თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაშავებული სამხედროები მოინახულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:40

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად გაესაუბრა სამხედროებს და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზაალ კაპანაძის განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამოქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 15 სამხედრო მოსამსახურიდან 6 მალევე გაეწერა, ხოლო დანარჩენი სამხედროები, რომლებსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ.

შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

სამშობლოში 20 მედლით დაბრუნებულ სამხედროებს ლევან იზორია შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 13:39

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროების 10-კაციანი გუნდი ამერიკიდან საქართველოში 20 მედლით დაბრუნდა. საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე სამხედროებმა 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ 17-25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველი დაშავებული სამხედროები ავსტრალიელ, კოლუმბიელ, ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად ასპარეზობდნენ. შეჯიბრი 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარიმართა და მასში სულ 173 ათლეტი მონაწილეობდა.

ესპანეთის პრემიერმინისტრს სახეში ჩაარტყეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 12:39

ესპანეთის პრემიერმინისტრს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქალაქ პონტე–ვედრაში მოხდა.

ადგილობრივებთან საუბრის დროს, მარიან რახოის 17 წლის ახალგაზრდა მიუახლოვდა და ფოტოს გადაღება სთხოვა, შემდეგ კი სახეში ძლიერად ჩაარტყა. შედეგად ესპანეთის 60 წლის პრემიერს სათვალე გაუტყდა, ლოყაზე კი სილურჯე დაეტყო.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რუსულმა თვითმფრინავებმა კიდევ ერთი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანები დაბომბეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 14:54

რუსულმა თვითმფრინავებმა ალეპოს დაბა აზეზის მახლობლად ჰუმანიტარული სატვირთო მანქანები დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.
ადგილობრივი წყაროს ცნობით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული და აზეზიდან 5 კილომეტრის დაშორებით გაჩერებული სატვირთო მანქანები დაბომბეს.
პირველადი მონაცემებით დაბომბვის შედეგად, დაღუპული იყო 4 და დაშავებული კი 20 ადამიანი, თუმცა ქილისში გადაყვანილი 13 დაშავებულიდან კიდევ 2 დაიღუპა. მომხდარის შედეგად 10 სატვირთო მანქანა დაიწვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური