯილდო რადიო JAKO FM-ის საუკეთესო რესპოდენტს კახი კავსაძეს გადაეცემა.

დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.



გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური