საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 12:47

დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 მარტი 2019 16:14
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.

სამშობლოში 20 მედლით დაბრუნებულ სამხედროებს ლევან იზორია შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 13:39

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროების 10-კაციანი გუნდი ამერიკიდან საქართველოში 20 მედლით დაბრუნდა. საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე სამხედროებმა 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ 17-25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველი დაშავებული სამხედროები ავსტრალიელ, კოლუმბიელ, ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად ასპარეზობდნენ. შეჯიბრი 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარიმართა და მასში სულ 173 ათლეტი მონაწილეობდა.

დაჭრილ ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 14:46

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი საბურთალოს პანთეონში დღეს დაჭრეს. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი ორივე ფეხში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა საბურთალოს პანთეონში მოხდა, როდესაც პეტრიაშვილი მეგობრებთან ერთად ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. 

უბედური შემთხვევა კახეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:16

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. თვითმხილველების თქმით, მეზობელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. დაჭრილი 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. 

მას ახმეტის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დაჭრის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება. 

დაჭრილი პოლიციის პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 20:52

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ პოლიციის პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "რუსთავი 2" ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. დაიჭრა ერთი პოლიციელი, რომელსაც საავადმყოფოში მრავლობითი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი საკუთარი სახლიდან გაუხსნეს. თავდამსხმელმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა. მოგვიანებით იგი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ამის გამო მან მან მთავრობის სხდომა დატოვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მკვლელობის ადგილზე არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნო.

თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 17:09

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით,დაჭრილი პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა, მინისტრმა  ცოტა ხნის წინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი სამართალდამცავი მოინახულა. ამასთან, შს უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი. "მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გასროლა ცეცლსასროლი იარაღიდან არ მომხდარა. ამოღებულია სანადირო თოფი", - აღნიშნა მღებრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით გასროლა არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან მოახდინა. რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მინისტრის ინფორმაციით, უმძიმესია. როგორც ცნობილია, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში დღეს იარაღიდან გასროლით ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ერთი სამართალდამცავი ქალი კი დაჭრეს. მომხდარის გამო გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომას ესწრებოდა, მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და თელავში გაემგზავრა. 


თელავში ხვალისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 15:44

თელავში ხვალისთვის დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი საახალწლო კონცერტისა და სხვა ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 


დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 14:54

თელავის შს სამმართველოს ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი  -მაია ჯავახიშვილი დაიჭრა,მაია ჯავახიშვილი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც თელავის რაიონულ საავადმყოფოში აცხადებენ , დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ის საოპერაციოში იმყოფება და ოპერაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად პატრულის თანამშრომელი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც გაემგზავრა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური